კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაამარცხებინა გათხოვების ფობია და მოიყვანა ცოლად სალომე დოლიძე მისი უწმიდესობის პირადმა დაცვამ #51

მომღერალი სალომე დოლიძე ცოტა ხნის წინ გათხოვდა. მისი მეუღლე მამუკა არაბულია, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი დაცვის წევრია. შეყვარებულმა წყვილმა ამ ეტაპზე ჯერ მხოლოდ ხელი მოაწერა, ჯვრისწერასა და ქორწილის გადახდას კი იანვარში აპირებენ. ვულოცავ მათ ოჯახის შექმნას: სიყვარულსა და დიდ ბედნიერებას ვუსურვებ.
სალომე დოლიძე: მამუკა ჩემი უახლოესი მეგობრის, მეგობრის ძმაა. თავიდან „ინსტაგრამზე“ მომწერა. ძალიან ჩვეულებრივ დაიწყო ყველაფერი. შემდეგ შევხვდით და პირველივე შეხვედრაზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. რაც მთავარია, ძალიან თბილი, ყურადღებიანი ადამიანია. მასთან ერთად თავს კომფორტულად ვგრძნობ.  ისე, სასიამოვნოდ გავატარეთ პირველი საღამო, სურვილი რომ გაქვს, კიდევ გაიმეორო ეს მასთან ერთად. მაგრამ, ეს მაინც დამოკიდებულია იმაზე, კაცი როგორ მოიქცევა. თვითონ აღმოჩნდა აქტიური, ოღონდ ისე არა, თავი რომ მოებეზრებინა. მოზომილად აკეთებდა ყველაფერს: აშკარად იცოდა, რასაც აკეთებდა. ძალიან მალე მოიგო ჩემი გული. ნელ-ნელა, დოზირებულად შემომაპარა ყველაფერი. ბევრი ერთად არაფერი მიყვარს, ამიტომ ესეც მნიშვნელოვანი იყო. ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ის, თუ რას აკეთებს ადამიანი, ვიდრე – რას ამბობს. ბევრი სიტყვა არ ყოფილა, ბევრი საქციელი იყო, რაც ჩემთვის სიტყვებზე ბევრად მნიშვნელოვანი იყო.
– როგორ მიგაღებინა გათხოვების გადაწყვეტილება?
– ოდესმე თუ გათხოვების გადაწყვეტილებას მივიღებდი, არ მეგონა. ჩემი მეგობრები ახლაც შოკში არიან. თან, 28 წლის ასაკში უფრო რთულია ამ გადაწყვეტილების მიღება, ვიდრე 20-ის რომ ხარ. სულ ვამბობდი: მგონი, გათხოვების ფობია მაქვს-მეთქი. მაგრამ, იმდენად სანდო აღმოჩნდა,  ყველაფერში რომ შეგიძლია ენდო: როგორც მეგობარს, ქმარს. ისეთია, რომ ხვდები – მასთან ერთად კარგი ოჯახი გექნება. ეს ფობიაც დავამარცხეთ.
– შენთვის სიურპრიზების კეთებაც უყვარს?
– თავიდან არ მეგონა, ასეთი თუ იყო, მაგრამ ურთიერთობაში ბევრი რამ აღმოვაჩინე. კი უყვარს სიურპრიზები, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ქრონიკულად ამით არის შეპყრობილი. სამაგიეროდ, სულ იმას ცდილობს მასიამოვნოს, მაგრამ ეს შეიძლება, სიურპრიზი იყოს ან წინასწარ ვიცოდე, რა არის. ზოგადად, ვფიქრობ, ყურადღება ურთიერთობაში ძალიან მნიშვნელოვანია. თან, მე არასდროს ვითხოვ იმაზე მეტს, რამდენსაც თავად გავცემ. შესაბამისად, ჩვენ შემთხვევაში, ყველაფერი დავაბალანსეთ. არ დამჭირვებია რაიმეს შეხსენება. ზოგადად, ისეთია, როგორი მამაკაციც მე მყავდა წარმოდგენილი და როგორზეც მეგობრები მეუბნებოდნენ: კარგი რა, ასეთი არ არსებობსო.
– როგორი გყავდა წარმოდგენილი?
– სულ ვამბობდი: მინდა, იყოს მამაკაცური, რაშიც იგულისხმება ყველაფერი – განსაკუთრებით, თუ როგორ ექცევა ის დედით დაწყებული, ნებისმიერ ქალს. ამით შემიძლია, განვსაზღვრო, მე როგორ მომექცევა. ვიღაცისთვის ბრედ პიტია მამაკაცის იდეალი, ვიღაცისთვის – კიანუ რივზი. მეც მომწონს, რა თქმა უნდა, ისინი, მაგრამ ბავშვობიდან შეპყრობილი ვიყავი „ვეხისტყაოსნით“ და განსაკუთრებით, ავთანდილით. არ ვიცი, ეს ჩემი პედაგოგის ბრალია – ძალიან კარგი მასწავლებელი მყავდა, თუ რისი, მაგრამ ავთანდილი მომწონდა. მისი მეგობრობით, სიყვარულით, ყველა თვისებით ჩემთვის მამაკაცობის განმსაზღვრელი იყო. ჰოდა, ვიპოვე ავთანდილი „ვეფხისტყაოსნიდან“. რა თქმა უნდა, იდეალური არავინაა, არც მე, მაგრამ ჩემს წარმოსახვაში როგორიც უნდა ყოფილიყო მამაკაცი, ზუსტად ისეთია. ამ ადამიანმა შეძლო და შემავსო.
– როგორ გთხოვა ხელი?
– ისე, უნდა ვაღიარო: ცოლად გაყოლაზე რომ დავთანხმდი, იმის მერე პანიკაში ვიყავი მანამ, სანამ ხელს მოვაწერდით. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ საცობში გავიჭედეთ, საკმაოდ დიდხანს ვიდექით და სწორედ იმ დროს გამიკეთა თითზე ნიშნობის ბეჭედი. თან, ხუმრობდა: ვინმეს გოგოსთვის საცობში ხელი უთხოვია?! ტყუილად ვდგავართ და ბარემ ხელს გთხოვო. ორივე ხმამაღლა ვიცინოდით. ჩემთვის ოჯახი ყოველთვის იყო სიწმიდე და არასდროს მიფიქრია: თუ არ გამიმართლებს, გავშორდები და მეორედ გავთხოვდები-მეთქი. თან, ცხოვრებაში იმდენად რთულად ვიღებ ცვლილებებს, ისე ვეჩვევი რაღაცას, რომ მერე ძალიან მიჭირს გადაჩვევა. მიხარია, რომ ისიც ასევე უყურებს ოჯახის თემას.
– ხელი მოაწერეთ?
– „კონკაზე“ მოვაწერეთ ხელი და შემდეგ წავედით გასართობად. თეთრი კაბა არ მცმია, მუქი ფერის კაბა მეცვა. ხელი მოვაწერეთ იმიტომ, რომ გვინდოდა, ახალ წელს ერთად, ცოლ-ქმრად შევხვედროდით. მაგრამ, გაირკვა, რომ ახალ წელს მუშაობს – პატრიარქის პირადი დაცვის წევრია და მუშაობა უწევს. მეც ვმღერი კონცერტზე და ესეც ჩვენი გეგმა.
– როგორ წარმოგიდგენია თქვენი მომავალი ოჯახი, როგორ გადაინაწილებთ უფლებებს?
– არ ვფიქრობ, რომ ოჯახში ვინმეს კონკრეტული ადგილი უნდა ჰქონდეს, რადგან ჩემთვის ოჯახი ერთიანია – ერთ ბურთში მოთავსებული ადამიანებისგან შედგება, რომლებიც ერთად იღებენ გადაწყვეტილებებს. არც იმას ვფიქრობ, რომ ქალმა იგივე უნდა აკეთოს, რაც კაცმა, მაგრამ არც იმას, რომ კაცმა მაგიდაზე უნდა ურტყას ხელი. ოჯახში მეგობრული ურთიერთობა უნდა იყოს. კაცი ვიზუალურადაც, ფიზიკური მონაცემებით, უფრო ძლიერია და ხშირად ბავშვს მამის ხათრი უფრო მეტად აქვს, ვიდრე დედის. ყოველ შემთხვევაში, ჩემს ცხოვრებაში ასე იყო. ვფიქრობ, პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანი ხომ საერთოდ ისეთია, თუ საშუალება მიეცა, რაღაცას აუცილებლად აკეთებს, ძალიან ცუდზე არ მაქვს ლაპარაკი. ყოველთვის ვამბობდი: მინდა, ჩემს მეორე ნახევარს ისეთ პატივს ვცემდე, რომ მისი რიდი მქონდეს-მეთქი. რადგან სიტყვაზე, რაღაც თუ „გამივა“, კიდევ გავაკეთებ. ამიტომაც პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია. თავი ოდნავ მაინც რომ ვიგრძნო შეურაცხყოფილად, ეს ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იქნება. ვფიქრობ, ურთიერთობაში მთავარია, ორმა ადამიანმა ყველაფერზე ილაპარაკოს. თან, მე გურული ვარ და უფრო ბევრს ვლაპარაკობ, ვიდრე ის. ის უფრო დინჯი, გაწონასწორებულია და რაც მთავარია, მოსმენა იცის. ბოლო დროს წუწუნა კაცების ტენდენცია წამოვიდა და ეს საშინლად მაღიზიანებდა. ყველაზე მეტად მძულს პესიმისტი კაცები. პესიმიზმს ვერასდროს ვაპატიებ კაცს. მე თუ ვფორიაქობ, ის სულ მეუბნება: კარგი, არა უშავს, არ არის პრობლემა, მოვაგვარებთო. ეს ძალიან მამშვიდებს.
– შენმა მეუღლემ ხომ არ მიგიყვანა მის უწმიდესობასთან დასალოცად?
– მითხრა: წაგიყვანო, მაგრამ ჯერ არ ვარ ამისთვის მზად. პატრიარქი ახლოდან თვალით არასდროს მინახავს. ძალიან მიყვარს და ჩემთვის მასთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ მინდა, სულიერად მოვემზადო. მარტივად ვერ წავალ.
– შენს მეუღლეს მოსმენილი ჰქონდა შენი სიმღერა?
– როგორ არა, „ვოისიდან“ ჰქონია, თურმე, თვალი დადგმული. მოსწონს ჩემი სიმღერა და რაც მთავარია, მგულშემატკივრობს, ხელს მიწყობს.

скачать dle 11.3