კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა მიხვდეს ცოლი, რომ ქმრის ცხოვრებაში სხვა ქალი გამოჩნდა #50

ქმარმა გიღალატათ? არ არის საჭირო მის საყვარელს თმაში სწვდეთ და იატაკზე ათრიოთ. ეს არაფერს მოგცემთ. ვერც ქმართან გამოასწორებთ ურთიერთობას და საკუთარ თავსაც ღირსებას შეულახავთ. არც მუქარა და მასთან სახლში მივარდნაა გონივრული საქციელი. გასაგებია, რომ მეტად მტკივნეული და დამანგრეველი ფაქტია, მაგრამ მოღალატეს მისივე მეთოდებით არ უნდა ებრძოლო. არც იმას გირჩევთ, მთელი ქვეყანა შეუყაროთ, სანამ ქმართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ მიიღებთ. ემოციები ჩაცხრება და შეიძლება, ძალიან ინანოთ.

 მარიტა (31 წლის): მე და ჩემი ქმარი საკმაოდ ბედნიერად ვცხოვრობდით. არცთუ დიდი ხნის „სტაჟი“ ჰქონდა ჩვენს ურთიერთობას, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ერთმანეთი ვიპოვეთ... ბრმად და უსაზღვროდ ვენდობოდი, როგორც საკუთარ თავს. ვერ ვხვდებოდი, რომ შეცდომას ვუშვებდი.
– ანუ, ქმარს არ უნდა ენდო?
– ჰო. არ უნდა ენდო და არ უნდა მოდუნდე. ეგრევე ინანებ. მე არ მივეკუთვნები იმ ქალთა კატეგორიას, რომ ამტკიცებენ, კაცები უმადური არსებები არიან და მათი შეყვარება არ შეიძლებაო. მაგრამ, კაცებს სხვა პრობლემა აქვთ – ძალიან სუსტები არიან, მით უმეტეს, როცა საქმე ქალს ეხება.
– იმის თქმა გინდათ, რომ, როცა კაცი ღალატობს, ამაში დამნაშავე სხვა ქალია?
– დიდწილად – კი. ქალი თუ გადაწყვეტს და მოინდომებს, რომელი კაცი დაუდგება წინ და წინააღმდეგობას გაუწევს? თქვენ იცნობთ ასეთ კაცს? მე – არა. ჩემი ქმარი არ არის ცუდი ადამიანი. არც უსინდისოა და არც ნაძირალა. მე არ შემიძლია, ის მძულდეს. ვერც მონსტრად წარმოვაჩენ. ერთი სუსტი მამაკაცია, რომელმაც ხასიათის სიმტკიცე და პრინციპულობა ვერ გამოიჩინა. თავისებურად ცდილობდა პრობლემის მოგვარებას, მაგრამ ვერ მოახერხა. იცით, როგორ იგებენ ქალები, როცა მათი ქმრის ცხოვრებაში სხვა ქალი ჩნდება?
– ალბათ, რამდენიმე ვერსია არსებობს.
– დიახ. ზოგჯერ კეთილის მსურველები გამოჩნდებიან ხოლმე, რომლებსაც შენზე ძალიან „უნდათ“, ოჯახი გადაგირჩინონ. ჩემს ერთ დაქალს, მაგალითად, საშინელი რაღაც დაემართა – მეგობრებმა უცებ დაურეკეს და კაფეში დაპატიჟეს. ქმარი საქმიან შეხვედრაზე ეგულებოდა, ამიტომ აღარ დაურეკა. წავიდა კაფეში და ვინ ნახა იქ? – თავისი ძვირფასი ქმარი. ბედნიერი იჯდა ვიღაც ნაშასთან ერთად. თვალებში შესციცინებდა და ისე იყო გართული, ცოლი არც შეუნიშნავს. არ მოვყვები, რა მოხდა იმ კაფეში.
 – ალბათ, მთელი ჯავრი საყვარელზე იყარა, ასეა?
– ორივეს მაგრად მოხვდა. მაშინ ჩემი დაქალი ძალიან შემეცოდა, თანავუგრძნობდი. ვეუბნებოდი, არ ეპატიებინა მოღალატისთვის. როგორ წარმოვიდგენდი, რომ მეც აღმოვჩნდებოდი მის მდგომარეობაში. თანაც, ძალიან მალე. რა საშინელება ყოფილა. სანამ საკუთარ თავზე არ გამოვცადე, ბოლომდე გაცნობიერება ვერ შევძელი. სიმშვიდეს ბოლო მოეღო. არადა, მე  და ჩემს ქმარს ყველაფერი კარგად გვქონდა – ძალიან კარგადაც კი. ერთადერთი, რაზეც ვკამათობდით, იყო ის, თუ სად გაგვეტარებინა დასვენების დღეები. სხვადასხვა გასართობი მოგვწონდა და ამაზე ვკინკლაობდით. შეთანხმებამდე რომ ვერ მივდიოდით, ვეუბნებოდი: წადი, შენთვის გაერთე და დაისვენე, მე ჩემთვის, გოგოებთან წავალ-მეთქი. ახლა ვფიქრობ, ჩემი მხრიდან ეს შეცდომა იყო. ბოლო პერიოდში მივხვდი, რომ ურთიერთობაში რაღაც ისე ვეღარ იყო. თითქოს, ცოტათი გავცივდით ერთმანეთის მიმართ. ჩემმა ქმარმა მითხრა: აბა, რა გგონია, სწორედ ეს არის სტაბილურობაო... და უცებ, ისეთი სიურპრიზი მომიწყო, კარგა ხანს აღარ მექნება მოსაწყენად საქმე.
– ვერ მიხვდით, რომ ქმარმა ვიღაც გაიჩინა?
– ვერა და ძალიან მეშლება ნერვები საკუთარ თავზე. ჩემი ქმარი ძალიან ორიგინალური მოღალატე აღმოჩნდა. ორი დღით საქმეებზე გაემგზავრა და სახლში აღარ დაბრუნდა. მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით იყო.
– „აღარ დაბრუნდა“ – რას ნიშნავს?
– ის, რომ ლაჩრულად მოიქცა. თვითონ კი არ მითხრა, რომ საყვარელთან გადადიოდა. ჯერ აორთქლდა და მერე თავად ქალბატონი საყვარელი მომიგზავნა საპატიო მისიით. წარმოიდგინეთ, გავაღე კარი და დგას ვიღაც გოგო. მე – ნანერვიულები, ნამტირალევი, ქმრის შესახებ არაფერი ვიცი, მობილურს არ იღებს... ვინ ხარ-მეთქი. თქვენი ქმრის უკანასკნელი და ნამდვილი სიყვარული ვარო... განიცდის, რომ ყველაფერი ასე მოხდა, მაგრამ უნდა, რომ დავქორწინდეთ, აზრი არ აქვს წინააღმდეგობის გაწევას, მიეცით თავისუფლება. უნდა გავუგოთ ერთმანეთს, ჩვენ ხომ ერთი კაცი გვიყვარსო... გავოგნდი. ძალიან მინდოდა, თმაში წამევლო ხელი და მაგრად შემეჯანჯღარებინა, მაგრამ ვერ გავაკეთე ეს. ენაჩავარდნილივით ვუყურებდი. ბოლოს ვკითხე, ჩემთან რატომ მოხვედი-მეთქი. საქმის კურსში რომ ჩამეყენებინეო. არ  ვიცი, სხვა ქალი რას ეტყოდა, ასე უტიფრად მასთან მისულ ქმრის საყვარელს. პრინციპში, რა მნიშვნელობა აქვს. წარსულს ვეღარ დავიბრუნებ. არანაირი კონტაქტი არ მქონია ქმართან სამი თვის განმავლობაში. ყველანაირად ვერიდებოდი მასთან შეხვედრას. ის უტიფარი გოგო რომ გავაგდე, მერე ვცდილობდი, სადმე არ გადავკვეთილიყავი მასთან. ერთ დღეს კი ჩემი ქმარი სახლთან დამხვდა. ბარგშეკრული და დამიწყო ხვეწნა, მეპატიებინა მისთვის. ეს გაგრძელდა ერთი კვირა. ყოველდღე მხვდებოდა და მევედრებოდა. ბოლოს ვიფიქრე, რატომ არ მივცე შანსი და არ დავაბრუნო ჩემს ცხოვრებაში-მეთქი. მესმის, რომ მისი ნდობა უკვე ძალიან რთულია, მაგრამ ხუთი წელი ცოტა არ არის... გრძნობაც მაქვს და მაინც ჩემიანია. მოკლედ, ახლა უფრო ფხიზლად ვიქნები, ვეღარაფერს გამომაპარებს.
– ანუ, მალევე მიხვდებით, თუ მის ცხოვრებაში ისევ გაჩნდება ვინმე?
– დიახ. ახლა უკვე ვიცი, როგორ იქცევა კაცი, როცა მის ცხოვრებაში ვიღაც გამოჩნდება და ცდილობს, ეს ამბავი დამალოს.

скачать dle 11.3