კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მკვლელი ეძებს ფარმაცევტს #50

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹29-49(832)

 – ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მაიორმა ზურაბ ნინიძემ, უშანგი ხაბაძემ, იგივე „ყურშამ“ და ვინმე რიტამ გადაწყვიტეს, ჩემი მეშვეობით პავლე გოკიელზე გასვლა, მისი წამლის ფორმულის გაგება, გაყიდვა და გამდიდრება, მაგრამ ეს გეგმა მე ჩავუშალე.
– ნუ გავიწყდება, რომ ეს შეკვეთა მას – ზურაბ ნინიძეს მოზესისგან ჰქონდა მიღებული, – შეახსენა ანამ ტიტეს.
– კი. მოზესისგან ჰქონდა მიღებული და ჩაუგდო ეს დავალება. შემდეგ ხდება ასეთი რამ – სავარაუდოდ, თავად მოზესი იღებს მთავარი შემსრულებლის როლს ამ თამაშში და მინისტრს პირისპირ ესაუბრება – იგივე დავალების შესრულებას სთავაზობს გასამრჯელოს საფასურად. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ დამიბარა მინისტრმა და დაწვრილებით გამომკითხა გოკიელის ადგილსამყოფლის შესახებ. ხოლო, დადებითი პასუხი რომ ვერ მიიღო, შაკალას ხალხს ჩემი მოტაცება და გამოტეხვა უბრძანა. ამ შემთხვევაში  ნუკამ მიშველა:
– ყოჩაღ, ნუკა! – ანამ თავისი ბავშვობის მეგობარს გაუღიმა და ტიტეს უთხრა:
– შეიძლება, მე ვთქვა?
– თქვი, – მიუგო ტიტემ.
– შემდეგ, დიდი ალბათობით, მოხდა ასეთი რამ, – როგორც ეტყობა, მოზესმა მინისტრს დიდი გასამრჯელო მისცა და შვეიცარიელმა ქეში რომ მიიტანა, შენ უკვე გამოქცეული იყავი. ამიტომ, მინისტრმა ფულის დატოვება თავისთვის გადაწყვიტა, მოზესის გაქრობა კი სანდო ხალხს უბრძანა. სწორედ მათ გაიყვანეს ფარულად სამინისტროდან შვეიცარიელი, რომელმაც სასწაულებრივად მოახერხა გაქცევა, ხოლო საიდან და როგორ, საკმაოდ ძნელი სათქმელია.
ტიტე უხმოდ უსმენდა ანა კიკვაძეს, ბოლოს კი უთხრა:
– მე გეტყვი, ვის რა და როგორ.
– თქვი, – მიუგო ანამ ტიტეს, რომელიც საწოლში წამოჯდა.
– ჩემი გამოტეხვის საქმე რომ ჩაუვარდათ, მოზესის ლიკვიდაციას მინისტრი პირადად შაკალას დაავალებდა. სავარაუდოდ, შაკალა მოზესს ცოცხალს წაიყვანდა ველის უპატრონოთა სასაფლაოზე და მის მოკვლასა და გაქრობას იქ დააპირებდა. ჩემი კოლეგებისგან მაქვს გაგონილი, რომ შაკალა ტრუპებს ველზე მარხავსო. ჰოდა, სწორედ იქიდანაა მოზესი გამოქცეული.
– რა, საფლავიდან ამოძვრებოდა?
– არა. საფლავიდან როგორ?
– ვთქვათ, თუ ცოცხლად დამარხეს.
– არა, – თავი გააქნია ტიტემ, – შაკალა ჯერ მოკლავდა და მერე დამარხავდა ტრუპს, მაგრამ, როგორც ეტყობა, დაგოიმდა. ფულისტია და ამაზე წამოეგებოდა.
– ფულის სანაცვლოდ გაუშვებდა? – იკითხა ანამ.
– არა, რა ფულის სანაცვლოდ, – გაეცინა ტიტეს, – შაკალა დაუბრედავს არ გაუშვებდა. უბრალოდ,  როგორც ეტყობა, მოზესმა შაკალას და მის კამანდას ყურადღება მოუდუნა, ფულს შეჰპირდა, შემდეგ ყველანი დახოცა და გამოიქცა. აი, ასეთი სურათი წარმომიდგენია მე და დარწმუნებული ვარ, შეშინებული მინისტრი ინტენსიურად ეძებს მოზესს და ჩვენ – ბუკიებს და პროფესორ პავლე გოკიელს. დაჟე, იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ მოზესს გუგული ჭაჭიას აძებნინებს.
– ეგ რომელს, სექსოპათოლოგს?
– იკითხა ანამ.
– სწორედ მას.
– მაინცდამაინც მას რატომ?
– იმიტომ, რომ ყველაზე პუნქტუალური, სასტიკი და მიზანსწრაფულია. ვერც შეაშინებ, ვერც თავს შეაცოდებ და თუ ხელში ჩაგიგდო, ვერანაირად ვერ გააცურებ, – განუმარტა ტიტემ თავმოყვარე ანას, რომელსაც უმალვე იმისი სურვილი გაუჩნდა, ტიტეს მიერ ნახსენები „სუპერვუმენი“ „წმინდა წყალზე“ გამოეყვანა, გაეცურებინა, დაესაჯა... ერთი სიტყვით, ეჯობა მისთვის და თავისი ქალური პატივმოყვარეობა დაეკმაყოფილებინა. ტიტეს მან უთხრა:
– სიამოვნებით დავკიდებდი იმ ალქაჯს თმით ხეზე და გავშოლტავდი. რაც მასზე მსმენია, თუ სიმართლეა, მაშინ ნაწილ-ნაწილ უნდა აქნა.
– ეს არც თუ ისე ადვილია, – გაეცინა ტიტე ბუკიას, – თანაც, რას ერჩი, დარწმუნებული ვარ, სწორედ ეგ ეძებს გაქცეულ მოზესს და ეძებოს... იქნებ მოძებნოს და წესიც აუგოს. მოზესის გამო ვართ ასეთ დღეში და რაც უფრო მალე მოისპობა, მით უკეთესი ჩვენთვის.
– არ მგონია, რომ მოზესის სიკვდილი შენ ან გოკიელს რამეში დაგეხმაროთ. რა, მოზესს თუ მოიშორებენ, თქვენ მოგეშვებიან? შენ არასასურველი მოწმე ხარ და ლიკვიდაციას ექვემდებარები. გოკიელისგან კი წამლის ფორმულა სურთ. ერთი სიტყვით, დარტყმა არანაირად არ გეხსნებათ და რამე უნდა მოვიფიქროთ.
– რა უნდა მოვიფიქროთ, უნდა დავიმალოთ. დროებით მაინც. მერე კი ღმერთმა იცის, – თქვა ტიტემ.
ანა კიკვაძის ტელეფონმა დარეკა. ჟურნალისტმა დახედა და თქვა:
– ვანიკო მირეკავს.
– ჩვენს საქმეზე ხომ არა? – თქვა ტიტემ.
– არა, – თავი გააქნია ანამ, – ასეთ რამეებზე ტელეფონით არ ვსაუბრობთ, – ანამ უპასუხა.
– ჰო, ვანიკო, გისმენ.
– ახალი ამბავია, ანა, – სხაპასხუპით ამბობდა ვანიკო, – ველის უპატრონოთა სასაფლაოზე პოლიციის სპეცნაზის უფროსის ტრუპი უპოვიათ და კიდევ ორი ტრუპიაო იქ. საინფორმაციოს დირექტორი გეძებს. ასე მითხრა, – ველის სასაფლაოზე გავარდით და სიუჟეტი გააკეთეთო. რა ვქნათ, არ ვიჩალიჩოთ?
– სად ხარ შენ ახლა? – ჰკითხა ანამ სტაჟიორს.
– ტელევიზიაში, – მიუგო ვანიკომ.
– აი, მაქსიმუმ თხუთმეტ წუთში მანდ ვიქნები. შენ ყველაფერი გაამზადე და სტარტზე იყავი. მოვდივარ, – უთხრა ანამ სტაჟიორ-თანაშემწეს და ტელეფონი გათიშა. შემდეგ ტიტეს მიუბრუნდა:
– შენი პროგნოზი ზუსტად ახდა.
– რომელი? – იკითხა ტიტემ.
– ვერის სასაფლაოზე შაკალას და კიდევ ორის ტრუპი უპოვიათ. ისე ზუსტად გამოიცანი, თითქოს შენც ესწრებოდი ამ ამბავს.
– გადიხარ?
– აბა, რა ვქნა?! – მხრები აიჩეჩა ანა კიკვაძემ, – სიუჟეტი უნდა გავაკეთო ტელევიზიისთვის. თანაც, ძალიან მაინტერესებს, რა მოხდა და იქნებ, მინისტრის კომენტარს მაინც გამოვკრა ხელი?
– გადარეული იქნება. ალბათ, დანა პირს არ უხსნის. არ მგონია, დაგელაპარაკოს, – თქვა ტიტემ და დააყოლა, – წადი, იჩქარე, თორემ სხვა დაგასწრებს და ექსკლუზივი აღარ გექნება.
– მოიცა, მოიცა, – თქვა ანამ. შემდეგ მინისტრის მობილურის ნომერი აკრიფა და დაელოდა.
– მობილურზე ურეკავ და იმედი გაქვს, რომ გიპასუხებს? – ირონიით თქვა ტიტე ბუკიამ. ანამ კი ანიშნა, გაჩუმდიო.
– გამარჯობა, ბატონო მინისტრო, როგორ ბრძანდებით?
– გაგიმარჯოს, ანა, თქვენ როგორ გიკითხოთ? – კითხვა შეუბრუნა შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტს.
– არა მიშავს, ბატონო მინისტრო. თქვენთან თხოვნა მაქვს.
– გისმენთ, ანა.
– თქვენგან კომენტარი მინდა.
– რა თემაზე?
– ველის სასაფლაოზე აღმოჩენილი გვამების თაობაზე.
– თანახმა ვარ, შეგიძლიათ, თხუთმეტ წუთში მოხვიდეთ?
– მაქსიმუმ, ნახევარ საათში.
– კარგი, იყოს ნახევარი საათი გელოდებით.
– ორნი ვიქნებით, ბატონო მინისტრო – მე და ჩემი ოპერატორი.
– კი, ბატონო. გელოდებით. ნახვამდის, – თქვა მინისტრმა და ტელეფონი გათიშა.
ანამ ვანიკოს გადაურეკა და სრული აღჭურვილობით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მისვლა დაავალა. შემდეგ ტელეფონი გათიშა და ტიტე ბუკიას უთხრა:
– ხედავ, როგორ გავარტყი? შეიძლება, ინტერვიუსაც კი გამოვკრა ხელი.
– უცნაურია, – თავი გააქნია ტიტემ,  – ჯერ ტელეფონზე გიპასუხა, შემდეგ კომენტარზე დაგთანხმდა. დაბნეულია თუ რა სჭირს?!
– ალბათ, შიშმა გაადობრა, – თქვა ნუკამ, რომელიც მანამდე უხმოდ უსმენდა თავისი ბავშვობის მეგობრისა და საყვარლის დიალოგს.
– მაგას რა გაადობრებს. უბრალოდ, ძალიან შეშინებულია და ასეთ დროს ხდება ხოლმე მასე, – თქვა ტიტემ, ანამ კი დააყოლა:
– ასეა თუ ისე, წავედი. აბა, თქვენ იცით, ძვირფასებო. თუ ახალი და სასწრაფო იქნა რამე, მაშინ ეგრევე ამოგაკითხავთ. თუ არა და – უფრო გვიან. თუმცა ორივე შემთხვევაში, წინასწარ დაგირეკავ, ნუკ...
– კარგი, ანა. ნახვამდის, – მიუგო ნუკა ჭყონიამ სტუმარს და გადაკოცნა. შემდეგ კარამდე მიაცილა. იქაც გადაკოცნა, თან უთხრა:
– პაკა, პაკა. აბა, შენ იცი.
***
გენო კოკაიასთან შეკედლებულმა მოზესმა შუადღისას გაიღვიძა. წამოდგა და მასპინძელს უთხრა:
– კარგა ხანია, ასე კარგად არ გამომიძინია. შეიძლება ითქვას, სრულად აღვიდგინე ძალები და შემიძლია, მთელი ენერგიით შევუდგე საქმეს.
მასპინძელი დარწმუნებული იყო, რომ მოზესი „ბლეფაობდა,” გენო მოატყუა და არავისთვის უთქვამს კოკაიასთან ვიზიტის თაობაზე. ქილერი გენოსთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა მოზესის უკვალოდ გაქრობა და ამას მაინც იზამდა. მაგრამ, ჯერჯერობით იმიტომ იკავებდა თავს, რომ მოზესი გამოეყენებინა კიბოს წამლის ფორმულის გაყიდვის საქმეში და მხოლოდ ამის მერე გაამგზავრებდა მას საიქიოში.
– მოხარული ვარ, რომ დაისვენეთ. წამობრძანდით და ისაუზმეთ, – უთხრა გენომ მოზესს.
– ჯერ, თქვენი ნებართვით, აბს მივიღებ.
– რა თქმა უნდა. შემდეგ კი სამზარეულოში გელოდებით, – უთხრა გენომ სტუმარს და ოთახიდან გავიდა.
მოზესი თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ შევიდა სამზარეულოში. გაშლილ სუფრას მიუჯდა, საუზმეს შეუდგა და თან გენოს უთხრა:
– ახალი იდეა ხომ არ გაქვთ ჩვენს საქმესთან დაკავშირებით?
– ინფორმირებულ ხალხს დავუკავშირდი და ვფიქრობ, სულ მალე კვალზე გავალთ.
– უკვე? – გაუკვირდა მოზესს.
– დიახ. ზარს ველოდები, –  დაუდასტურა კოკაიამ.
– ოპერატიულად მუშაობთ.
– ასეთი პროფესია მაქვს, – მიუგო გენომ სტუმარს. შემდეგ კი მობილურს უპასუხა:
– გისმენ. კარგი, გასაგებია, – მასპინძელმა ტელეფონი გათიშა და კომპიუტერისკენ გაემართა, მოზესს კი უთხრა:
– ტიტე ბუკიას სავარაუდო ადგილსამყოფლის მისამართები გამომიგზავნეს ინტერნეტით და ვნახავ.
– ძალიან კარგი. ესე იგი, დიდი ნადირობა იწყება, – თქვა მოზესმა და ლუკმა გადაყლაპა.
კოკაიამ გამოგზავნილი მისამართები ამობეჭდა და მოზესს უთხრა:
– აქ სულ ექვსი მისამართია. როგორც ჩემი წყარო მეუბნება, ტიტე ბუკია ერთ-ერთზე აუცილებლად უნდა იყოს. ვფიქრობ, საიდან დავიწყო.
– დავიწყოთ, – დააზუსტა მოზესმა.
– თქვენც ჩემთან ერთად წამოსვლას აპირებთ?
– რატომაც არა? – კითხვითვე მიუგო მოზესმა მასპინძელს.
– ძალიან სახიფათოა. ძებნაში ხართ. თანაც, ამ ამბავს შესაბამისი გამოცდილება, კვალიფიკაცია სჭირდება.
– ჩემს გამოცდილება-კვალიფიკაციაზე დარდი ნუ გაქვთ. საფრანგეთის უცხოურ ლეგიონსა და კონტრდაზვერვაში ვარ ნამსახურები. ძებნით კი მეძებონ. სათვალეს მოვირგებ. თანაც, ალბათ, მანქანით ვიმოძრავებთ და არა მგონია, გამომიჭირონ.
– თუ ასეთი სკოლა გაქვთ გავლილი, სხვა საქმეა, – გაეღიმა კოკაიას და მოზესს ჰკითხა:
– პისტოლეტი გნებავთ?
– დიახ. თუკი ამის შესაძლებლობაა.
– რა თქმა უნდა, არის, – გენო კოკაიამ მოზესს „გლოკის“ სისტემის პისტოლეტი გაუწოდა და დააყოლა, – კმაყოფილი ხართ?
– რა თქმა უნდა, – მიუგო მოზესმა და ჰკითხა:
– მოიფიქრეთ, საიდან დავიწყოთ ძებნა?
– დიახ.
– საიდან?
– საიდან და ტიტე ბუკიას საყვარლის, ნუკა ჭყონიასგან. გამორიცხული არაა, რომ ტიტე ბუკია სწორედ იქ აფარებდეს თავს და თუკი მართლაც მასეა, ძალიან ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ. მხოლოდ ტიტეს ვტოვებთ ცოცხალს, ისიც ცოტა ხნით. მანამდე, სანამ პროფესორ პავლე გოკიელის ადგილსამყოფელს არ გავიგებთ მისგან და დავრწმუნდებით, რომ სწორ გზაზე ვდგავართ.
– გეთანხმებით. გეტყობათ მსჯელობაზე, რომ ნამდვილი პროფესიონალი ხართ, – უთხრა მოზესმა კოკაიას და „გლოკი“ ქამარში გაირჭო.
***
ანა კიკვაძე შინაგან საქმეთა მინისტრისგან კმაყოფილი ბრუნდებოდა, რადგან ვრცელი და ამომწურავი ინტერვიუ ჩაწერა მასთან და ახლა ვანიკო მიქაძესთან ერთად ტელევიზიაში მიიჩქაროდა ფირის დასამონტაჟებლად. უცებ ვანიკოს ლეპტოპი აციმციმდა. ბიჭმა კომპიუტერი გაშალა, ეკრანს დააკვირდა და ანას უთხრა:
– ობიექტზე სტუმრები გამოჩნდნენ.
– რომელზე?
– ნუკა ჭყონიასთან, – მიუგო ვანიკომ ანას და კომპიუტერის ეკრანი დაანახვა, რომელზეც ნათლად მოჩანდა, თუ როგორ ათვალიერებდა გენო კოკაია ნუკა ჭყონიას სახლს. შემდეგ კი სადარბაზოში შევიდა და იქ განაგრძო დაზვერვა.
ვანიკომ, ანას თხოვნით, ნუკას სახლის მიმდებარედ და სადარბაზოში რამდენიმე მინივიდეოთვალი ფარულად დააყენებინა იქაურობის საკონტროლებლად, რადგან დარწმუნებული იყო, ადრე თუ გვიან, მას სტუმრები ეწვეოდნენ. ამის შესახებ ნუკამ და ტიტემ არაფერი იცოდნენ და ანა არც აპირებდა თქმას, რომ ბავშვობის მეგობარი არ შეეშინებინა.
– იმაზე ბევრად უფრო ადრე გამოჩნდნენ სტუმრები, ვიდრე მე ვფიქრობდი, – თქვა ანამ და ტელეფონი მოიმარჯვა.
– რა იცი, რომ ეს კაცი მარტოა? – იკითხა ვანიკომ, – ან სულაც, იქნებ არც კია სტუმარი და გზა აერია?
– სტუმარია, სტუმარი და არც მარტო მივიდა, – მიუგო ანამ ვანიკოს. შემდეგ ანიშნა, – გაჩუმდიო და ტელეფონში თქვა:
– ნუკა, დრო არ ითმენს. არ მკითხო რა და როგორ. რასაც გეტყვი ის გააკეთე. სტუმრები გყავთ, რაც ძალიან სახიფათოა. ამიტომ, ჩვენი ხვრელით ისარგებლეთ. მანდაურობას მოშორდით და საიმედო ადგილზე გადადით, ჩემთან. გასაგებია?
– გასაგებია.
– ახლავე წადით. მე კი გავაფრთხილებ. გასაგებია?!
– გასაგებია, – მიუგო ნუკამ და ტელეფონი გათიშა.
ანამ სახლში დარეკა და მეუღლეს უთხრა:
– ცოტა ხანში ჩემი გამოგზავნილი სტუმრები მოვლენ და მიხედე. მე მალე მოვალ.
– გასაგებია, – მიუგო ანას მეუღლემ და ტელეფონი გათიშა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3