კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აქვს თუ არა ზუზუს ნინო ჩხეიძესთან უთანხმოება და როდის არ აგებს ის საკუთარ თავზე პასუხს #50

ცოტა ხნის წინ, ინფორმაცია გავრცელდა, რომ მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი თაღლითობის მსხვერპლი გახდა. მსახიობს „აფხაზეთის ხმის“ ტელევიზიის სახელით დაუკავშირდა რამდენიმე პირი და თანამშრომლობა შესთავაზა. შეგახსენებთ, რომ ამ კომპანიის მფლობელი ნინო ჩხეიძე გახლავთ. როგორც მსახიობი ამბობს, წინასწარ ჩაწერეს ერთი თვის გადაცემები, თუმცა შემდეგ ეს პირები გაქრნენ. შესაბამისად, გადაცემებიც არ გავიდა. გახდა თუ არა ეს ამბავი ზუზუსა და ნინო ჩხეიძეს შორის კონფლიქტის მიზეზი, ინტერვიუდან შეიტყობთ.
ზუზუ ბეჟაშვილი:  „აფხაზეთის ხმის“ ტელევიზიის სახელით დამიკავშირდა დედა-შვილი და ერთ-ერთი გადაცემის წამყვანობა შემომთავაზეს. მეც დავთანხმდი. საბოლოოდ აღმოჩნდა ისე, რომ  ეს დედა-შვილი „მოტყდა“, გადააგდეს სტაფი და მათ შორის, მეც. რა უნდოდათ, მართლა ვერ ვხვდები – ჩემი დრო, ენერგია უაზროდ და უფუნქციოდ წამართვეს. ჩავწერეთ ერთი თვის გადაცემები. აღებული ჰქონდათ ლოკაცია, სადაც გუნდი მუშაობდა, მაგრამ ყველა ასე, ერთიანად გაგვაცურეს.
– თავად ტელევიზიამ ამ ყოველივეს შესახებ იცოდა? ასე ერთიანად ყველა როგორ მოგატყუეს?
– საერთოდ, ტელევიზიაში შეგიძლია, წარადგინო პროექტი, რომელზეც პასუხისმგებელი თავად ხარ – ანუ, შენ ეძებ სპონსორებს, შენვე უხდი თანამშრომლებს ანაზღაურებას და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, „აფხაზეთის ხმის” დირექციამ ამ ყოველივეს შესახებ არ იცოდა. მათ, უბრალოდ, გამოიყენეს სახელი. როგორც შემდეგ გაირკვა, ასე, არაერთი  ტელევიზიის სახელი გამოუყენებიათ. ჩვენ არ გაგვიფორმებია კონტრაქტი, ასეთი ცივილიზებულიც არ ვარ, კონტრაქტებით ველაპარაკო ვინმეს. დამირეკეს, ვისაუბრეთ. მითხრეს, ლოკაცია და მივედი. შევთანხდით ანაზღაურებაზეც, რომელიც ძალიან მიზერული იყო, მაგრამ, რადგან სტაბილური სამსახური უნდა ყოფილიყო, ამაზეც დავთანხმდი. სტუმრები მოდიოდნენ ჩემთან. ისეთი ხალხი მივიყვანე ჩაწერებზე, ვინც იშვიათად აძლევს ინტერვიუებს. მათ შორის იყო სტეფანე, რომელსაც ბოდიში მინდა, მოვუხადო – გადაცემა არ გავიდა. ჩავწერეთ ჯანო იზორია, ანუკა მარგველაშვილი. სულ ტყუილუბრალოდ მომაყვანინეს მიშა ბაღათურია და ასევე, დიდი ბოდიში მას. თავიდანვე ვიცოდი, რომ ამათთან სტუმრები არ მოვიდოდნენ და უნდა მეზრუნა ამ თემაზე. ამიტომ, ხალხს კი არ ვურეკავდი, არამედ სადაც კი ვინმეს ვნახავდი: კლუბში, გადაცემაში, რესტორანში, ყველას ვუთანხმდებოდი, რომ ჩემთან მოსულიყვნენ გადაცემაში.
– თავად ნინო ჩხეიძეს დაუკავშირდი? დირექციამ რა გითხრა ამ ფაქტთან დაკავშირებით?
–  თავად, ტელევიზიას არაფერს ვერჩი. არანაირი პრეტენზია არ მაქვს ნინო ჩხეიძესთან, რომელიც ასევე ჩემი მეგობარია. თავად ნინოც გაოცებული იყო ამ ფაქტთან დაკავშირებით. დირექციამ დამირეკა და გავარკვიეთ ყველაფერი. ნინოს რომ მივწერე ამ ყოველივეს შესახებ, მიპასუხა, ახლა არ მითხრა, შენც გიორგი ჯაფარიძეო... როგორ არ დამირეკე და საქმის კურში არ ჩამაყენეო. იმ ტიპს ვკითხე, იცოდა, თუ არა ეს ნინომ და რა დამავიწყებს პასუხს: ნინოსთვის სიურპრიზი გვაქვსო (იცინის). რომ გავასაჯაროვე ეს ამბავი, მერე დამირეკა ერთმა რეჟისორმა და მითხრა: მთელი ფილმის სტაფი მოგვატყუაო. ვიღაც სოფია დამიკავშირდა მოსკოვიდან და მაგათმა მეც გადამაგდეს, 20 000 ევრო ჩამადებინეს საქმეშიო.
– მსგავსი შემთხვევა კიდევ თუ გქონია ცხოვრებაში?
– სულ მაქვს, იპოთეკარმაც იგივე გამიკეთა (იცინის). სახლი რომ დავკარგეთ, მერე გვინდოდა, დაგვეგირავებინა. თან, მაშინ ისეთი პერიოდი დაემთხვა, რომ ბევრი გადაღება მქონდა. ჰონორარი ავიღე 20 000-მდე. ეს მაშინ, 2008-2009 წლებში დიდი ფული იყო. თანხა იპოთეკარს მივეცით, რომელიც დაიჭირეს და ფულიც დაიკარგა. იქიდან მოყოლებული ქირით ვცხოვრობ. იმდენად მიუჩვეველი ვიყავი უსახლკარობას, სიმართლე გითხრათ, მარტივი მეგონა. ვფიქრობდი, მთელი მსოფლიო ქირით ცხოვრობს და მერე რა მოხდა-მეთქი. მიუხედავად ამისა, ისეთი შემთხვევა მაინც არ მქონია, რაც ამ ტელევიზიასთან დაკავშირებით მოხდა. რომ ვიცოდე, თვითონაც გადავარდნენ და მერე ჩვენც გადაგვაგდეს, ვერ გავბრაზდები. იმიტომ რომ, ყველას შეიძლება, დაემართოს მსგავსი რამ. მაგრამ, ეს უკვე ყველა ზღვარს სცდება. არ მინდა სადმე შემხვდნენ. მერე იტყვიან. ძალადობააო, ისაო და ესაო (იცინის). რომ შემხვდნენ, ზუსტად ვიცი,  ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ.
– ბევრი რთული პერიოდი გქონია. ამ დროს ადამიანების უმრავლესობა სასმელსა და ნარკოტიკს ეძალება. შენ როგორი დამოკიდებულება გაქვს ამ ყოველივეს მიმართ?
– რთული პერიოდები კი არ მშორდება, მე არ ვშორდები (იცინის). არაფერზე არ ვყოფილვარ დამოკიდებული, თუმცა ყველაფერი გამისინჯავს. იმდენად არ მომწონს თავად გაკეთების პროცესი, რომ მაშინვე ასეთი ვარ – არა, ეს მე არ მინდა. მაგრამ, კლუბში 40 ბოთლი „გომის” დალევას, მირჩევნია, ექსტაზი დავლიო. მარიხუანას არ ვეწევი, არ მომწონს. ყველაზე მეტად მომეწონა კოკაინი, მაგრამ ვიცი, რომ არ ვარგა, ძვირია და კიდევ, იმ ძვირს თუ შევიძენ, ამისთვის გირტყამენ, დაგტუქსავენ, „გაგანასედკებენ“. შესაბამისად, ეს ყოველივე ჩვენს ქალაქში არ მიღირს.
– მექალთანე კაცის სახელი გაქვს. ამ ეტაპზე რა ხდება პირად ცხოვრებაში?
– ფილმებიდან გამომდინარე მაქვს ეს სახელი. ჩემს გმირებთან და რეალურ ცხოვრებასთან ავლებენ პარალელს. ეგრე მანიაკიც ვითამაშე, მაგრამ მანიაკი ხომ არ ვარ (იცინის). სექსი ყველას უყვარს, მაგრამ ეს არ ნიშნავს მექალთანეობას. ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის ხდება რაღაც. უინტერესო ცხოვრება არ მაქვს. მიცხოვრია ადამიანთან 2-3 წელი, მაგრამ ბავშვამდე და ოჯახის შექმნამდე არ მისულა ეს ურთიერთობა.
– „მოიყვანე ცოლის“ თემა ყველა ოჯახშია. დედა არ გიბიძგებს დაოჯახებისკენ?
– არა, დედაჩემი ჩემი მეგობარია. ის შინაგანად ჩემზე ბევრად ახალგაზრდაა. მე რომ ნერვები მიმტყუნებს ხოლმე, სულ მეუბნება: კარგი რა, ამაზე რთულ სიტუაციაშიც ვყოფილვართ, გამოსავალს ვიპოვითო. მაგ თემაზე ნათესავები უფრო მირტყამენ „ნამიოკებს”. ბიძაჩემის ცოლი მიყვარს ძალიან მაგრად, ასევე, ვყუვარვარ მასაც. ახლახან შევცვალე „ფეისბუქზე“ ფოტო და დამიკომენტარა: „კარგი სასიძო ბიჭი“ (იცინის).
– ბავშვობაში განიცდიდი, მამა გვერდით რომ არ გყავდა?
– მამა არ მახსოვს. ოთხი წლის ვიყავი, რომ დაიღუპა. რა უცნაურიც არ უნდა იყოს, მახსოვს პანაშვიდები – ის, რომ ყველას ვეცოდებოდი, ყველა მეფერებოდა...  მარტო მე არ მყავდა კლასში მამა, 43 ბავშვიდან. აქედან გამომდინარე, ძალიან რთული იყო. მამას ძალიან ვგავარ ფიზიკურად. სურათის სიძველით შეიძლება მიხვდე, რომ მე არ ვარ.

скачать dle 11.3