კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საკვები, რომელიც სტრესს, გაციებასა და გრიპს ებრძვის #50

როცა დილით ნაჩქარევად ვსაუზმობთ და სამსახურებში გავრბივართ. შესვენებაზე კი, თუ მოვახერხებთ რაიმე გემრიელისა და სასარგებლოს, უფრო ხშირად კი, უსარგებლოს შეჭმას, ამით ორგანიზმს საკმაოდ დიდ სტრესს ვაყენებთ.
ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქტების  ხშირი მიღება კი, სტრესებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ – ნაკლებად გაცივდებით, ნაკლებად დაგემართებათ გრიპი და არც სტრესული სიტუაციებიც მოახდენს ისეთ ზეგავლენას ორგანიზმზე, როგორიც მაშინ ექნებოდა, თუ საჭირო და სასარგებლო ნივთიერებებს არ მიაწვდიდით.
ფორთოხალი
ციტრუსები დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს. ეს ვიტამინი იმუნურ სისტემას გაგიძლიერებთ. გარდა ამისა, ფორთოხლის არომატის წყალობით, სტრესული სიტუაციების შემდეგ, უფრო ადვილად დამშვიდდებით, მოიხსნით  დაღლილობას და ფორმაში ჩადგებით.
გარგარის ჩირი ანუ კურაგა
ეს გემირელი სასუსნავი, მაგნიუმითაა მდიდარი. შეგიძლიათ, პირდაპირ მიირთვათ, ან სწრაფი საუზმე მოიმზადოთ შვრიის ფანტელის, ცხელი რძისა და გარგარის ჩირისგან.
ისპანახი და ყვავილოვანი კომბოსტო
ისპანახი და ყვავილოვანი კომბოსტოც მაგნიუმის საბადოა. მაგნიუმის ნაკლებობამ კი, დიდი შანსია, ქრონიკული დაღლილობის შეგრძნება გამოიწვიოს. ერთი ულუფა ისპანახი მაგნიუმის დღიური ნორმის 40 პროცენტს შეიცავს.
ნუში, ფსტა და თხილი
ნუშში ბევრი E და B ვიტამინია, რომელიც იმუნური სისტემის კარგ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. თხილი და ფსტა, რომელსაც უმეტესობა „ფისტაშკის” სახელით იცნობს, სისხლის წნევას არეგულირებს.
ინდაურის ხორცი
ინდაურის ხორცი L-ტრიფტოფანს შეიცავს, რომელიც დამამშვიდებელ ზემოქმედებას იწვევს. გარდა ამისა,  ბედნიერების ჰორმონის – სეროტონინის დონის ამაღლებას იწვევს. სეროტინინის მაღალი დონე კი, ბედნიერებისა და სიმშვიდის განცდის გარანტიაა.
შოკოლადი
სეროტონინის დონის ამაღლების კიდევ ერთი წყარო შოკოლადია, რომელიც შეგიძლიათ მუდმივად, ჩანთით  ატაროთ. განსაკუთრებით რთულ მომენტებში, მაშინ, როცა იმდენი საქმე გაქვთ, რომ აღარ იცით, საიდან დაიწყოთ, ჩაკბიჩეთ შოკოლადი და იგრძენით, როგორ ივსებით ახალი ენერგიით.

скачать dle 11.3