კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ტვინშექცეულები #51

ჩვენი ჭირი – ღობეს ჩხირი?!

 სანამ ჩვენ იმას ვარკვევდით, რას ნიშნავს „ბღუჯა“ და, უფრო მეტიც, „გაჟრიალება“ უცენზურო და შეურაცხმყოფელი სიტყვა გვეგონა, იმის პარალელურად, რომ ლარის გაუფასურების შიშს ლარისა და ხელისუფლების ლანძღვაში ვკლავდით (და სულ დაგვავიწყდა, რომ „შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობა“), ახლო აღმოსავლეთში ისეთი ამბები დატრიალდა, რომ სატელიტი არათუ მოკავშირეს, თვით სტრატეგიულ მოკავშირესაც არ აიყვანდა ხელში.
თუმცა ყველაზე სავალალო ის არის, რომ ამ მნიშვნელოვანმა გეოპოლიტიკურმა ამბავმა (რომელიც უკვე რამდენიმე წელია, გრძელდება, ოღონდ ჩვენ მაინც „ბღუჯაზე“ ქილიკით ტვინის შექცევა გვირჩევნია ან იმით, ვინ, სად და როდის გაიხადა) ემოციური ასპექტის გამო მიიპყრო ჩვენი ყურადღება (დაღუპული სირიელი ბავშვების გამო), იმდენადაც კი, რომ მხარდამჭერი აქციაც მოეწყო (თუმცა ახლო აღმოსავლეთში ეს არც ბავშვების და არც, ზოგადად, მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის პირველი შემთხვევაა).
იმის გათვალისწინებით, რომ ახლო აღმოსავლეთის სასაკლაო კარგა ხანია, გრძელდება და მხარეები, ძირითადად, საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნების მიღწევას ცდილობენ და არა – პრობლემის გადაჭრას. როგორც ჩანს, ჩვენ კვლავ გულუბრყვილოდ გვჯერა, რომ ცივილიზებული სამყარო ფეხმარდ რაშზე ამხედრებული სამართლიანი რაინდია მჩაგვრელთა წინააღმდეგ მებრძოლი.
იმას გარდა, რომ არც დიდი ლიახვის ხეობის აგერ ახლახან მიწასთან გასწორებული ქართული სოფლების გამო გვაწყენდა აქციების მოწყობა და არც აფხაზეთში მძევლებად ჩარჩენილ ჩვენს თანამოქალაქეებს აწყენდათ ჩვენი სოლიდარობა. –

скачать dle 11.3