კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მუქთამჭამელები?! #51

ანუ ყველას ერგო თითო ლუკმა

 გასულ კვირას სასიხარულო ამბავი შევიტყვეთ: კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მქონე 20-მა პარტიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნოემბრის თვის დაფინანსება უკვე მიიღო! ცესკომ მოიბოდიშა, ცოტა დავაგვიანეთ, მაგრამ მომავალ წელს წუთითაც არ გადავუცილებთო.
აქამომდე, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონით, საბიუჯეტო დაფინანსებას 11 პარტია იღებდა (საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 11-ვემ შეინარჩუნა! ესენია: „ქართული ოცნება“, „კონსერვატორები“, „მრეწველები“, „რესპუბლიკელები“, „თავისუფალი დემოკრატები“, „ეროვნული ფორუმი“, „ნაციონალები“, „ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“, „პატრიოტთა ალიანსი“ და „ლეიბორისტები“).
საგულისხმო ისაა, რომ დაფინანსების მისაღებად ბარიერის გადალახვა, სულაც არაა საჭირო, ხმების 3 პროცენტის დაგროვებაც საკმარისია.
დამატებულ 9-ს შორის არიან, „პატრიოტთა ალიანსთან“ ბლოკში მყოფნი: „ტრადიციონალისტები“, „თავისუფალი საქართველო“, „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“, „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ და „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“, ასევე, ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიულ მოძრაობაში“ შემავალი „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ და „ნაციონალებთან“ ბლოკში მყოფი „ევროპული საქართველო“, პაატა ბურჭულაძის (რომელმაც პოლიტიკური სცენა მიატოვა და კვლავ საოპეროს დაუბრუნდა) „სახელწიფო ხალხისთვის“ და მასთან გაერთიანებული გიორგი ვაშაძის „ახალი საქართველო“.
საერთო ჯამში, მათი რჩენა, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, წელიწადში 10 მილიონამდე დაგვიჯდება (მეორე მხრივ, მეტიც ეკუთვნით, რაც ისინი წინასაარჩვენოდ ლაპარაკით მოიღალნენ). თუ ამ თანხას ხელისუფლების ყველა შტოს შენახვის ხარჯებსაც დავუმატებთ, ჩვენი ჯიბეები კიდევ კარგ ჭკუაზე ბრძანდებიან.

скачать dle 11.3