კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კითხვა-პასუხი #51

კითხვა: მიყვარს თვალის შიდა ხაზის ყოველდღიურად შეღებვა. მითხრეს, რომ ეს საცრემლე ჯირკვლებზე ცუდად მოქმედებს და ასეა?
პასუხი: თვალის შიდა ხაზის შეღებვა, მხოლოდ იშვიათად არის ნებადართული, რადგან ხშირი გამოყენებისას, საღებავი (ფანქარი) იწვევს საცრემლე ჯირკვლების გაღიზიანებას. არსებობს ინფექციის საშიშროება და შესაძლოა ალერგიაც გამოიწვიოს.
კითხვა: წელის არეში მიგროვდება ცხიმი და დიეტების დახმარებით ვცდილობ მის მოცილებას. თუმცა, უშედეგოდ. არის თუ არა ეს სისხლში გლუკოზის მაღალი დონის ბრალი და რომელი საკვებით შევძლებ, ამ პრობლემის ადვილად დამარცხებას?
პასუხი: წელის არეში ცხიმის დაგროვება ანუ ეს მდგომარეობა ცნობილია, როგორც ინსულინ-რეზისტენტობა და ხდება მაშინ, როდესაც სხეულის უჯრედები სწორად არ რეაგირებს ინსულინზე და სისხლში გადააქვს ჭარბი გლუკოზა. ამის გამო ცხიმის დაგროვება სწორედ წელის გარშემო იწყება. სწორი საკვები დაარეგულირებს ინსულინისა და გლუკოზის დონეს. სისხლში გლუკოზის დონის დასარეგულირებლად, თეთრი ნახშირწყლებიდან გადაერთეთ მარცვლეულ პროდუქტებზე. მიირთვით სახლში მომზადებული საკვები, რაციონში შეიტანეთ ხილი, ბოსტნეული და თევზი. თავი მოარიდეთ ალკოჰოლს და შაქრიან პროდუქტებს. ანტიოქსიდანტებით გაჯერებული საკვები თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი მოქმედების პრევენციას ახდენს და „ებრძვის” ინსულინრეზისტენტობის ჩამოყალიბებას. ასეთებია – მწვანილი, სანელებლები, ციტრუსები, თხილეული, კენკროვნები, ბროკოლი და მწვანე ჩაი. ასევე, ნებისმიერი ვარჯიში, რომელიც გულისცემის სიხშირეს ზრდის, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პრობლემური ადგილების ასალაგებლად. დღეში 10-წუთიანი სირბილი ან სწრაფი სიარულიც კი დიდ გავლენას მოახდენს თქვენს ფორმებზე. როგორც კი, შესაძლებლობა გექნებათ, დატვირთეთ სხეული, მაგალითად, ლიფტის მაგივრად, ისარგებლეთ კიბით.

скачать dle 11.3