კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ქონება და რომელი სააქციო საზოგადოებების აქციები დააგროვა პრეზიდენტის ადმინისტრაციის საფინანსო დეპარტამენტის უფროსმა ჩინოვნიკობის 16 წელიწადში #51

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საფინანსო დეპარტამენტის უფროსი თამარ გოდერძიშვილი 1964 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო (თავდაპირველად ეკონომიკის, მოგვიანებით კი – იურიდიულ ფაკულტეტზე). მისი შრომითი საქმიანობა 1987 წლიდან დაწყებულა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, სადაც 1996 წლამდე იმუშავა: ჯერ – ეკონომისტად, ბოლოს – სამმართველოს უფროსის მოადგილედ. 1996-1999 წლებში კი ფინანსთა მინისტრის მოადგილეც გახდა, 1999-2007 წლებში – საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის წევრი და თავმჯდომარის მოადგილე იყო (2005-2007 წლებში კომისიის თავმჯდომარის მოვალეობასაც ასრულებდა) 2008 წელს კერძო სექტორში გადაინაცვლა  და 2012 წლამდე სხვადასხვა კერძო კომპანიის ფინანსურ მრჩევლად მუშაობდა. 2012 წელს სსიპ საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. ხოლო 2014 წლის 20 მარტიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საფინანსო დეპარტამენტის უფროსია.
რაკი თამარ გოდერძიშვილმა სამი ხელისუფლის მმართველობისას მოასწრო ჩინოვნიკობა, მის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 1999 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ. იმხანად მის ერთადერთ უძრავ ქონებას შეადგენდა საცხოვრებელი ბინა თბილისში, რომელსაც დასთან ერთად ფლობდა. ასევე, ფლობდა აქციებს (რისას, მითითებული არ არის) – 9 032-ს (13 205 აშშ დოლარის ეკვივალენტის ღირებულებისას) და 942-ს (1 377 აშშ დოლარის ეკვივალენტის ღირებულებისას). დეკლარაციის შევსების მომენტში, ანუ 1999 წელს ნაღდი ფულიც ჰქონდა: 3 700 აშშ დოლარი და 2 800 ლარი. რაც შეეხება შემოსავალს: 1998 წლის განმავლობაში, როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, 5 700 ლარი აიღო.
თამარ გოდერძიშვილის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2016 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის საფინანსო დეპარტამენტის უფროსმა და ოჯახის წევრად მიუთითა დედა.
თამარ გოდერძიშვილის საკუთრებაა ბინა თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე (71,71 კვ. მ.), ავტოფარეხი (20.38 კვ. მ.), სარდაფი (46 კვ. მ.) და მიწის ნაკვეთი თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე (11,40 კვ. მ.).
ამას გარდა, თამარ გოდერძიშვილს კვლავ აქვს სს „დარიალის” 13 205 აქცია (თითოეული ღირებულებაა 1,46 აშშ დოლარი), სს „საქსათბობმშენის” 1 377 აქცია (თითოეულის ღირებულება 1,46 აშშ დოლარია) და დაუმატებია სს „ჯორჯიან ტრანზიოლინვესტის” 18 აქცია (თითოეულის ღირებულება 1 აშშ დოლარი). ამასთან, აქვს სამი ანაბარი, რომლებზეც, შესაბამისად, ინახავს: 5 420 ლარს, 12 120 ლარსა და 1 600 აშშ დოლარს.
ასევე, ნაღდი ფულიც ჰქონდა დეკლარაციის შევსების მომენტში: 3 720 ევრო, 1 680 აშშ დოლარი და 3 750 ლარი.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2015 წლის განმავლობაში, როგორც პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტის ლექტორმა, 5 693 ლარი მიიღო, როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საფინანსო დეპარტამენტის უფროსმა, 64 000 ლარი.

скачать dle 11.3