კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ინოვაციური პროექტის გამო უთხრა უარი თემურ მაისურაძემ დონალდ ტრამპს და რატომ არ უშვებდნენ მას ამერიკაში #51

თემურ მაისურაძე უამრავი გამოგონების ავტორია, რომელთაგან ერთ-ერთია – მართვადი გამჭვირვალობის მინების შექმნის იდეა, რომლის ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს. მისი ამ გამოგონებით დონალდ ტრამპიც კი დაინტერესდა, რომელმაც, სანამ პრეზიდენტი გახდებოდა, სახელი გაითქვა ბიზნესში ინოვაციური პროექტების დანერგვით ნაშოვნი მილიარდებით. როგორ გაიგო ტრამპმა ამ გამოგონების შესახებ და როგორ დაუკავშირდა ის ბატონ თემურს, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
თემურ მაისურაძე: მე ვარ ავიაციის ინჟინერი, გრიგოლ რობაქიძისა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტების პროფესორი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტთან არსებული საინოვაციო საბჭოს თავმჯდომარე.  მართვადი გამჭვირვალობის მინების შექმნის იდეა გამიჩნდა მას შემდეგ, რაც მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით შევიტყვე დარგის პრობლემების შესახებ. ეს, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მინაა, რომელიც მზის ენერგიით იკვებება და პულტის საშუალებით შეგიძლიათ, გაამუქოთ ან გააღიავოთ რამდენადაც  გნებავთ. რამდენჯერაც მზე ამოვა და მინას მზის სხივი მიადგება, მინა გამუქდება. მზის ჩასვლასთან ერთად, მინა თვითონ  დაიწყებს გაღიავებას. შედარებისთვის, ვისაც სახლში დაბურული მინები აქვს, იმას საათ-ნახევრით ადრე უწევს დილით  ნათურის  ჩართვა და საღამოსაც ანალოგიურად. ამ შემთხვევაში, ამისგან დაზღვეული ხართ. ამ მინით თქვენ შეგიძლიათ ეგრეთ წოდებული ვირტუალური ფარდა „გაწიოთ“ ანუ „ჩამოაფაროთ“. ეს გამოგონება ახალი მოდიფიკაციის სიახლეა. თუმცა ამაზე ვმუშაობ უკვე ორი წელია. 
– ამ მინის ანალოგი, ან მსგავსი თუ არსებობს?
–  ამ მინის ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს. არის სენტგობეინის მინა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს აქვს გამოყენებული თავის რეზიდენციაში და  რომლის ღირებულება 1 500 დოლარია ერთ კვადრატულ მეტრზე.  სენტგობეინის მინა ელექტროენერგიაზეა მიერთებული და  მოიხმარს 110 ვოლტ  ელექტროენერგიას და 70 ვატს. ანუ დღეს რომ მსოფლიოში დაიწყოს სენტგობეინის მინების  ინტენსიური გამოყენება, ამას დასჭირდება დედამიწაზე კიდევ ორი იმდენი ელეტროსადგურის აშენება. გარდა ამისა, სენტგობეინს აქვს  მხოლოდ ორი პოზიცია – დააწვები, რძესავით  გახდება, დააწვები და გამჭვირვალეა. ასე რომ, ჩვენსას ანალოგი არ გააჩნია. პირველი იმიტომ, რომ ელექტროკვებას არ მოითხოვს; მეორე -  ღირებულება თავისი მოგებით და ყველაფრით იქნება მაქსიმუმ 250 დოლარი კვ.მ-ზე. თანაც, აქვს  ორი კი არა, ყველა პოზიცია (აბსოლუტური გაუმჭვირვალობიდან სრულ გამჭვირვალობამდე). გარდა ამისა, ჩვენი მინა ირეკლავს 70 პროცენტ ინფრაწითელ სხივებს.
– ამ პროექტს დაინტერესება არ მოჰყოლია?
– გვქონდა კარგი წინადადება გერმანიიდან – თექვსმეტმილიონიანი პროექტი. 12 მილიონ დოლარს გერმანია აფინანსებდა, საიდანაც 6 მილიონი იყო ჰელბერშტატის გუბერნატორის წინადადება. მათ უნდოდათ, ეს ქარხანა თავიანთ ტერიტორიაზე გაკეთებულიყო და 12 მილიონიდან ნახევარს დებდნენ გრანტად. 4 მილიონი უნდა ჩაედო ქართულ მხარეს. 2012 წელს ჩვენი მხრიდან არსებობდა პარტნიორი, ვინც მზად იყო ჩაედო 4 მილიონი, მაგრამ ბოლო მომენტში მოითხოვა პატენტის მფლობელობის 50 პროცენტი და პროექტი არ შედგა. ეს პროექტი ისევ ძალაშია მანამ, სანამ ამ 4 მილიონის ჩამდებ ქართველს არ ვნახავ. ჩვენ გერმანიაში გვყავს პარტნიორი და შეგვიძლია, განვაახლოთ მოლაპარაკება. ეს გამოგონება საქართველოს გარდა, 2006 წელს ამერიკაშიც დავაპატენტეთ, საიდანაც დონალდ ტრამპს ჰქონდა ინფორმაცია ჩემ შესახებ. დაინტერესდა და 2012 წელს, როცა საქართველოში იყო ჩამოსული, თავისი წარმომადგენლის საშუალებით ცდილობდა ბათუმში ჩემს ჩაყვანას. დამირეკა ქალმა, რომელმაც მთხოვა, ბათუმში ჩავსულიყავი – ძალიან გთხოვთ ჩამობრძანდით, კონკრეტული წინადადება გვაქვს თქვენს გამოგონებასთან დაკავშირებითო. მე უარი ვუთხარი, რადგან ის პროექტი უკვე მქონდა გერმანელებთან. თან ტრამპი მიხეილ სააკაშვილმა ჩამოიყვანა, მე კი იმ პერიოდში „ეროვნული ფორუმის“ წევრი ვიყავი – პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პოლიტსაბჭოს წევრი. ჩვენ ოპოზიციური პარტია ვიყავით, რომელიც მაშინდელ ხელისუფლებასთან დაპირისპირებული იყო. ჩემგან მორალურად გაუმართლებელი იქნებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა, უპირველესად, პოლიტიკური თვალსაზრისით. არც ვახმაურებდი ამ ამბავს, ძალიან ვიწრო წრემ იცოდა.
 – ამის შემდეგ აღარ გიცდიათ, სხვებისთვის შეგეთავაზებინათ თქვენი პროექტი?
– ჩემი ძმა ცდილობდა მის რეალიზებას. რადგან წინა მოწვევის პარლამენტარი ვიყავი, კანონი ზღუდავდა ჩემს ქმედებას. ორჯერ იყო ისრაელში წასული, მაგრამ მათ ცოტა უცნაური პირობები აქვთ – ებრაელებს რისკები მინიმუმამდე დაჰყავთ. ამბობენ, რომ დიდ თანხას ვერ ჩადებენ. მაგრამ, უნდათ, ორასი ათასი დოლარის ფარგლებში დამზადდეს დიდი მინა – ორ მეტრზე, გაიტანენ მას გამოფენაზე და დაკვეთების მოგროვების შემდეგ, ჩადებენ დიდ ფულს. შეიძლება, ეს მიდგომაც განვახორციელოთ. ეს თანხა ჩადო იმაში, რომ გაიტანო და მოძებნო დამკვეთები, ესეც ერთგვარი პოზიციაა, მაგრამ ამ პროექტზე დათანხმების შემდეგ, გერმანელ პარტნიორებს დავკარგავთ და არც საქართველოში გაკეთდება. გერმანელების შემთხვევაში კი, საქართველოში გაკეთდებოდა. მათ უნდათ, პირველი ქარხანა ჰერბერდტში გახსნან, ხოლო მეორე – საქართველოში. ებრაელები კი ამბობენ, სადაც ერთობლივად გადავწყვეტთ, იქ გავაკეთოთ, მაგრამ, რადგან ისინი არიან ფულის ჩამდები, მეტი ხმის უფლებაც მათ აქვთ.
– თქვენ ოფიციალურად მიგიწვიათ ამერიკის ტექნოლოგიების ინსტიტუტმა სათანამშრომლოდ, რაზეც მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები და გამომგონებლები ოცნებობენ, რატომ არ წახვედით?
– ამერიკაში უმსხვილესი გერმანული კომპანია „კრუპის“  წარმომადგენლობა იყო საქართველოში ჩამოსული. ისინი ჩემს პროექტებს გაეცნენ და ამერიკაში, თავისი ოფისის მეშვეობით ნუსხაში შეიტანეს. 1999 წელს, მათი საშუალებით მომივიდა მოწვევა. უბედნიერესი ვიყავი, ძალიან გამიხარადა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ წავედი. იმ პერიოდში ავიაციის ხაზით გვქონდა კონკრეტული დაკვეთა აღებული და ერაყში გვიწევდა მუშაობა. კონტრაქტის თანახმად, ერაყიდან ადრე უნდა დავბრუნებულიყავი და ვასწრებდი კიდეც ამერიკაში ვიზიტს. მაგრამ, ის პერიოდი დაემთხვა, როცა ერაყში არეულობა დაიწყო. ვერ გამოვაღწიე და მომიწია დიდხანს გაჩერება. მერე ამერიკაში ფეხს არ მადგმევინებდნენ, სანამ დიპლომატიური პასპორტი არ ავიღე.
– როგორ გაიხსენებდით ჰუსეინთან შეხვედრის დეტალებს?
– ჰუსეინთან დაკავშირებულ საკითხებზე ღიად ვერ ვისაუბრებ. ცოტა არ იყოს დახურული, ძალიან სპეციფიკური თემაა და ამას შესაძლებელია, სხვა ამბები მოჰყვეს. ამიტომ, არ ვსაუბრობ ხოლმე დეტალებზე.
– თქვენ, ასევე, გაქვთ ისრული დანადგარების პროექტი. მოგვიყევით ამ პროექტის შესახებ – რა არის ისრული გადამყვანი?
– ისრულ გადამყვანს მატარებელი ხან ერთ ლიანდაგზე გადაჰყავს, ხან – მეორეზე და გამოიყენება როგორც რუსული, ისე ევროპული სტანდარტების ლიანდაგებზე. ისრული გადამყვანები ისედაც არსებობს და ეს ჩემი ნოვაცია არ არის. მაგრამ, რაც არსებობს, ძალიან სუსტია, მალე ცვდება, ხშირად ტყდება და ერთი მილიონი ტონის დატვირთვის შემდეგ, გამოცვლა სჭირდება. ჩვენს ისრულ გადამყვანებს გადასვლისას დამუხრუჭება არ სჭირდება, განსხვავებით აქამდე არსებული ყველა ისრული გადამყვანისა. დღემდე არსებულ ყველა გადამყვანს დემონტაჟი ოთხჯერ სჭირდება. ამას მხოლოდ ერთხელ დააყენებ და მორჩა. ჩვენსას მხოლოდ 4,5 მილიონი ტონა სიმძიმის გადატარების შემდეგ სჭირდება გამოცვლა. თითო ისრული გადამყვანი ღირს 25 ათასი დოლარი, ჩვენი კი – 8 ათასი დოლარი. ეს პროექტი თავის დროზე რკინიგზის დეპარტამენტში წარვადგინე. საბჭოს მოეწონა, მაგრამ იყო ერთი პრობლემა: საქართველო არის რუსული სტანდარტის ლიანდაგებზე მორგებული, საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებში ყველა ლიანდაგი არის რუსეთის სტანდარტი. აქედან გამომდინარე, საქართველოში რაიმე ცვლილების მოხდენა ლიანდაგებზე არ შეიძლება, უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამიტომ, რკინიგზის დეპარტამენტიდან ეს პროექტი გადააგზავნეს ექსპერტიზაზე სანკტ-პეტერბურგის ალექსანდრე პირველის სახელობის რკინიგზის მაუწყებლობის უნივერსიტეტში, რომელიც ფედერალური რკინიგზის სისტემაში შედის. გვეგონა უარს იტყოდნენ, მაგრამ დიდი დაინტერესება წამოვიდა იქიდან და მალე ვიზიტიც გვაქვს დაგეგმილი.
– ბატონო თემურ, რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ გამოგონებად?
– მაქვს სხვადასხვა გამოგონება, მაგრამ ჩემი მთავარი გამოგონება არის ის თემა, რომელზეც სადოქტორო დავიცავი. მას დავარქვი „უპირატესობების მართვა“, ანუ უპირატესობის მენეჯმენტი. ეს არის ინსტრუმენტთა კრებული  ანალიტიკური აზროვნებისათვის, რომელიც ადვილად ხსნის შეუთავსებელ პრობლემებს. ამ სალექციო კურსის წასაკითხად ესპანეთისა და სორბონას უნივერსიტეტებში ვარ მიწვეული. ლექციების კურსს ვკითხულობ სამ უნივერსიტეტში, ასევე ჟვანიას სკოლასა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში. ეს არის სწორედ ის ტექნოლოგია, რომელიც გამოგონებების კეთების საშუალებას მაძლევს და ეს ტექნოლოგიური მიდგომა ყველა პროფესიაში შეიძლება, გამოვიყენოთ, რადგან პრობლემების შეუთავსებლობა ერთნაირი პრინციპით იქმნება და იხსნება.

скачать dle 11.3