კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ თამაშობს ცოლი ქმრისადმი სიყვარულს მაშინ, როცა მის მიმართ გრძნობა აღარ აქვს #51

როდის ღალატობს ქალს მოთმინება და იღებს გადაწყვეტილებას, რომ ცხოვრება რადიკალურად შეცვალოს? – ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და შესაბამისად, მათი მოთმინების ფიალაც სხვადასხვანაირად ივსება. მაგრამ ქალების უმრავლესობა, როცა ისინი ქორწინებაში ბედნიერები არ არიან, თითქმის ერთნაირად იქცევა. ამბობენ, რომ ცოლების მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობა ინარჩუნებს ქმრის მიმართ გრძნობას, მაგრამ მასთან ცხოვრებას ჩვეულებრივად აგრძელებს... რატომ იღებენ ამ გადაწყვეტილებას ან რატომ არ შეიძლება, ერთი ადამიანის გვერდით სიცოცხლის ბოლომდე ბედნიერად ცხოვრება?

 ლალი (34 წლის): ათი წელია, გათხოვილი ვარ და სულ უფრო ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს: რატომ არ გინდა, ბედნიერი იყო-მეთქი. სამწუხაროდ, ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს, იმიტომ რომ, გავურბრივარ. არადა, როგორ შესანიშნავად იწყებოდა ყველაფერი. ძნელი მოსაყოლია, თუმცა ვიცი, რომ ეს უნდა გავაკეთო. სხვანაირად, ამ სიმძიმისგან ვერ გავთავისუფლდები. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობ, შევქმნა ილუზია, რომ არაფერი მომხდარა, საკუთარი თავის მოტყუებას შედეგი არ მოაქვს. აღარ მახსოვს, რა გრძნობაა ადრენალინის მოზღვავება. არადა, ასეთი მომენტები საკმაოდ ბევრი მქონდა.
– მეუღლესთან?
– დიახ, რა თქმა უნდა. ის ჩემი ერთადერთი მამაკაცია და ძალიან მიყვარდა. ისე მიყვარდა, რომ ვფიქრობდი, ამ ადამიანის გარეშე ვერ ვიცოცხლებ-მეთქი. ახლა ასეთი რაღაც საერთოდ წარმოუდგენლად მეჩვენება.
– რატომ? გრძნობა არ იყო და თქვენ მოიგონეთ?
– არა, არა, არაფერი მომიგონია. მაშინ გრძნობა იყო და ძალიან ძლიერიც – არაჩვეულებრივი, შესანიშნავი და ფანტასტიკური. მსგავსი ჯადოსნობა ჩემს თავზე არასდროს გამომიცდია. ყოველი დღე წინას ჯობდა. გათენება მიხაროდა. მაშინ დარწმუნებული ვიყავი, რომ სიცოცხლის ბოლომდე ასე გაგრძელდებოდა. რა ემართებათ ადამიანებს? რატომ იცვლებიან? რატომ ვნებენ საკუთარ თავს და იმ სიხარულს, რაც ბედნიერებას ანიჭებთ...
– იქნებ, სიყვარული არ გვაძლევს საშუალებას, დავინახოთ ადამიანის რეალური სახე, მერე კი, როცა სიყვარული გადის, აღმოაჩენთ, რომ „ის“ არ იყო...
– მეც მანდ ვარ. რატომ უნდა გადიოდეს სიყვარული. თუკი გვიყვარს, ბოლომდე უნდა გვიყვარდეს და ვერასდროს ვნახოთ მისი ნამდვილი სახე. ბევრი მამაკაცი ქორწილის შემდეგ წუწუნებს იმაზე, რომ ცოლი ზღუდავს მათ თავისუფლებას. ან ძველ მეგობრებთან შეხვედრის უფლებას არ აძლევს, უკონტროლებს ხარჯებს, ტელეფონის ზარებს...
– ეს ეჭვია... ეჭვიანობის შედეგია.
– შეიძლება, მაგრამ მე გადავწყვიტე, იდეალური ცოლი ვყოფილიყავი. იმიტომ, რომ მართლა ძალიან მიყვარდა. თანაც, იმედი მქონდა, რომ მიხვდებოდა, როგორ გაუმართლა – ჩემნაირი გაგებული, გონიერი, ჭკვიანი ცოლი რომ შეხვდა. სამწუხაროდ, შევცდი. ვერაფერსაც ვერ მიხვდა ან არ მიხვდა, რაც კიდევ უფრო სამწუხაროა ჩემთვის. ნელ-ნელა, ჩემი ქმრის ხასიათის ის ნიუანსები გამოიკვეთა, რასაც ადრე ვერ ვამჩნევდი. მიკვირს კიდეც, ეს როგორ მოხდა, რანაირად ინიღბებოდა ან მე რატომ ვიყავი ბრმა. ჩემი მოთმინების ფიალა მაშინ აივსო, როცა თავისი უშნო და ყოვლად დამამცირებელი ხუმრობებით ზღვარს გადავიდა.
– რას გულისხმობთ ზღვარს გადასულ ხუმრობებში?
– შეურაცხმყოფელ რეპლიკებს და ფრაზებს ჩემი მისამართით, თანაც უცხოების თანდასწრებით. თავისი მეგობრების წინაშე ისეთ რამეს მეტყოდა, რომ ვნადგურდებოდი. არასდროს შევსულვარ მასთან კონფლიქტში ამის გამო. არ მინდოდა, ცეცხლზე ნავთი დამესხა. თან, ვხვდებოდი, რომ არც ჰქონდა აზრი დაპირისპირებას. მაგრამ, ამ დუმილმა ის უარყოფითი შედეგი გამოიღო, რომ ქმარმა საერთოდ არაფრად ჩამაგდო. როცა ეს სრულად ვიგრძენი, იმასაც მივხვდი, რომ გრძნობა გაქრა. ჯერ გავცოფდი, როგორ აგიხსნათ, არ ვიცი. საზიზღარი განცდა იყო. წარმოიდგინეთ, უცებ რომ აღმოაჩინოთ, რომ წლების განმავლობაში სიცრუეში, ტყუილში გიცხოვრიათ.
– თუმცა, ქმარს მაინც არ გაშორდით.
– არა. ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, რომ გაშორებას აზრი არა აქვს. მარტო იმიტომ არა, რომ საყოფაცხოვრებო პრობლემები გამიჩნდება, რაც ახლა არ მაქვს. ჩემს ქმარს კარგი შემოსავალი აქვს და არც ძუნწია. შეიძლება, ვუყვარვარ კიდეც, მაგრამ ამას ძალიან უცნაურად გამოხატავს. ისეთი საზიზღარი, უკაცრავად, ამას რომ ვამბობ, ვირული ხუმრობები აქვს, ნერვები მაწყდება. ზოგჯერ მინდა, რაღაც ჩავცხო.
– ადამიანები მეტს იმსახურებენ – თქვენც, თქვენი ქმარიც... აჯობებთ, გაშორდეთ და სხვა პარტნიორი მოძებნოთ.
– არა. აღარ მხიბლავს ექსპერიმენტები. ვცხოვრობ საკუთარი სიამოვნებისა და კომფორტისთვის ქმართან, რომელიც არ მიყვარს. ამას როგორ ვახერხებ? ვყიდულობ ჩემთვის ძვირფას ტანსაცმელს, ნივთებს, დავდივარ მეგობრებთან ერთად მხიარულ ადგილებში, ვმოგზაურობ. ბედნიერება მარტო ის არ არის, რომ კაცი გიყვარდეს. ყველაფრის კომპენსაცია შეიძლება. მე ვთამაშობ სიყვარულს, რომ ჩემი ქმარი არ მიხვდეს, რას ვგრძნობ, რეალურად მის მიმართ.
– რისთვის?
– იმიტომ რომ, ოჯახი მქონდეს. ოჯახი საჭიროა. ქმარი აღარ მიყვარს, მაგრამ ის მაინც ყველაზე ახლობელია და არ მესმის, რატომ უნდა დავკარგო, იქნებ სიყვარული ისევ დამიბრუნდეს?! ეს ხომ შესაძლებელია. ყოველ შემთხვევაში, გამორიცხვა არაფრის შეიძლება. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ჩემსავით ბევრი ქალი ცხოვრობს. ნამდვილად არ ვარ უბედური. პირიქით, ბევრ სხვაზე კარგად და კომფორტულად ვგრძნობ თავს.

скачать dle 11.3