დათუნა გელაძის (ჩელეს) ანეკდოტები
გურულს ექიმი ბუასილის სანთლებს გამოუწერს. გურული დაინტერესდება და ჰკითხავს:
– ექიმო, მაი სანთლები ანთებული უნდა გევიკეთო?
***
ზურია კაკოიას:
– კაკოია! გუშხამ ოზურგეთში რომ მივდიოდი, ავტობუსმა გამასწრო! მეც გამევეკიდე. ხუთი წუთი ვსდიე. მერე ეტყობა, შოფერსაც შევეცოდე და მანქანა გამიჩერა.
– მერე?
– მერე, ხომ იცი, რაფერი ამაყი ვარ, გვერდით გუურბინე!
***
– რით დამთავრდა შენი ცოლთან კამათი, რეზოია?
– რით და... მუხლებზე დაჩოქილი მოვიდა ჩემთან.
– მერე?
– მერე, მითხრა: ნუღარ იმალები საწოლის ქვეშ, აღარ ვარ შენზე გაბრაზებულიო.
ბესო ბერულაშვილის ანეკდოტები
– საჭესთან მჯდომი ქალი ქალღმერთია.
– რატომ, ვითომ?
– იმიტომ, რომ გვერდზე მჯდომი ლოცულობს, ფეხით მოსიარულეები კი პირჯვარს იწერენ.
***
– შენი გამკვირვებია, ბონდოია. რატომ ბანაობ, შე კაი კაცო, ასეთ ცხელ წყალში?
– ვიცი, ჯოჯოხეთში მოვხვდები და აქედანვე ვეჩვევი.
მერაბ სეფაშვილის ანეკდოტები
ქმარი გვიან დაბრუნდა სახლში და ცოლს ეუბნება:
– სად არის, ძვირფასო, ჩემი სადილი?
– ძვირფასო ქმარო, შენი სადილი არის რეცეპტების წიგნის 43-ე გვერდზე, ინგრედიენტები კი – მაღაზიაში. გემრიელად მიირთვი!
***
ქმარი ადვოკატია, ცოლი – პათანატომი. ორივე სამსახურშია. სახლში რეკავს ტელეფონი. ყურმილს იღებს ბავშვი:
– გისმენთ.
– უფროსები შინ არიან?
– არა, მამიკო ციხეშია, დედიკო – მორგში.
***
სომეხს ჰკითხეს:
– რა მოხდება, ქართველი რომ კოსმოსში გავუშვათ?
– კატასტროფა!
– რატომ?
– ქართველები სიამაყით დაიხოცებიან, სომხები – შურით და მთელი ჩვენი მიწები კიდე, აზერბაიჯანელებს დარჩებათ.
***
– ნატოია ცა... დიდი ხანია, სინდისი მტანჯავს და უნდა გამოგიტყდე, შენთან რომ ვწობი, სხვა ქალებზე ვფიქრობ.
– შენ მეისპე, ზურაია! შენ ამოწყდი! აბა, მე სხვასთან რომ ვიყო, მაინც შენზე მეფიქრება.
***
– მამი, რა განსხვავებაა ქალებსა და ბავშვებს შორის?
– რა და... ბავშვებს ჯერ საწოლში აწვენენ და ზღაპრებს მერე უყვებიან. ქალებს კი, პირიქით.
***
ქალი იმდენ კაცთან იწვა, შვილს „ხალხური“ დაარქვა.
***
სვანს ტყუპები ჰყავს და ერთი მიიყვანა ექიმთან:
– რაღაც ცუდად ახველებენ ეს ტყუპები და იქნება, გამისინჯო.
ექიმმა ჰკითხა:
– კი, მაგრამ, მეორე სადაა, რატომ არ მოიყვანე?
– რაღათ უნდა მოყვანა, მეორეც იგივეა.
***
– მოგწონს შენი ახალი სამსახური?
– ისე რა... ძველი მირჩევნია.
– და, სად მუშაობდი?
– არსად!