კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად დაინახა პირველად ქალის მკერდი დათო ფორჩხიძემ და რას არ გაჰკარებია ის 16 წლის განმავლობაში #50

ცოტა ხნის წინ დათო ფორჩხიძე ერთ-ერთი კომპანიის სარეკლამო სახე გახდა, რომლის რეკლამებიც სხვადასხვა ტელევიზიით ხშირად ტრიალებს. ამან ზოგი გააღიზიანა, ზოგი გააბრაზა და ზოგსაც, უბრალოდ, ხუმრობის საშუალება მიეცა.
დათო ფორჩხიძე: ვიცი, რომ ჩემისთანა ადამიანისთვის ტელევიზიაში გამოჩენა მნიშვნელოვანია, მაგრამ ის, რაც ჩემს სულს, გულს უნდა, ეს ახალი მუსიკის კეთებაა. თან, ბევრი ახალი ინფორმაცია, ცოდნა შევიძინე. შემიძლია, ვაკეთო არსებითად განსხვავებული მუსიკა. მე ამით გამოვჩნდი და ეს არის ჩემთვის მთავარი. უბრალოდ, ნიჭიდან გამომდინარე, სხვა თვისებებიც შევიძინე, თუნდაც ის, რითაც დღეს ტელევიზიით ვჩანვარ და არ არის ჩემი საქმე. მინდა, ვაკეთო ისეთი საავტორო მუსიკა, რომელიც იყო, არის და იქნება მომავალშიც. ამისთვის მხოლოდ ნიჭი არ არის საკმარისი. ამისთვის საჭიროა დიდი ტექნიკური ბაზა, რადგან ყველაფერი წინ მიდის. მეც, ნელ-ნელა ვაგროვებდი ამ შესაძლებლობებს და დღეს, რომ ვუსმენ იმას, რასაც ვაკეთებ – სამუშაო ვერსიებს ვადარებ, მომწონს. „სახეც” იმიტომ მომწონდა, რომ 2-3 დღით ჩამორჩებოდა „2 ფაქს”, „ბოის თუ მენს”, მთლად ისეთი არ იყო, მაგრამ მაინც.
– მაშინ საკმაოდ რთული დრო იყო.
– ადვილი არ არსებობს. თუმცა, მაშინ ბევრი რამ უფრო იოლი იყო. 90-იან წლებში რუსეთში რომ მოვხვდი რაღაც კონკურსზე, ვიმღერე ისე, როგორც დღეს ჩემი ბავშვები მღერიან. ახლაც ცნობილი რუსი მომღერლები, პოპ-დივები ერთმანეთს ურეკავდნენ: მოდით, მოუსმინეთ, რას მღერის, რას აკეთებსო. ახლა ასეთი ბევრია, მაგრამ მაშინ თუ იქნებოდი ორიგინალური და განსხვავებული. ეს იმდენად მაგარი იყო, რომ შეიძლება, 300 მილიონში 5 ყოფილიყო შენნაირი. ახლა კი, როგორიც ვიყავი მაშინ, ძალიან ბევრს ვიპოვი. ხელოვნებას აქვს მთავარი პლუსი – იქ შეგიძლია გარისკო. შენ შეიძლება, ყოფილიყავი გალაკტიონ ტაბიძე და ყოველდღე „მერი” ვერ დაგეწერა, მაგრამ ამის უფლება გქონდა. 5-6-ს თუ წერდი კარგს, იქ ძალიან ბევრ ცუდსაც წერდი. ახლა მომღერალი ცდილობს, გააკეთოს ერთი სიმღერა, თან სევდიანი, თან საცეკვაო, თან საზეიმო, ყველაფერი გაგახსენოს... მე ერთი სიმღერა „თოვლზე”, რომ დავწერე, მეორე „სექსზე” დავწერე, მესამე – „ზღვაზე”...
– ახლა სექსზე სიმღერა რომ დაწერო, შენი აზრით, რა რეაქცია მოჰყვება?
– ახლა ვერ დაწერ სექსზე სიმღერას – დაგცინებენ, ან კიდევ არ ვიცი, რას გიზამენ. მაშინ აზროვნებაში უფრო მეტი თავისუფლება იყო, ახლა ცოტა შევიზღუდეთ აზროვნებაში. ახალ თაობას ვერ აუხსნი, რომ 70-იან წლებში ჩვენს მშობლებს – დედებს, კომუნისტურ, შლაქსების პერიოდში, როცა იყო ჰიპობა, გამომწვევად მოკლე კაბები ეცვათ. დღეს ვიღაც ეკრანზე მკერდს გამოაჩენს და წერენ, ამბობენ: პირველად საქართველოშიო... პირველად ქალის მკერდი „მაცი ხვიტიაში” დავინახე. თუ ვინმეს არ სჯერა, გადაახვიოს და ნახოს. არ არის ასე: პირველად საქართველოში, პირველად საქართველოში... პირველად საქართველოში ასეთი რაღაცეები დაიწყო აიეტის და  მედეას დროს, კოლხეთში.
– იმ პერიოდში ბევრი საცდურიც იყო. ახალგაზდობის გარკვეული ნაწილი ნარკოტიკებმა დაღუპა. შენ როგორ შეძელი, რომ ამ გზას თავი აარიდე?
– ჩემს დროს ის პრობლემები იყო, რომ ბევრი კრიმინალი, უკანონობა ხდებოდა. ჩემი თაობა, დღეს უკვე მშობლები არიან. ბევრი რამ გადალახეს მათ და ბევრსაც აერია გზა. თუმცა, უმრავლესობას - არა. ისინი ახლა სხვა გამოცდილებით არიან და ცდილობენ, შვილები სხვანაირად გაზარდონ. აირია ქვეყანა და ჩვენ ვერაფერს ვიზამდით. მიზანმა, რომლის გამოც იმ მომენტში არაადეკვატურად, ზოგჯერ გიჟადაც გამოვიყურებოდი, ჩემს ტვინს არ მისცა საშუალება, ასეთ რაღაცეებზე ეფიქრა. მიზანი არის ის, რაც ადამიანს არა მხოლოდ წინ წასწევს, ცუდ რაღაცეებსაც აარიდებს.
– დღეს ხშირად საუბრობენ მარიხუანის დეკრიმინალიზაციაზე. როგორია შენი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი?
– ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც თანახმა იყო მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე. ლეგალიზაციის საკითხს რაც შეეხება, ამაზე ჯერ სერიოზულად არ მიფიქრია. ყველა ჩემი მეგობრისთვის, ვისთან ერთადაც ამ მოძრაობაში ვიყავი, როცა იმის რეკლამირებას იწყებდნენ, რომ ეს არის კეთილი ბუჩქი, ყველანაირად ვცდილობდი ამეფარებინა ხელი: ნუ ლაპარაკობთ ასე-მეთქი. ჩემი პირველი მიმართვა რომ ჩავწერე, ასეთი რამ ვთქვი: არ შეიძლება, არა მხოლოდ მარიხუანის, არამედ ყველაზე მძიმე ნარკოტიკის გამოც ადამიანის ციხეში ჩასმა. ის უნდა მოვარჩინოთ. ის ამით დაავადებულია და არა – კრიმინალი. სხვა საკითხია, როცა ადამიანი ნარკოტიკების გამსაღებელია. მე თვითონ ამ ნარკოტიკს არ ვიღებ. მოწევით როგორც ყველას, მეც მომიწევია. მაგრამ, ძალიან დიდი სტაჟი მაქვს იმის, რაც მარიხუანას და სხვა ნარკოტიკს არ გავკარებივარ. დაახლოებით  16 წელი, ანუ 2000 წლის მერე საერთოდ არ გავკარებივარ.
– მაშინ როგორ მიიღე ეს გადაწყვეტილება?
– ჩემს წრეში ყველა ამას აკეთებდა, მაგრამ მე არ მომეწონა. ჩემთვის ისიც ლეგენდაა, რომ ბობ მარლი სულ ასეთ მდგომარეობაში ქმნიდა მუსიკას. ყველას ვეუბნები, რომ არ მიიღონ ნარკოტიკები. სპორტით დაკავდით, მუსიკით, სექსით და სხვა ყველაფრით, ოღონდ იყავით ჯანმრთელები. არ მოწიოთ მარიხუანა და არ გაეკაროთ ნარკოტიკებს – ეს არის ჩემი მოწოდება ახალგაზრდა თაობის მიმართ. ჩემ ტოლებს და ჩემზე დიდებს მე ჭკუას ვერ ვასწავლი. მე არ ვარ ჩასაფრებულის პოზიციაში, მაგრამ სახელმწიფოს ვეუბნები, რაც უნდა გადადოს ამ კანონის მიღება, მაინც – მოუწევს. ბევრი რამ არის საჭირო, რომ პირველი ეტაპი მტკივნეული არ იყოს. ვიცი, ეს არ არის ადვილი, მაგრამ უნდა, მოემზადონ. ერთი რამ გასათვალისწინებელია, დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს, მაგრამ არც ისე, რომ ვიძახოთ: მარიხუანა „კეთილი ბუჩქიაო”. ვინც ამას ამბობს, თავად უკვე გაშიფრულია, რომ უნდა, უდარდელად მიიღოს ეს ნარკოტიკი. მე კი ეს არ მომწონს. გულზე ხელს დავიდებ, ბიბლიაზე, კონსტიტუციაზე დავიფიცებ, რომ არ ვარ მომხმარებელი და არ მინდა. მაგრამ, რომ ვხედავ, ახალგაზრდა ბიჭმა მოწია მარიხუანა და 7 წელი ციხეში ჩასვეს, დაენგრა ცხოვრება, ამას ვერ გავამართლებ.
– წლების წინ სხვა ნარკოტიკი მოგიხმარია?
– პატარა ბიჭს არ ესაუბრებით. პატარა ბიჭი ყველაფერ ასეთს ერიდებოდა. გარკვეული შიში ჰქონდა და ალბათ, ჭკუაც აღმომაჩნდა. ჩემს მეგობრებს, ჩემს მეზობლებს რომ ვუყურებდი, ამის გამო რა ემართებოდათ, ეს ძალიან მაშინებდა. მე გამოვდექი ჭკვიანი, ვინც სხვის შეცდომებზე ისწავლა. წინა კაცი უკანას ხიდიაო – ამ საკითხში ეს გამოთქმა გამართლდა.
– ბოლო დრო ტელევიზიით ტრიალებს რეკლამები, სადაც შენ ხარ. შენმა გამოჩენამ ამ სარეკლამო რგოლებში ხალხის უკმაყოფილება გამოიწვია. ბევრი გაკრიტიკებდა, სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა სხვადასხვა ფოტო, სადაც ზოგი ხუმრობდა, ზოგი გაკრიტიკებდა.
– ეს  ერთწლიანი კონტრაქტია. ამაზე ვიფიქრე და მერე დავთანხმდი. ამ კომპანიამ, რომელზეც მოთხოვნა დღეს არის საქართველოში და ხალხს სჭირდება, მითხრა: შენ თუ შეგიძლია, უბრალოდ, მოუყევი, ხალხს ჩვენ რას ვთავაზობთო. თორემ, მე მათ პოლიტიკასთან, საქმიანობასთან შეხება რომ არ მაქვს, ამას ოდნავ მოაზროვნე ადამიანიც უნდა მიხვდეს. პროფესიონალი, ცნობილი ადამიანი ვარ, რომელმაც ეს შემოსავლისა და მატერიალური ანაზღაურებისთვის გამოიყენა. ბევრს ჰგონია, რომ კოლოსალურ თანხაზეა საუბარი, მაგრამ ასე არ არის. არ მინდა, ვიწუწუნო, თავი შევაცოდო ხალხს, მაგრამ ხომ ხედავთ, ერთი საახალწლო კონცერტია, სადაც არცთუ ისე დიდ ჰონორარს იხდიან და 80 მომღერალი გიჟდება, სკდება: გამოგვიყვანეთ, გამოგვიყვანეთო. ესე იგი, ამ ხალხს ფული არ აქვს. რატომ გგონიათ, რომ რადგან ცნობილები ვართ, ფული თავზე გადაგვდის. ჩვენც ვარჩენთ ოჯახებს, ყოველდღიური ამბები გვაქვს. სად გინახავთ ჩვენი ვილები, დაქირავებული ვერტმფრენები, ყოველდღიური ვოიაჟები მონაკოში? ვინ ბრაზდება ამ ყველაფერზე, ვინც მოიხმარს ხომ?! მე გამოვიტანე ერთ-ერთი ბანკიდან 10 ათასი დოლარი და საბოლოო ჯამში, 5 წელიწადში 21 ათასი დოლარი გადავიხადე. არადა უფრო ნაკლები უნდა დამებრუნებინა. მაგრამ, მე მაშინ ეს მჭირდებოდა. არავის ვურჩევ, რომ ეს გააკეთოს, მაგრამ გვჭირდება. უკეთესია, თუ არ დასჭირდება ეს ხალხს და იმხელა შემოსავალი გვექნება, რომ გვეყოფა. მაგრამ, არ არის ასე. სიმართლე გითხრათ, ჩემი სურვილია, ყველას აჩუქონ, ვაკეთებდე იმ კომპანიიას რეკლამას, რომელიც ხალხს ეუბნება: გაჩუქებთო, – ყველას შევუყვარდები. მაგრამ, რომ დავფიქრდეთ. არც ეს არის კარგი. რაც შეეხება უაყოფით რეაქციებს, რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო. „ფეისბუქზე” რამდენიმე ადამიანმა რომ მომიხსენია ცუდად, ჩემი მეგობრები მიცავდნენ. მთელი ერი დამცინოდა: „მე რა სესხი ვარ”, „ძლივს სამსახური ვიშოვე”... ბევრი უცნობი ადამიანი წერდა: დათო, ჩვენი ძმა ხარ, არ გეწყინოსო. პროექტში ყოფნისასაც კარგა გემრიელად გამლანძღეს, გამომთათხეს, მაგინეს, მაგრამ რა გავაკეთო? მთავარია, მე არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უბედურებას ვგულშემატკივრობ. არ მაქვს იმის განცდა, რომ ვიღაცას ვღუპავ, საქმეს ვუფუჭებ.
– რა პერიოდი გახსენდება, ყველაზე რთულად?
– რომელ დროშიც არ დავბრუნდები, ეს არის სკოლა – არ მინდა. სტუდენტობიდან აქამდე ლოტოტრონს ვითამაშებდი. სკოლაში დაბრუნება და თვითდამკვიდრება, თან იმ სკოლებში, როგორიც ახლაა, ნამდვილად არ მინდა. „აიფონ 7-ის” ეპოქაში სკოლაში დაბრუნება არ მინდა, რადგან, თუ „აიფონ 7” არ მექნება, დავიღუპები. დღეს სკოლაში თავის გამოჩენის ერთადერთი საშუალება „აიფონ 7-ია”, სხვა არაფერი. თუ კარგად ისწავლი, მაშინ კლასელები „სწავლულას” დაგიძახებენ და დაგცინებენ.

скачать dle 11.3