კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აპირებდა ბერია ჰიტლერის ლიკვიდაციას, რაზეც სტალინის უარი მიიღო #50

ლავრენტი ბერიას მიერ არაერთი უნიკალური ოპერაციაა ჩატარებული, რომლებშიც ის პირადად მონაწილეობდა. მათ შორისაა ჰიტლერის პირადი მდივნის, მარტინ ბორმანის ბერლინიდან ევაკუაცია, რომელიც სუპერგასაიდუმლოებული იყო ათწლეულების განმავლობაში... ისტორიკოსი, დაზვერვის ექსპერტი, უშიშროების პოლკოვნიკი ევგენი ლისენკო წერს: „ნიურნბერგის პროცესზე ჰიტლერის პირად მდივანს და ფაშისტური გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პიროვნებას, მარტინ ბორმანს დაუსწრებლად სიკვდილი მიუსაჯეს. ბორმანი უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა. ამასთანავე, ვრცელდებოდა ხმები, რომ თითქოს 1945 წლის 2 მაისს, როცა ჰიტლერი უკვე ორი დღის მკვდარი იყო, ბორმანმა დატოვა ფიურერბუნკერი და ბერლინის ლერტსის ხიდზე თავი მოიკლა. 1972 წელს კი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ გათხრების შედეგად, აღმოაჩინეს ბორმანის ნეშტის ნარჩენები. სინამდვილეში, ყველაფერი სხვაგვარად იყო და ხმებს ბორმანის გაუჩინარებასა და თვითმკვლელობაზე, ბერიას უწყება ავრცელებდა უფროსის დავალებით. ბერიას კი ასეთი ხმების გავრცელება იმიტომ დასჭირდა, რომ ბორმანი მართალია, ნაცისტი დამნაშავე იყო, მაგრამ ის, იმავდროულად, საბჭოთა აგენტიც გახლდათ. ამიტომ, საერთაშორისო ტრიბუნალს რომ არ ჩავარდნოდა ხელში, პირადად სტალინის ბრძანებით, ბორმანის სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა ალყაშემორტყმული ბერლინიდან, რასაც პირადად ლავრენტი ბერია ხელმძღვანელობდა...
1900 წელს დაბადებული ბორმანი ჯერ კიდევ 1922 წელს გადაიბირა „ჩეკამ“  და მას პირადად, ძერჟინსკი აკონტროლებდა სტალინის დავალებით. ბორმანი მოგვიანებით ჰიტლერს დაუახლოვდა, მუდამ მის გვერდით იყო და პარალელურად, საბჭოთა დაზვერვას, უფრო სწორად კი, პირადად მათ უფროსებს, უძვირფასეს ინფორმაციებს აწვდიდა. 1938 წელს ეს მისია ლავრენტი ბერიამ გადმოიბარა და შეიძლება ითქვას, რომ მან (ბერიამ) ფაშისტური ბომონდის ცხოვრების ყველა წვრილმანი იცოდა. ბერია, აგრეთვე, ფლობდა ფაშისტების სტრატეგიული ინფორმაციების თითქმის 60 პროცენტს, ანუ იმდენს, რამდენსაც ბორმანი. მაგრამ, საბჭოთა ხელმძღვანელობა ყოველთვის არ ახორციელებდა ამ ინფორმაციების რეალიზებას, რათა ბორმანი არ გაეშიფრათ და უძვირფასესი აგენტი არ დაეკარგათ, რომლის ბადალიც მანამდე არ ჰყოლიათ. ბორმანი არა მარტო ინფორმატორი იყო, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, ჰიტლერის ლიკვიდაციაც უნდა მოეხდინა. ეს იყო ლავრენტი ბერიას იდეა. საამისოდ, „ენკავედეს“ უაღრესად საიდუმლო „ფარმაცევტულ“ განყოფილებაში, 1940 წელს შექმნეს აბი-საწამლავი, რომელიც ნებისმიერ სასმელში  მომენტალურად იხსნებოდა და არანაირ კვალს არ ტოვებდა. ორი დღის შემდეგ კი, მისი დამლევი ინფარქტით კვდებოდა... ეს აბები მარტინ ბორმანს საგანგებოდ გადასცეს და მოსკოვიდან მისული ბრძანების შემდეგ, მას ფიურერი უნდა მოეწამლა. ბერია შესანიშნავად ერკვეოდა პოლიტიკაში, მით უმეტეს, რომ უამრავ საიდუმლო ინფორმაციას ფლობდა. ის ჯერ კიდევ 1939 წელს მიხვდა, რომ ორი-სამი წლის შემდეგ, შეიძლება, ფაშისტი ფიურერის ლიკვიდაციის საკითხი დამდგარიყო დღის წესრიგში. ამიტომ, თადარიგი წინასწარ დაიჭირა... ასეთი საჭიროება მართლაც დადგა 1941-1942 წლებში, როცა ფაშისტური არმიები ძალიან სწრაფად მიიწევდნენ წინ, ბერიამ სტალინს ჰიტლერის მოშორება შესთავაზა, რაც ბელადმა უარყო:
– ეს შეტევები მაინც მოსაგერიებელია და ჰიტლერის სიკვდილი დიდ შეღავათს ვერ მოგვცემს. ცოცხალი ფიურერი კი მომავალში  დიდად გამოგვადგება ჩვენი პოლიტიკის გატარებისთვისო...
მიუხედავად იმისა, რომ ბერია ჰიტლერის ლიკვიდაციისკენ იხრებოდა, სტალინის სიტყვას ვერ გადავიდოდა და ოპერაცია „ალმოდებული სვასტიკა“, რომელიც ჰიტლერის მკვლელობას ისახავდა მიზნად, არასდროს განხორციელებულა... სამაგიეროდ, ბრწყინვალედ ჩატარდა ოპერაცია „ბეღურა ცაში“, რომელიც ასევე ბერიამ  დაგეგმა დეტალურად და მისივე უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა. ოპერაცია მარტინ ბორმანის ალყაშემორტყმული ბერლინიდან ევაკუაციას ისახავდა მიზნად. ლეგენდარული საბჭოთა მზვერავ-დივერსანტი, გენერალ-ლეიტენანტი პავლე სუდოპლატოვი წერდა: „ოპერაცია „ბეღურა ცაში“ პირადად ბერიამ შეიმუშავა და სულ რამდენიმე ადამიანი ვიყავით საქმის კურსში. ხუმრობა ხომ არ იყო, თვით მარტინ ბორმანი უნდა გამოგვეყანა ბერლინიდან და პირადად ლავრენტი ბერია იმყოფებოდა ჯერ კიდევ დაუცემელ ბერლინში... ოპერაციამ თითქმის უნაკლოდ ჩაიარა და ბორმანის განადგურება არ დაგვჭირვებია. საქმე ის იყო, რომ ბერიამ პირადად ბრძანა: თუკი ბორმანის წამოყვანა არ მოხერხდა ნებისმიერი მიზეზით, ის გაანადგურე და ეცადე, კვალი არ დატოვოო. ბორმანის უკვალოდ გასაქრობად სპეციალურ ჩემოდანში გოგირდმჟავა და ფუგასური ბომბი მქონდა, რომელიც სხეულს ერთბაშად ანადგურებს და აქრობს... ბორმანი 2 მაისს გამოვიდა ჰიტლერის ბუნკერიდან და მას დაცვის 6 წევრი ახლდა თან. შეხვედრა ლერტსის ხიდთან იყო დანიშნული. მე და პოლკოვნიკმა პროხოშროვმა ექვსივე დავხოცეთ. შემდეგ ბორმანი „მერსედესში“ ჩავსვით, სადაც მან სასწრაფოდ გამოიცვალა სამოსი და ბერიას მივუყვანეთ. ბერია „სმერშის“ შტაბში გველოდა და ბორმანთან ერთად ცალკე ოთახში განმარტოვდა, მე კი მითხრა:
– თვითმფრინავი გველოდება. შეასრულე ოპერაციის მეორე ეტაპი. სწრაფად დაბრუნდი და სახლში გავფრინდეთო...
ოპერაციის მეორე ეტაპი იყო ბორმანის სამოსში გამოწყობილი მისი ორეულის ლერტსის ხიდიდან გადაგდება, რომელიც 1972 წელს „აღმოაჩინეს“ და ბორმანის ნეშტად შერაცხეს... ბორმანის სუიციდირებული ორეული საიმედოდ გვყავდა გადამალული – ის ბორმანის სამოსში გამოვაწყვეთ, ხიდიდან გადავაგდეთ და „სმერშის“ შტაბში დავბრუნდით, საიდანაც ბერია, ბორმანი, მე და პროხოროვი სპეციალური თვითმფრინავით მოსკოვში გადმოვფრინდით.. ბორმანი მთელი გზა „რუსსკაია ვოდკას“ სვამდა და ბერიას გერმანულ ენაზე ელაპარაკებოდა. მე და პროხოროვმაც კარგად ვიცოდით გერმანული და ყველაფერი გავიგეთ. თუმცა, ყველაფრის გამხელის უფლება არ მაქვს, მაგრამ ერთს ვიტყვი – ბორმანი, ჰიტლერის ხსოვნის, სტალინისა და ბერიას დღეგრძელობის სადღეგრძელოს სვამდა, თან მადლობას უხდიდა ლავრენტი პავლოვიჩს, რომ ცოცხალი გამოიყვანა ბერლინიდან...“
მოგვიანებით, პავლე სუდოპლატოვი, ბერიასთან თანამშრომლობისთვის, 15 წლით ჩასვეს ციხეში, საიდანაც ის ინვალიდი გამოვიდა. იცოცხლა 89 წელიწადი და ბერიას დაზვერვის გენიას, სტალინს კი დიად იდეალისტს უწოდებდა...
საგულისხმოა ისიც, რომ ბერიას რეკომენდაციით, ბორმანი გმირობის ორდენით დააჯილდოვეს, ვინაობა შეუცვალეს, ცენტრალურ რუსეთში დაასახლეს და სიცოცხლლის ბოლომდე (ბორმანი 1968 წელს 68 წლის ასაკში გარდაიცვალა) მას უშიშროება იცავდა.

скачать dle 11.3