ბრძნული აზრები #50
გოეთე: ყოველი ჩვენგანი მხოლოდ იმ გრძნობებს ვიგებთ, რაც თავად შეგვიძლია.
ჰემინგუეი: უმჯობესია, იდეოლოგია არ გქონდეს, ვიდრე სამსახური.
მენანდრე: რაც ვბერდები, მით მეტად აღარ მჯერა, რომ სიბრძნე წლებთან ერთად მოდის.
მანუელი: ყველას შეუძლია, ისე იცხოვროს, როგორც უნდა. არადა, უნდა იცხოვრო ისე, როგორც საჭიროა.
დიდრო: შენი გაკეთებული საქმენი ისეთი უნდა იყოს, მათი გახსენება სიამოვნებას პატივსაცემ ასაკშიც რომ მოგგვრის.
მანი: არაფერია ცხოვრებაზე უფრო არაჰიგიენური.
ჟვანეცკი: მე სულაც არ მაღელვებს, რომ ბაბუა ვარ, ცუდი მხოლოდ ისაა, რომ ჩემი ცოლია ბებია.
მოპასანი: თუ შეგიძლია შენი ცხოვრებით ტკბობა – ესე იგი, ორჯერ ცხოვრობ.
მორო: ბევრი ადამიანი ღმერთს ისე უყურებს, როგორც მოსამსახურეს, რომელიც მის მაგივრად ყველა ჭუჭყიან საქმეს აკეთებს.
ლაბრიუერი: სიკვდილის შემდგომი სიცოცხლე – იმედის ყველაზე გავრცელებული და ყველაზე საზიანო სიმბოლოა.
ჰეინი: სამყარო ჩემი სამშობლო და ხალხია, კეთილი საქმეები კი – ჩემი რელიგია.
ეშენბახი: ადამიანების სწრაფვა, შეამციროს ბოროტება, ახალ ბოროტებას ბადებს.
ლაისტი: რკინის ლოგიკა მისი არარსებობაა.
აგაფონი: წარსულის შეცვლა ღმერთებსაც კი არ ძალუძთ.
აკვინული: წაკითხული წიგნი შენი კაპიტალია. აზრი კი, რომელიც შენში გაჩნდება – მისი პროცენტული დანამატი.
არისტოტელე: მუსიკა აკეთილშობილებს გემოვნებას.
ანდერსენი: ყველას აუცილებლად აქვს რაღაც ნიჭი, თუნდაც იყოს კარგი მეგობარი.
კანტი: ბედნიერება ეს არის ძლიერი ჯანმრთელობა და სუსტი მეხსიერება.
კაფკა: არიან ქალები, რომლებიც არავის უყვარს, მაგრამ ყველა მათზეა შეყვარებული და არიან ქალები, რომლებიც ყველას უყვარს, მაგრამ მათზე შეყვარებული არავინაა.
მოპასანი: მამაკაცი იმდენად ახალგაზრდაა, რამდენადაც მას ქალი გრძნობს.