კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„მარინა კორძაძის საადვოკატო კომპანია” და არასამთავრობო ორგანიზაციები სამართლიანობის დასაცავად #50

„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” წევრმა, პროფესიით ეკონომისტმა  და იურისტმა - ქალბატონმა მარინა კორძაძემ, საკუთარი საადვოკატო ოფისი 2010 წელს დააარსა. მას შემდეგ „მარინა კორძაძის საადვოკატო ოფისი” დიდი წარმატებით მუშაობს და არაერთი მნიშვნელოვანი საქმის სამართლიანად გადაწყვეტის ინიციატორი გახდა. გარდა ამისა, მარინა კორძაძე გახლავთ ორი არასამთავრობო ორგანიზაციის („უფლება და თავისუფლება” და „უფლება და თავისუფლება XXI”) დამფუძნებელიც, რომლებიც მუდმივად იკვლევენ ქვეყნისა და საზოგადოებისთვის აქტუალურ პრობლემებს, რისი გასაჯაროების შედეგადაც, არაერთი გახმაურებული საქმის გამოძიება დაიწყო და დამნაშავეთა პასუხისგების საკითხიც დადგა. 
მარინა კორძაძე: წლების წინ   დავამთავრე თსუ-ის ეკონომიკის ფაკულტეტი, ფინანსების და საბანკო საქმის სპეციალობით. შემდეგ იყო ასპირანტურა და შედეგად, გახლავართ ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი. დაახლოებით ოცი წელი  ვმუშაობდი საგადასახადო სამსახურის ცენტრალურ აპარატში. ამ პერიოდში საჭირო გახდა, რომ მიმეღო იურიდიული განათლება და ჩავაბარე უნივერსიტეტში, ამჯერად უკვე სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. ვმოღვაწეობდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, ასოცირებული პროფესორის პოზიციაზე. ამჟამად გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ვარ სამართლის სკოლის დოქტორანტი. მზად მაქვს დისერტაცია, რომელიც ძირითადად საგადასახადო დავების სამართლებრივი წარმოების აქტუალურ საკითხებს ეხება.
– გვიამბეთ თქვენი საადვოკატო საქმიანობის შესახებ.
– დაახლოებით თხუთმეტი წელია, რაც დამოუკიდებელი საადვოკატო საქმიანობით ვარ დაკავებული, საერთო სპეციალიზაციით. შედარებით გვიან დავაარსე „მარინა კორძაძის საადვოკატო კომპანია”. ვმუშაობ საგადასახადო დავებთან დაკავშირებით – ადმინისტრაციული სამართლისა და ეკონომიკურ დანაშაულებებზე, სისხლის სამართლის მიმართულებით. გარდა ამისა, ვიღებ სამოქალაქო საქმეებს სამეწარმეო სამართალთან მიმართებით. ძალიან ბევრი განსაკუთრებული და გახმაურებული საქმის გახსენება შემიძლია. მათი უმრავლესობა საგადასახადო დავებთანაა დაკავშირებული, რომლებსაც ძირითადად, შემოსავლების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს მიმართ წარვმართავ, მაქვს არაერთი დადებითად გადაწყვეტილი საქმე. დავაარსე ორი არასამთავრებო ორგანიზაცია - „უფლება და თავისუფლება” და „უფლება და თავისუფლება XXI”, სადაც, ძირითადად, ვატარებ კვლევებს საზოგადოებისთვის აქტუალურ და პრობლემატურ საქმეებზე.
– რამდენად ეფექტურია თქვენი ორგანიზაციების მუშაობა და რა რეაგირება მოჰყვება თქვენს კვლევებს?
– ჩვენი ძირითადი საქმიანობაა ფაქტებისა და გარემოებების შესწავლა. შემდეგ კი, მისი როგორც ეკონომიკური, ასევე სამართლებრივი ანალიზი. ჩემ მიერ ჩატარებულ კვლევებს უმეტეს შემთხვევაში მოჰყვა ადეკვტური რეაქცია. მაგალითად: ჩვენ დავდეთ კვლევა სამშენებლო კომპანია  „ცენტრ პოინტის” საქმიანობის შესახებ და სწორედ ჩემი კვლევის საფუძველზე დაიწყო მთავარმა პროკურატურამ ამ საქმის  გამოძიება.  გარდა ამისა, არანაკლებ საინტერესო კვლევა ჩავატარეთ ონკოლოგიური საავადმყოფოს გასხვისებასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაშიც დადგა სამართლებრივი შედეგი და სახელმწიფომ უცხოელებზე გასხვისებული საავადმყოფო დაიბრუნა. ამჟამად ვატარებ ძალიან საინტერესო კვლევას სამშენებლო სამართალთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ესეც ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას მიეკუთვნება. საკანონმდებლო სივრცეში არ გვაქვს სამშენებლო კოდექსი. არის მხოლოდ რამდენიმე კანონქვემდებარე აქტი, რომელიც ამას არეგულირებს. დღეს პარლამენტში უკვე დევს სამშენებლო კოდექსის პროექტი, რომელიც მიმაჩნია, რომ ძალიან საინტერესოა. ეს წააგავს გერმანულ მოდელს და ბევრი საინტერესო ფაქტორია, რომელიც ჰაერივით სჭირდება დღეს ქართულ სამშენებლო ბიზნესს. ჩვენ ვემზადებით, რომ ამ კანონპროექტმა დღის შუქი იხილოს. დღეს სამშენებლო ობიექტის მწარმოებელი არ არის სერტიფიცირებული და ეს კოდექსი მშენებელის სერტიფიცირებასაც ითვალისწინებს. ჩვენი ორგანიზაციები აქტიურად მუშაობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან. ხშირად ვუწევთ მათ უფასო იურიდიულ კონსულტაციებს/ადვოკატირებას. მემორანდუმი ფორმდება ჩემს საადვოკატო ოფისსა და ადვოკატთა ასოციაციას შორის, სასამართლოში საგადასახადო და სამშენებლო დავების მიმდინარე საქმეების მონიტორინგთან დაკავშირებით.  პროექტი წარდგენილია ადვოკატთა ასოციაციაში, რომელსაც მალე მოეწერება ხელი და ამ პროექტის ფარგლებში დასაქმდება უამრავი ახალგაზრდა.
– სამოქალაქო მიმართულებით ვინ მუშაობს „მარინა კორძაძის საადვოკატო კომპანიაში”?
– ჩემს ოფისში სამოქალაქო მიმართულებით მუშაობენ საკმაოდ ძლიერი იურისტები. ლალი ბაგრატიონი – მემკვიდრეობასთან და საოჯახო სამართალთან დაკავშირებით მუშაობს და ასევე, სამართლის სკოლის დოქტორანტია. მზად აქვს დისერტაცია მემკვიდრეობით სამართალთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ჩვენი კორპორატიული კლიენტი გახლავთ  თურქული კომპანია, რომელსაც ჩვენი იურისტი – ნინო კორძაძე ემსახურება  სატენდერო დოკუმენტაციასთან არსებული სამართლებრივი პრობლემების მოგვარებაში. შემდეგი გახლავთ, მანონი უმანკოშვილი, რომელსაც, ძირითადად,  სამართლის კუთხით სამედიცინო პროფილის კომპანიების მიმართ უწევს მუშაობა. ჩვენ გვყავს კორპორატიული კლიენტები და გვიწევს როგორც პაციენტების, ასევე სამედიცინო დაწესებულებების ინტერესების დაცვა. ამ მიმართულებითაც სერიოზული პრობლემებია დღეს ქვეყანაში.
– თქვენ, როგორც ეკონომისტი, რაში ხედავთ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას?
– ძალიან მნიშვნელოვანია, ვაკონტროლოთ ბიუჯეტის ხარჯვა და არანაკლებ მნიშვნელოვანია, ყურადღების გამახვილება საბიუჯეტო შემოსავლების საკითხზე. მაქსიმალურად უნდა ჩავერთოთ ეკონომიკურ პროცესებში. ლარის ინფლაციაზე გარე ფაქტორების ზემოქმედება მხოლოდ 30 პროცენტია,  70 პროცენტი დამოკიდებულია შიდა ფაქტორებზე. ამის დარეგულირება შესაძლებელია ეროვნული ბანკის კანონშესაბამისი ეკონომიკური პოლიტიკის გზით. აუცილებელია, მივაქციოთ ყურადღება ეკონომიკურ კვლევებს და მათ სამართლებრივ ანალიზს. ეკონომიკა ქვეყანაში განსაზღვავს პოლიტიკას და ეკონომიკის სამართლებრივი შედეგები ქმნის ქვეყნის მომავალს. 
მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივნის მე-9 კმ. ოფისი 33.
საკონტაქტო ტელ: (+995 32) 243 84 24; 577 43 56 56; ფაქსი: 243 85 25.

скачать dle 11.3