ბესო ბერულაშვილის ანეკდოტები #50
გურული ბავშვი ბებიას ეკითხება:
– ბებო, გათხოვება გირჩევნია თუ ჩურჩხელა?
– სა მაქ ნენა, ჩურჩხელას კბილები.
***
ქუთაისელი გასძახებს ცოლს:
– ზინა! ქალო, კედელზე ლურსმანი უნდა მივაჭედო და სად წეიღე ჩაქუჩი?
– ჩაქუჩი კარადაშია და მანდვე დევს იოდი და ბამბა.
***
მარო შესჩივის მიხოს:
– მიხოვ, დავიღალე, კაცო, ამდენი აბორტის გაკეთებით. სპირალი უნდა ჩავიდგა, გადავწყვიტე.
– იცი რას გეტყვი, დედაკაცო? ე მანდ, მე არაფერი დამეწვას და თუ გინდა ბუხარი ჩაიდგი!
***
შარიანი მეგრელი ქალი ავიდა მარშუტკაში და გაკაპასებული დაეტაკა მამაკაცს:
– რა არის, შე უნამუსო? ამხელა ქალი ამოვედი და ადგილი არ უნდა დამითმო?
– მე, მძღოლი ვარ, ქალბატონო.
***
გოგო: ძვირფასო, რა არის წუთისოფელი?
– ბიჭი: ჩემი ..ლე!
– მართალი ხარ. წუთისოფელი მოკლეა.
***
– მანანა, გამიღე კარები, თორემ ბავშვებს გავაღვიძებ!
– სად გვყავს ბავშვები?
– გააღე და გვეყოლება.
***
მეგრელი ტაქსიდან გადმოვიდა და დაიწყო ჯიბეების ქექვა. თან ბუტბუტებს:
– სად წავიდა, კაცო, საფულე, ალბათ, ტაქსიში დამივარდა.
ტაქსისტმა მიაჭირა გაზს ფეხი და გავარდა. მეგრელს ჩაეცინა და ჩაილაპარაკა:
– უყურე, გაჭრა როლანდიას დარიგებამ.
***
რაჭველი მიაქვს რიონს. ხან ერთ ნაპირას მიანარცხა, ხან მეორეს. რაჭველი გაბრაზდა:
– რას მარტყმევინებ თავს, ქვე შენიჭირიმე, აქეთ-იქით, არ მოგყვები თუ?
***
ვაკელი ტიპი ყვება:
– აუ, ბიჭო, ჩემი მეზობელი ისეთი მსუქანია, ლოგინიდან ორივე მხარეს გადმოვარდა.
– საჯდომი არ გინახავს ჯერ შენ.
***
სვანეთში ასფალტის დაგება დაიწყეს და სვანებმა საჩივარი შეიტანეს სასამართლოში – ჩვენ სადღა ვიაროთო.
***
– გათხოვდი?
– კი, მაგრამ..
– რა მაგრამ?
– ველოდებოდი პრინცს თეთრი რაშით და მოვიდა – შრეკი ვირით.
***
მეგრელმა ოქროს თევზი დაიჭირა და ფიქრობს რა უთხრას. უცბად, თევზი ეკითხება:
– მეგრელი ხარ?
– კი.
– შემწვი!!!
***
ჩინელი სტუმრადაა გურულთან. გურულმა კითხა:
– რა გქვია, ბიძია, შენ?
– საგავა კუო.
– მაგიზა თუ ჩამოი, გადი ეგერ ბალკონზე.
***
განცხადება გაზეთში: „ვარ 35 წლის. ისეთი გაჭირვებული, რომ გავიცნობდი ისეთ ქალს „ლიჟბი“ სუნთქავდეს“.
***
– ვინაა ეს მახინჯი ქალი, კაკოია?
– ჩემი ცოლია.
– უი, ბოდიში, მივქარე.
– შენ არა, მე მივქარე.