კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოკლა დედამ შვილი სოფელ ციხისძირში და რის გაკეთებას აპირებდა ქალი მკვლელობის შემდეგ #50

გასულ კვირას, ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირში, დედამ საკუთარი შვილი მოკლა. 80 წლის ქალმა 50 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილს სასიკვდილო ჭრილობა ნაჯახით მიაყენა. გავრცელებული ინფორმაციით, შვილი დედაზე ფიზიკურად ძალადობდა და დედამ ის თავდაცვის მიზნით მოკლა. ხანდაზმული ქალბატონი საგამომძიებო უწყებაშია გადაყვანილი. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შეეფერება თუ არა გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს, რა გახდა სინამდვილეში ბეჟანიძეების ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის მიზეზი, ამ და მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე, აღნიშნული ოჯახის მეზობელს ვესაუბრეთ.
მოკლულის ოჯახის მეზობელი: მკვლელობა 12-იდან 1-საათამდე მოხდა. თუ როგორ, ამის შესახებ თავად იმ ქალის მონაყოლიდან ვიცი, ვინც საკუთარი შვილი მოკლა. როგორც თვითონ თქვა, შვილს არ ეძინა და ყვიროდა: მომეხმარეთ, მომეხმარეთო. არ ვიცი, როდის და როგორ გადავწყვიტე მისი მოკვლა, მხოლოდ ის მახსოვს, რომ უცებ შევვარდი დანით და ყელში გამოვუსვი. ფართხალი დაიწყო და ლოგინიდან გადმოვარდა. მაშინ მივხვდი, რომ ასე ადვილად ვერ მოკვდებოდა და დაიტანჯებოდა. შემეცოდა, გარეთ გავედი, ნაჯახი შემოვიტანე და თავში ჩავარტყიო.
შვილი რომ მომკვდარა, დედას თავად გაუსუფთავებია ცხედარი და ტანსაცმელი ჩაუცმევია. თავადაც ტანთ გამოუცვლია და მაზლისცოლთან წასულა. მისთვის უთქვამს, შვილის მოვლაში დახმარება მჭირდება და წამომყევიო. მკვლელობის შესახებ დაუმალავს. რძალს მისი თხოვნა არ გაჰკვირვებია, რადგან ეს მაზლიშვილი ავადმყოფი იყო. მით უმეტეს, ბოლო დროს მდგომარეობა უფრო გაურთულდა და მისახმარებლად გაჰყოლია. სახლში მისულს კი ეს სურათი რომ დაუნახავს, შოკში ჩავარდნილა და კივილი დაუწყია. დედას უთქვამს: მე მოვკალი ჩემი შვილი, აგერ დანა და ახლა შენ მე მომკალი. მე თვითონ ვერ შევძელი თავის მოკვლაო. მერე პოლიციაც გამოუძახებიათ და ეს ქალი დააპატიმრეს.
– რა გახდა ამ ტრაგედიის მიზეზი? რა ხდებოდა მათ ოჯახში?
– ამ ოჯახს ძალიან უჭირდა, ფაქტობრივად, მშივრები იყვნენ. მოკლული  ორმოცდაათი წლის, შეზღუდული შესაძლებლობის პირი იყო. დაბადებიდან გონებრივი პრობლემები ჰქონდა. ორი წლის წინ, მის პრობლემებს დიაბეტიც დაემატა და მდგომარეობა კიდევ უფრო დაუმძიმდა. ავადმყოფობისა და შიმშილისგან ძალიან დასუსტდა და მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე, დაეცა. ფეხი მოიტეხა და სიარული აღარ შეეძლო. ოჯახს იმდენად უჭირდა, რომ ექიმთანაც  ვერ მიიყვანეს და ამხელა, ფეხმოტეხილი კაცი პირდაპირ ლოგინში ჩააწვინეს. საშინელ მდგომარეობაში იყო, საერთოდ ვერ დგებოდა და ყველაფერს ლოგინში შვრებოდა. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში იქნებოდა. მისი ერთადერთი მომვლელი ოთხმოცი წლის დედა გახლდათ. მაგრამ, რა უნდა ექნა ქალს, როცა საჭმლის ფულიც კი არ ჰქონდა?! მართალია, მეორე ვაჟიც ჰყავს, რომელიც მუშაობს, მაგრამ ლოთია და ფული სახლში არ მოჰქონდა. უფრო მეტიც, დედის პენსიას და ავადმყოფი ძმის დახმარებას, ოჯახის სოციალურ დახმარებასთან ერთად, თვითონ იღებდა და სახლში არაფერი მიჰქონდა. ფულს რომ აიღებდა, მარტო იმ დღეს შეიძლება, მიეტანა საჭმელი და მერე, მთელი თვე მშივრები იყვნენ. აუტანელ გაჭირვებაში ცხოვრობდნენ და ოჯახის მთელი სიმძიმე ამ მოხუცი ქალის მხრებზე გადადიოდა. თან, ამ მეორე შვილისგან ოთხი პატარა შვილიშვილი ჰყავდა და მათთვისაც უნდა ეპატრონებინა. მაშინ, როცა თვითონაც ასაკისგან, ამდენი გაჭირვებისა და შიმშილისგან, დაუძლურებული იყო. როგორც ჩანს, ვეღარ გაუძლო ასეთ სიცოცხლეს, შვილის ტანჯვის ყურებაც აღარ შეეძლო. საწყალი გამუდმებით ყვიროდა: მშია, მაჭამეთო. გამწარებულმა დედამ ბოლოს გადაწყვიტა, მოეკლა და ყველაფრისთვის ბოლო მოეღო. თვითონ თქვა, იძულებული გავხდი, შვილი მომეკლა, რომ ბოლოს და ბოლოს დაესვენა. თავიც უნდა მომეკლა, მაგრამ ვერ შევძელიო.
– ასეთი რთული ცხოვრების ფონზე, თვითონ დედასაც ფსიქოლოგიური პრობლემებიც ხომ არ ჰქონდა?
– კი, ბოლო ორი თვის განმავლობაში ლაპარაკზე ვატყობდით, რომ მსგავსი პრობლემები ჰქონდა. მაგრამ, არ გვიფიქრია, რომ ეს ფსიქოლოგიური მდგომარეობით იყო გამოწვეული. ხნიერი ქალია და ჩავთვალეთ, ასაკის ბრალიო. მეზობლები მათ მდგომარეობას რომ ვხედავდით, საჭმელი მიგვქონდა, მაგრამ მიუხედავად ასეთი გაჭირვებისა, უარს გვეუბნებოდა, უკადრისობდა. ადრე ძალიან კარგი ოჯახი ჰქონდათ და ახლა უჭირდა ამ მდგომარეობასთან შეგუება. რამდენჯერაც საჭმელი მივუტანეთ, გვეჩხუბებოდა, მეორედ აღარ მომიტანოთო და ჩვენც აღარ მიგვქონდა. მათ სახლს რომ შეხედოთ, ვერ იფიქრებთ, რომ გაჭირვებულები არიან – დიდი, ორსართულიანი სახლი აქვთ. მაგრამ, ის ძველი აშენებულია და ახლა როგორც ცხოვრობდნენ, უკვე გითხარით.
– ამ მკვლელობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციებში, ისიც ითქვა, რომ მოკლული შვილი დედაზე ძალადობდა, სექსუალური ძალადობაც კი ახსენეს.
– არა. მსგავსი არაფერი გაგვიგია. როგორც გითხარით, გარდაცვლილი ავად იყო და მსგავსი რამ მისგან გამორიცხულია, განსაკუთრებით სექსუალური ძალადობა. პირიქით, ძალიან თბილი ბიჭი იყო. თავისი პრობლემები ჰქონდა, თორემ სხვას არასდროს არაფერს დაუშავებდა. საწყალს სულ შიოდა. რომ გამოივლიდა, დაგვიძახებდა ხოლმე: პური თუ გაქვთ, მომიტეხეთო და ვაჭმევდით. ერთი-ორჯერ სახლიდანაც წავიდა.
– რატომ?
– ძმამ სცემა, სახლიდან გაიპარა და თბილისში გაიქცა. მერე იპოვეს და დააბრუნეს.
– ანუ, მეორე ძმა, მსმელთან ერთად, მოძალადეც იყო?
– კი, ადრე სცემდა ხოლმე. ახლა მიცვალებულთან ზის და ტირის. ჭირისუფალადაც კი ნასვამი ზის.
– მხოლოდ ძმას სცემდა? დედასთან და შვილებთან არ ჰქონია მსგავსი პრობლემები?
– დედამ შარშან ვენები გადაიჭრა და ძლივს გადაარჩინეს. მაშინ თქვეს, რომ ამ შვილმა აიძულა ამის გაკეთება. ქალი იმ დონეზე მიიყვანა, რომ თავს იკლავდა. ოთხი პატარა შვილი ჰყავს და მათაც სცემდა. რამდენჯერმე იყო პოლიცია მოსული და გააფრთხილეს, რომ მსგავსი რამ აღარ გაეკეთებინა. არადა, გადასარევი ბავშვები არიან. ღმერთმა იცის, როგორ წავა მათი ცხოვრება. იმედია, ვინმე დაეხმარებათ. მოკლული, ძმისგან განსხვავებით, უწყინარი იყო.
– ბავშვების დედა სადაა?
– რძალი გათხოვდა და შვილები მიატოვა. ეს ოჯახი ზღვისპირას ცხოვრობს. შარშან, ზაფხულში, დამსვენებელი ჰყავდათ სახლში და ეს რძალი მას გაჰყვა ცოლად. ქმარი და შვილები დატოვა და საკუთარი ოჯახიდან კახეთში გათხოვდა. როგორც ვიცი, ხანდახან ურეკავენ და ნახულობენ კიდეც უფროსი შვილები, პატარები – არა. მისი გათხოვების შემდეგ ოჯახი განადგურდა. მათთან შესვლა აღარ შეიძლებოდა. ქმარი ხომ მანამდეც სვამდა და ცოლის გათხოვების შემდეგ ხომ, საერთოდ, საზღვარი აღარ ჰქონდა. დედამთილიც განიცდიდა რძლის საქციელს და ისედაც რთული ცხოვრება კიდევ უფრო აერიათ.
– და ასეთ სიტუაციაში ბავშვები როგორ ცხოვრობდნენ?
– თავიდან, ჩვეულებრივ, სკოლაში დადიოდნენ. მერე ცოტა ხნის წინ, თუ არ ვცდები, სექტემბერში, პატარები სკოლა-ინტერნატში ჩააბარეს. მხოლოდ უფროსი იყო სახლში. მეზობელი სასტუმროს აშენებს და მას ეხმარებოდა. ყოველდღიურად ცოტა ფულს იღებდა, ბებია და ბიძა ძალიან ეცოდებოდა და სახლში პური მიჰქონდა ხოლმე.

скачать dle 11.3