ჯადოსნური სურნელის უნიკალური არომატის სამყარო და „ლუტეციას“ სამადლობელი საღამო ოპერისა და ბალეტის თეატრში #50
„ლუტეცია ფართი – 2016“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში წელს ისეთივე დახვეწილ, მდიდრულ და არისტოკრატულ გარემოში გაიმართა, როგორც თავად კომპანიის ექსკლუზიური ბრენდი „ნიშპარფიუმერიაა“. „ლუტეციამ“ სწორედ ამ საღამოზე შეკრიბა თბილისური ელიტა და რამდენიმე საათი ამოგზაურა „ნიშპარფიუმერიის“ უნიკალური არომატის ჯადოსნურ სამყაროში, რომელიც მიხაილ ფოკინის გამოსვლით დაგვირგვინდა.
„ლუტეცია ჯგუფმა“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, მომხმარებელთა ერთგულებისა და მრავალწლიანი ურთიერთობისთვის, მადლიერების ნიშნად, ტრადიციული „ლუტეცია ფართი – 2016“ გამართა.
პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“ 20 წელია, ქართულ ბაზარზე წარმატებით ოპერირებს და მუდმივად განახლებულ სურნელს სთავაზობს მომხმარებელს.
„ლუტაცია ფართის“ 500-მდე სტუმარი „ლუტეცია ჯგუფში“ შემავალ ნიშბრენდებს გაეცნო, რომლებიც ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში იყო გამოფენილი – By Kilian, Tom Ford, Tiziana Terenzi, Penhaligon’s London, Juliette has a Gun, CREED, CASAMORATI, Sospiro, Ecsentric molekules, PARFIUMS de MARLY.
„ლუტეცია ფართის“ მასპინძელი ბრენდები იყვნენ პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“ კოსმეტიკური ბუტიკი M.A.C. ნატურალური კოსმეტიკის მაღაზიათა ქსელი – YVES ROCHER, იტალიური ბრენდები – CALZEDONIA, INTINISSIMI და პირველი, პერსონალიზებული ნიშბუტიკი საქართველოში არომატეკა Aromateque – Niche Boutique.
ნიშპარფიუმერია განსაკუთრებული და უნიკალური არომატების სამყაროა. ეს სიმდიდრე და გამორჩეულობაა.
ნიშპარფიუმერია შექმნილია ადამიანებისთვის, რომლებიც განსაკუთრებით უსვამენ ხაზს საკუთარ ინდივიდუალობას.
„ლუტეცია ჯგუფის“ პრეზიდენტის, ვახტანგ ფხაკაძის განცხადებით, 2014 წელს, სწორედ, ერთგული მომხმარებელთა მიმართ მადლიერების გამოსახატად დაფუძნდა „ლუტეცია ფართი“ და მას შემდეგ ტრადიციად იქცა. ამიტომ, წელსაც არ დაირღვა ტრადიცია. დამფუძნებელმა ვახტანგ ფხაკაძემ მადლობა გადაუხადა მომხმარებელს ერთგულებისა და მრავალწლიანი ურთიერთობისათვის.
– სწორედ ჩვენი მომხმარებლის დამსახურებაა, რომ საქართველოში 25-ზე მეტი ნიშბრენდის წარმომადგენელი გავხდით. ჩვენმა ურთიერთობამ დააჩქარა ახალი ბრენდების შემოტანის პროცესი ქართულ ბაზარზე. სწორედ მათი მოთხოვნის შედეგია ნიშპარფიუმერიის ბუტიკის შექმნა. მომხმარებელთან ახლო ურთიერთობამ უფრო ლამაზი და სასიამოვნო გახადა ჩვენი ურთიერთდამოკიდებულება, რომლის ლამაზი დაგვირგვინებაა „ლუტეცია ფართი 2016“, – აღნიშნა „ლუტეცია ჯგუფის“ პრეზიდენტმა ვახტანგ ფხაკაძემ.
„ლუტეცია ფართის“ შემდეგ სტუმრები – საზოგადო მოღვაწეები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსი, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, მიხაილ ფოკინის საღამოზე მიიპატიჟეს, რომელშიც ცნობილი ქართველი პრიმა ბალერინა, ნინო ანანიაშვილი მონაწილეობდა. თბილისის ნაღები საზოგადოების მდიდრული სურნელი უერთდებოდა მსახიობთა საოცარ თანავარსკვლავედის ფერთა გამას, რომელიც უფრო ჯადოსნურს ხდიდა წარმოდგენას.