კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ავისრულოთ სურვილები წლის ბოლო დღეებში ჩატარებული პატარა რიტუალებით #51

წლების წინ გამოჩნდა მოდის სამყაროში, პირველი მაღაზია 2000 წელს გახსნა და კარგა ხნის განმავლობაში მარტო ზრუნავდა გემოვნებიანი ქართველი ქალბატონების მოდურ სტილზე. მას შემდეგ მუდმივად თვითგანვითარებაშია. ფერწერული სილუეტები, მრავალფეროვანი და ჰარმონიული ფერთა გამა, ეს ავთანდილ ცქვიტინიძის ხელწერაა, რომელსაც ყველგან ამოიცნობ. ამჟამად დიზაინერს წინასაახალწლოდ აქტიური შემოქმედებითი პერიოდი აქვს. სულ რამდენიმე დღეა, რაც ბაქოს კვირეულიდან დაბრუნდა და ახლა უკვე „ავთანდილ 73-ის“ საახალწლო ჩვენებისთვის ემზადება. რას სთავაზობს სეზონზე მოდის მიმდევრებს და როგორია მისი ოჯახური იდილია წინასაახალწლო სამზადისში, დიზაინერი ჟურნალ „თბილისელებს“ თავად უამბობს.
ავთანდილ ცქვიტინიძე: Mercedes Benz-ის ჩვენებას, სადაც წარვადგინე გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია, საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა მსოფლიო პრესისგან. ბევრ საერთაშორისო პრესაში დაბეჭდილა ჩემ შესახებ, მაგრამ ჩემთვის მთავარი მოვლენა იყო, როდესაც ამერიკულ „ვოგში“ დაიბეჭდა პირველი სტატია – კრიტიკოსებისგან მაღალი შეფასება მიიღო კოლექციამ და გაშუქდა სრული ჩვენება. რთულ, არასასურველ პერიოდში დავიწყე მოდის კეთება, რამაც ძალიან გაამართლა. წლების განმავლობაში  მარტო ვიყავი. ომის შემდეგი პერიოდი იყო და ადამიანებისთვის თავის წარდგენა რთული აღმოჩნდა. ფიზიკურად შუქი არ იყო ქვეყანაში, აღარაფერს ვამბობ მობილურ ტელეფონსა და ინტერნეტზე. საკმაოდ პროდუქტიულად  ვიმუშავე, გავზარდე საკუთარი თავი. რაც მთავარია, ბრენდი აქტუალურია და მოთხოვნადი. ვმუშაობთ მილანის შოუ-რუმისთვის, რომელიც ითვალისწინებს მომავალი სეზონის კოლექციებს. ახლახან ჩამოვედი ბაქოს კვირეულიდან, რომელიც მე გავხსენი. ვემზადები „ავთანდილ 73-ის“ საახალწლო ჩვენებისთვის, რაც სპეციალურად ქართველი მომხმარებლისთვის მზადდება მისაღებ ფასებში. იანვრის შემდეგ პარიზის კოლექციისთვის ვემზადებით და ასე შემდეგ. გრაფიკი მუდმივად დატვირთულია. ხაზი ყოველთვის ერთია, მოიცავს ფერთა გამას და რთულ კონსტრუქციებს.
– საკუთარ ბრენდს რებრენდინგი ჩაუტარეთ და „ავთანდილ 73“ გამოჩნდა მოდის ბაზარზე. როგორ იმუშავა ხაზმა? კლასიკური და მეტად ქალური სტილიდან ყოველდღიურ სტილზე მუშაობა რადიკალური ცვლილებაა...
– ჩემი საყვარელი ხაზი –  „ავთანდილ 73“  არის ფეშენ-გოგონა.  ხაზი ძირითადად სტუდენტ გოგონებზეა აწყობილი. თუმცა, მომხმარებელი ყველანაირი ასაკის გვყავს, რადგან ტანსაცმელი ხელმისაწვდომ ფასებშია. იმავდროულად, ის გხდის ყველასგან გამორჩეულსა და ინდივიდუალურს. ეს ხაზი ჩემთვის ძალიან საყვარელი გახდა, კარგად მიიღო საზოგადოებამ, უკვე ამ ხაზის ხუთი მაღაზია არსებობს. სექტემბრისთვის დაგეგმილია, კიდევ სხვადასხვა ქვეყანაში გაიხსნას ეს ხაზი.
– ქართველი ქალის სილუეტს კარგად იცნობთ, „ავთანდილ 73-ის“  კოლექციის მზადების დროს პრობლემა ხომ არ შეგქმნიათ?
– ქალის ფსიქოლოგიას რომ იცნობ, ყველაფერს მარტივად არგებ. ქართველ ქალბატონებს არ უყვართ ზედმეტი ნივთები, ზღვარს გადასული სილუეტები. სილუეტის არჩევანი ყოველთვის გვაქვს ნებისმიერ სხეულზე. სამი წლის წინ, „ავთანდილ 73-ზე“ მუშაობისას შევეჯახეთ ამ პრობლემებს. მომხმარებელმა თავად გვიკარნახა, საით უნდა წავსულიყავით და რა ზომების გრადაცია უნდა გვქონოდა. ღმერთის წყალობით, ქართველი ქალბატონების უმრავლესობას გემოვნება აქვს და ყოველთვის ხვდება, რა არის მისი.
– მოდის მიმდევრებს რას ურჩევთ ამ სეზონზე, რა ტენდენციებია, რომელი ფერებია ძირითადად აქტუალური?
– შავზე აქტუალური, საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, სხვა ფერი ვერ გახდა ჩვენს ქვეყანაში. თუმცა, მე კმაყოფილი ვარ იმით, რომ, რასაც ჩვენ მეორე ხაზში ვთავაზობთ მომხმარებელს, ჭრელ ტონალობებს მშვიდ ტონალობებთან ახამებს და საინტერესოდ გამოიყურება. რაც შეეხება ტენდენციებს, ეს ის შემთხვევაა, როცა ინდივიდუალიზმი ძალიან წინ წამოვიდა. ის სილუეტი, რომელიც თქვენია და კარგად ირგებთ, ყოველთვის მოდაშია.
– თქვენთვის რომელი ფერია დომინანტი და გარდა „ავთანდილისა,“ რომელ ბრენდებს უთმობთ ადგილს გარდერობში?
– ჩემს გარდერობში ძირითადად შავი და ნაცრისფერია დომინანტი, უფრო – შავი. შავი ჩემი ფერია, თუმცა ექსპერიმენტებსაც ვატარებ ფოტოსესიების დროს. ჩემთან, ძირითადად, ნახატებსა და გრაფიკულ დამუშავებაზეა აწყობილი ქსოვილის კოლექციები, სადაც თემა იკვრება და მას ვუხამებ სხვადასხვა ტონალობას. ჩემი გარდერობი საკმაოდ მრავალფეროვანია, მაგრამ არა ფერში, არამედ ბრენდებში. ყველას სჭარბობს: „ქონდე გახსონის“, „იუჯიამა მოტოს“ „ბალენსიაგას“ და „ლანვილის“ ნივთები, რომელსაც ვუხამებ მასმარკეტის ბრენდებს და „ავთანდილსაც“.
– შემოქმედებისას ინსპირაცია გარდაუვალია. ნებისმიერ ესკიზს, ალბათ, საკუთარი მუზა ჰყავს?
– მუზა ყოველთვის არსებობს და მოდის ესკიზის შექმნისას. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ნივთი ან ადამიანი, რომელიც შთაგონებას გაწვდის. კოლექციას პერიოდული მუზა ჰყავს და ეს შეიძლება იყოს – ანასტასია, ხათუნა, პარიზი, ლონდონი, ან თუნდაც პატარა ოთახი, სადაც ვეწევი და ყავას ვსვამ.
– ოჯახის წევრებისთვის, ალბათ, ხშირად ქმნით სამოსს. პრეტენზიულები არიან? ანასტასიას მოდური სტილი თქვენი ზეგავლენაა თუ მისი არჩევანი?
– როცა ადამიანის კონცეფცია იცი, თუ რისთვის სჭირდება კონკრეტული ნივთი, პრეტენზიები არ არსებობს. ანასტასიას სტილია სპორტულის სინთეზი თინეიჯერულ სილუეტებთან. ძალიან უყვარს ფერთა გამა, სიჭრელე, რაც ძალიან უხდება და მეც მომწონს. მიუხედავად იმისა, რომ შვილზე ასე არ იტყვიან, ძალიან ნიჭიერი ბავშვია. კარგად ხატავს, არის წარმატებული. პრეტენზია აქვს, ყველაფერს, რასაც კი ხელს ჰკიდებს, გულით ემსახუროს. მე და ხათუნას სიმკაცრე  არ გვჭირდება მასთან, იმდენად მოწესრიგებულია. რაც შეეხება ხათუნას, აქვს კლასიკური, ძალიან ქალური, ელეგანტური და იმავდროულად, თანამედროვე საქმიანი ქალის სილუეტი, რაც მის პროფესიას კარგად შეესაბამება.
– ოჯახში ყველას საკუთარი საქმე აქვს – ხათუნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა, თქვენ მოდას ემსახურებით.  ერთმანეთისთვის როგორ იცლით? თქვენგან ხშირად მსმენია, რომ ოჯახური არდადეგების მოწყობა გიყვართ...
– ჩვენი ოჯახური იდილია ფანტასტიკურია. ყოველთვის ვპოულობთ დროს, რომ ერთად ვიყოთ. დისკომფორტი არ გვაქვს. ჩვენ პრობლემებს ურთიერთობაში არ ვქმნით. დასვენებას ყოველთვის ერთად ვგეგმავთ, ვანაცვლებთ გრაფიკებს. ძირითადად, ვამთხვევთ ანასტასიას არდადეგებს. ზაფხული ბრწყინვალედ გავატარეთ სამივემ ერთად ქართულ რეალობაში – სვანეთში. ქართული კულტურის გაცნობითი კვირეული გვქონდა ანასტასიასთვის.
– თქვენი და ხათუნას წყვილი 13-წლიან თანაცხოვრებას მოიცავს. ქართული ბომონდის ფარგლებში 13 წელი ცოტა არ არის. ორივე მუშაობთ, ორივე საკუთარ საქმეში ხართ ჩართული. რა დაეხმარა თქვენს წყვილს სრულყოფილ ჩამოყალიბებაში?
– როცა წყვილი ერთადაა და წლების განმავლობაში ჰარმონია აქვს, ერთმანეთის ურთიერთგანვითარებას თავად უწყობენ ხელს. ვერ ავხსნი ამ მდგომარეობას, რადგან წესები არა აქვს.  მთავარია, წყვილმა ერთიანობა შეინარჩუნოს. მე და ხათუნა ყველაზე ძლიერ მხარდაჭერას ყოველთვის ერთმანეთისგან ვგრძნობთ და ალბათ, ამ ურთიერთგაგებამ განსაზღვრა ყველაფერი. როცა მეუღლე შენი ნამდვილი მეორე ნახევარია და ერთმანეთის უსიტყვოდ გესმით, ბუნებრივია, ასეთ დროს სიყვარულის შენარჩუნება რთული არ არის. რამე დაგვეხმარა-მეთქი, ნამდვილად ვერ ვიტყვი, ყველაფერი თავისით ხდება.
– ახალი წლის სამზადისი თუ დაიწყეთ ოჯახში? რაიმე საახალწლო ტრადიცია ხომ არ გაქვთ?
– მიხარია, რომ ახალი წელი დგება, ჩემი ყველაზე საყვარელი დღესასწაული, როცა ახალი ეტაპი იწყება ყველა ადამიანის ცხოვრებაში. ახალ წელს ყოველთვის ერთად, სახლში ვხვდებით. ფერი ყოველთვის უნდა იყოს სადღესასწაულო, ნათელი და არა მუქი. გემრიელი საჭმელები, კარგი ღვინო, კარგი ადამიანები და მეტი რა არის ახალი წელი?! ოჯახში გვაქვს საახალწლო ტრადიციები, რომელსაც ყოველთვის ვიცავთ. ახალ წელს ოჯახს აუცილებლად უნდა ჰყავდეს მეკვლე. ჩვენს ოჯახში მეკვლე ყოველთვის მე და ანასტასია ვართ.

скачать dle 11.3