კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ელის სკანდალური ადვოკატი თოვლის ბაბუისგან 2017 წელს #51

ადვოკატი ლედი ტუკვაძე უკვე კარგა ხანია, ურყევად ინარჩუნებს ჩვენი მკითხველის ნდობას და აღიარებას. მისი საქმეები, როგორც წესი, სკანდალური და შეუპოვარია. ამიტომაცაა ის ქართული მედიის მუდმივი ინტერესის ობიექტი. 2016 წლის სკანდალური ადვოკატი ქალი და მისი შეფასებები – როგორ ხვდება ახალ წელს და რას ელის თოვლის ბაბუისგან.
– ლედი, თქვენ ამ წელსაც სკანდალური ადვოკატის იმიჯით სარგებლობთ. რომელს გამოყოფდით 2016 წლის თქვენი გახმაურებული საქმეებიდან?
– 2016 წელი იყო ერთ-ერთი წარმატებული ჩემს ცხოვრებაში. ჩემმა თოვლის ბაბუამ სურვილების 80 პროცენტი შემისრულა. ეს იყო ყველაზე ნაყოფიერი წელიწადი. დავიწყებ იქიდან, რომ ჩვენი პროექტი – „ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრი“ განხორციელდა ძალიან წარმატებულად  სხვადასხვა  ქვეყანაში – საბერძნეთსა და იტალიაში. მე ვერაფერს შევძლებდი, ამ პროექტის მხარდამჭერების – „დიასპორის სამინისტროსა“ და „ნაზარიშვილის კლინიკის“ გარეშე. ჩვენ შევძელით, ამ ქვეყნებში ემიგრანტებისთვის გაგვეწია უფასო იურიდიული და სამედიცინო დახმარება. წლევანდელი წლის ყველაზე დიდი სიხარულია, რომ დასრულებულია ყველა ფორმალური მხარე და მოლაპარაკება, რის შემდგომაც იხსნება ქართულ-იტალიური იურიდიული კომპანია.  აგრეთვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთანაც.  ამ წელს გამიჩნდა ახალი ჰობი – მოგზაურობა და შევძელი, მენახა ძალიან ბევრი ქვეყანა და ქალაქი. მოვხვდი იქ, რაზეც, მთელი ცხოვრება ვოცნებობდი. აგრეთვე, უამრავი საქმე წარმატებით დასრულდა. შესაბამისად, მე შევძელი, ჩემი წვლილი შემეტანა ამ ადამიანების ბედნიერებაში, რომ ისინი 2017 წელს, თავიანთ ოჯახის წევრებთან ერთად შეხვედროდნენ. შემომემატა ოჯახის ახალი წევრი – ჩემი ერთადერთი ქალიშვილი დაქორწინდა. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ისევ მარტო ვარ და რაიმეს შეცვლას, ჯერჯერობით არ ვფიქრობ. ვემზადები ყველაზე მნიშვნელოვანი პაემნისთვის, რომელიც დაახლოებით, მარტშია დაგეგმილი. ეს პაემანი იქნება ყველაზე ბედნიერი, რადგან დიდი სიხარულით ვემზადები ჩემს შვილიშვილთან შესახვედრად.
– თქვენი წლევანდელი პროფესიული წარმატებებიდან რომელს გამოყოფდით?
– რაც შეეხება იმ გახმაურებულ საქმეს, რომელიც საზოგადოებისთვისაც ცნობილია –  გოდერძი თევზაძის საქმეს, მინდა, ჩემს ერთგულ მკითხველს პირველად თქვენი ჟურნალის საშუალებით ვუთხრა:
რატომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ვყოფილიყავი გოდერძი თევზაძის ადვოკატი? ყველამ იცის, რომ მე არ ვმეგობრობ ამ სისტემასთან და ორი კვირის განმავლობაში ვფიქრობდი, ჩავბმულიყავი თუ არა ამ საქმეში. ამაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა გოდერძი თევზაძის ოჯახთან. საქმის დეტალებს რომ ვეცნობოდი, ყოველდღე ვრწმუნდებოდი, რომ ეს ადამიანი უდანაშაულო იყო. მაგრამ, ეს არ იყო საკმარისი დავპირისპირებოდი იმ აგრესიას და საზოგადოებრივ აზრს, რომელიც, სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც შევხვდი გოდერძი თევზაძის მეუღლესა და შვილს, სადაც დამატებითი გარემოებები უნდა გამომეკვლია –  მათ სახლში დამხვდა იგივე სურათი, რაც წლების წინ იყო ჩემს ოჯახში: შეშინებული და დაბნეული მარიკოს თვალები (გოდერძი თევზაძის შვილი) და ჯანმრთელობის იგივე მდგომარეობაში მყოფი გოდერძი თევზაძის მეუღლე. ამ სურათმა ჩემი და ჩემი შვილის მდგომარეობა გამახსენა, როდესაც ყველანაირი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ააგლიჯეს ჩემს მეუღლეს პოლიციის სამხრეები. ეს იყო შეკვეთილი პოლიტიკური ამბები, სტაჟიორი პროკურორის ამბიცია, რამაც  მისი საპროკურორო კარიერის წარმატება გამოიწვია. გულგრილი სახეები, იძულებითი ემიგრაციაში წასული ჩემი მეუღლე და მე, რომელიც წლები ვებრძოდი ჩემი შვილის სტრესულ მდგომარეობას, როდესაც მან ემიგრაციიდან ჩამოსული მომაკვდავი მამა ნახა. წამართვეს თუ რაიმე შეიძლებოდა. გამომატარეს ყველაფერი – ეკონომიკური სიდუხჭირიდან დაწყებული უზარმაზარი ტრაგედიებით დამთავრებული, ოჯახის გარეშე დარჩენამდე. თუ ამ ყოველივეს გაძლება ჰქვია, მე აქამდე მოვედი. დრომ მართალია ვერ მიმკურნალა, თუმცა ვისწავლე ჩემი ტკივილებით ცხოვრება. ამიტომ, არასდროს არავის მივცემ იმის უფლებას, მსგავსმა ადამიანებმა, თავიანთი ამბიციებისა და სურვილების გამო, საფრთხე შეუქმნან კეთილსინდისიერ პოლიციელს. სწორედ ამიტომ, ეს საქმე  ჩემი ღირსების საქმეა. მე, 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანი სრულიად უდანაშაულოა და ბოლომდე ვიბრძოლებ, სამართლიანობის აღსადგენად.
– თქვენ შეუპოვარი ადვოკატის იმიჯი გაქვთ. უფრო ქალური კითხვა მინდა დაგისვათ, არ გეშინიათ?
– მეშინია თუ არა, როდესაც ხელს ვკიდებ ესეთ საქმეებს?! ყველამ იცის, რომ მე მარტივი ცხოვრება არ მაქვს. ზოგი ძალიან მარტივად იღებს ცხოვრებიდან შედეგებს, ჩემთვის კი ეს  ყოველთვის რთულია – მიჯდება სისხლისა და ჯანმრთელობის ფასად. იმდენჯერ ვიყავი ცხოვრებაში შეშინებული, შიში უკვე სიყვარულში გადამეზარდა. ანუ, ფაქტობრივად, შემიყვარდა ეს მტანჯველი საქმეები.
– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები – როგორ ხვდებით ახალ წელს?
– როგორ ვხვდები ახალი წლის ღამეს? ეს არის ყველაზე ლამაზი და ჯადოსნური დღესასწაული ჩემს ცხოვრებაში, რომლის მოსვლაც პატარა ბავშვივით მიხარია. ამ დღეს ვხვდები ჩემს ოჯახთან ერთად. განსაკუთრებულად ვაწყობთ სახლს, რათა შევქმნათ საახალწლო გარემო.  მთელი ჩემი ცხოვრება განსხვავებულია იმ გოგონებისგან, რომლებიც თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცზე ოცნებობენ. მე ბავშვობიდან ამოჩემებული სურვილები გამაჩნია თოვლის ბაბუის მიმართ და იმედს ვიტოვებ, ბოლოს და ბოლოს, ბებიობის ასაკში, ჩემს თოვლის ბაბუას ფეხი დაუცდება, ჩამოვარდება, სადღაც ჩემი სახლის ბუხარში და არ მაკმარებს მხოლოდ საჩუქრების დატოვებას.

скачать dle 11.3