კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძნული აზრები #51

ჰემინგუეი: ადამიანთა ორი კატეგორიაა: ისინი, ვისთან ერთადაც ადვილია, ასევე ადვილია მათ გარეშეც, და ისინი, ვისთან ერთადაც რთულია, მაგრამ მათ გარეშე – შეუძლებელი.
ნეტარი ავგუსტინე: მე ვენდობი არა სიტყვებს – ამ შერჩეულ და ძვირფას ჭურჭელს, არამედ იმ ღვინოს, რომელსაც ამ ჭურჭლით მოგვართმევენ ხოლმე მთვრალი მასწავლებლები.
ამელი: არ არის საკმარისი, იყო კეთილი, ტაქტიანობაც აუცილებელია.
კანტი: ბედნიერება ეს არის ძლიერი ჯანმრთელობა და სუსტი მეხსიერება.
რუსო: ისევე, როგორც ზოგჯერ არსებობს შემწყნარებლობა, რომელიც სჯის, ასევეა სისასტიკე, რომელიც იწყალებს.
ოფენბახი: ადამიანები შექმნილნი არ არიან იმისთვის, რომ დაეუფლონ ეგრეთ წოდებულ კარგ ნივთებს. მაგრამ, თუ ისინი თავად არიან კარგები, თვითონვე ქმნიან კარგ ნივთებს, რომ სიკეთისთვის გამოიყენონ
ვოლტერი: ენის შესასწავლად გაცილებით მნიშვნელოვანია თავისუფალი ცნობისმოყვარეობა, ვიდრე ბინძური აუცილებლობა.
ავიცენა: ჭკვიანი ადამიანი ბედნიერია მხოლოდ მაშინ, როცა შექებას იმსახურებს. ბრიყვი კი სხვისი აპლოდისმენტებით ხარობს.
ჰეგელი: ცოდნას ყველაზე არსებითად შეუძლია, აამაღლოს  ერთი ადამიანი მეორეზე.
ანდერსონი: ყველა ბრიყვმა იცის, რომ ვარსკვლავების მოწყვეტა შეუძლებელია. ჭკვიანები კი მათ ლაპარაკს ყურადღებას არ აქცევენ და მაინც ცდილობენ ამას.
აკუტაგავა: შეიძლება, სინდისი მორალის წყაროა, მაგრამ მორალი ჯერ კიდევ არასდროს ყოფილა სათავე იმისა, რაც სინდისის მიხედვით, სიკეთედ ითვლება.
კამიუ: თუ გინდა, რომ მოასწრო, დაეწიე იმას, ვინც შენ წინაა და არ უყურო მათ, ვინც შენ უკანაა.
დიდრო: არცერთი ადამიანი არ არის ისეთი კარგი, როგორც თავად ჰგონია და არც ისეთი ცუდი, როგორიც მისი მოწინააღმდეგეები ფიქრობენ.
ესქილე: სიბრძნე ოქროზე ძვირად ფასობს, თუმცა სამართლიანობა და ღირსება ყველა სიბრძნეზე მნიშვნელოვანია.
რემარკი: ყველას აუცილებლად აქვს რაღაც ნიჭი, თუნდაც იყოს კარგი მეგობარი.
ბუასტი: გააკეთო იოლად ის, რაც სხვებისთვის ძნელია – ტალანტია. გააკეთო ის, რაც ტალანტისთვის შეუძლებელია – გენიოსობაა.
ბებელი: დამარხული ტალანტი სულაც არ არის განძი.
მარციალი: ნუ გეშინია უკანასკნელი დღის, მაგრამ ნურც იხმობ მას.
კარე: ქალი თუ გისმენთ, პერსპექტივაში ისაა, რომელიც თანახმაა.
ბელინსკი: ახალგაზრდობაში ცოლი ხელის შემშლელია, ხანდაზმულობაში – საყრდენი.

скачать dle 11.3