კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

Dylan Blue VERSACE-სგან – მამაკაცის მაცდური სურნელი, რომელიც ყველა ქალს სურს #50

VERSACE – ის ბრენდია, რომელმაც ჯანი ვერსაჩეს უსაზღვრო გემოვნებისა და ფანტაზიის წყალობით, მოდის სამყაროში გადატრიალება მოაწყო, საკუთარი იმპერია შექმნა და მსოფლიოში, თავისი ადგილი დაიმკვიდრა. ის, არასდროს კარგავს აქტუალურობას და ყოველთვის მოდაშია. ასოცირდება  ძლიერ, ამაყ, ექსტრავაგანტურ, დახვეწილ, ქარიზმატულ, ვნებიან და მაცდურ ხასიათთან. ახალი სუნამო მამაკაცებისთვის – Dylan Blue კი ამ ყველაფერს ეპატაჟურობას და პროვოკაციულობას მატებს. ამ პარფიუმის სურნელი, საკმაოდ ინდივიდუალურია, დახვეწილი და გემოვნებასთან ასოცირებულია. მასში თვმოყრილი ნატურალური ციტრუსის, ბერგამოტის, გრეიპფრუტის, მუშკისა და ფაჩულის ნოტების კომბინაცია, ლეღვის ფოთლის, იის ფურცლებისა და შავი პილპილის შერწყმა,  სუნამოს თავბრუდამხვევად მომაჯადოებელი და მომნუსხველი არომატის მთავარი საიდუმლოა. ფლაკონის დიზაინი კი, სადა და დახვეწილია. მუქ ლურჯ ფლაკონზე ოქროსფრად გამოსახულია ჯანი ვერსაჩეს უნიკალური ლოგო – სიმბოლო, რომელიც ბერძნული მითოლოგიიდან იღებს სათავეს.
ამ სუნამოს  შეძენა უკვე შეგიძლიათ „ისი-პარის“ მაღაზიათა ქსელში. როგორც ამ კომპანიის მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხატია შამუგია ამბობს: „ეს არის ეპატაჟური სუნამო, რომელიც მამაკაცს კიდევ უფრო ძლიერს, ამაყს, სექსუალურს, დამოუკიდებელსა და თავდაჯერებულს ხდის. ეს არის მამაკაცის სურნელი, რომელიც ყველა ქალს სურს“.
DYLAN BLUE – ეს არის „ვერსაჩეს“ თანამედროვე მამაკაცის განსახიერება, ინდივიდუალური ხასიათის სურნელით, რომელიც გაჯერებულია მამაკაცურობით და მის არომატში, ახლებურად ჟღერს ტრადიციული ნოტები.
ასე რომ, მამაკაცებო, თუ გსურთ, მანდილოსნების ყურადღება მიიპყროთ და გახდეთ მათთვის კიდევ უფრო სასურველი, უნდა იპკუროთ უნიკალური ინგრედიენტებისგან შექმნილი,  ხმელთაშუა ზღვის სიგრილის არომატის მქონე,  Dylan Blue „ვერსაჩესგან“ და თამამად გადადგათ ნაბიჯი წინ. საკმარისია, მასთან ერთი შეხებაც და ეს სურნელი ნებისმიერი ტიპის მამაკაცისთვის განსაკუთრებული, ყოველდღიურობის ნაწილი გახდება.

скачать dle 11.3