გერმანული დიეტა და 2 კვირაში მინუს 10 კილოგრამი #50
ამ დიეტას „გერმანული“ იმიტომ დაარქვეს, რომ, თუ გერმანელებისთვის დამახასიათებელი სიზუსტითა და პუნქტუალობით დაიცავთ, ორ კვირაში, ზუსტად ათ კილოგრამ ზედმეტ წონას ადვილად დაიკლებთ. ყველა საკვები უნდა მიიღოთ უშაქროდ და უმარილოდ. აუცილებელია ყოველდღიურად 1,5 წყლის მიღება.
პირველი დღე:
საუზმე: შავი ყავა უშაქროდ.
სადილი: 2 მოხარშული კვერცხი, პომიდორი.
ვახშამი: მოხარშული ან შემწვარი თევზი უმარილოდ.
მე-2 დღე:
საუზმე: შავი ყავა ორცხობილით.
სადილი: მოხარშული ან შემწვარი თევზი უმარილოდ, კომბოსტოს სალათა ზეთით.
ვახშამი: 200 გრამი ხორცი, 1 ჭიქა მაწონი.
მე-3 დღე:
საუზმე: შავი ყავა ორცხობილით.
სადილი: 1 ცალი ზეთში შემწვარი ბადრიჯანი, 1 ვაშლი.
ვახშამი: 2 კვერცხი, 200 გრამი მოხარშული ხორცი, კომბოსტოს სალათა ზეთით.
მე-4 დღე:
საუზმე: შავი ყავა.
სადილი: 1 მოხარშული კვერცხი, 3 ცალი სტაფილო ზეთში, 15 გრამი ყველი.
ვახშამი: ხილი.
მე-5 დღე:
საუზმე: 3 ცალი გახეხილი სტაფილო ან სალათა უზეთოდ.
სადილი: მოხარშული ან შემწვარი თევზი, 1 პომიდორი.
ვახშამი: ხილი.
მე-6 დღე:
საუზმე: ყავა.
სადილი: მოხარშული ნახევარი ქათამი, კომბოსტოს ან სტაფილოს სალათა უზეთოდ.
ვახშამი: 2 კვერცხი, 1 გახეხილი სტაფილო.
მე-7 დღე:
საუზმე: ჩაი.
სადილი: 200 გრამი ხორცი, ხილი.
ვახშამი: 3 კვერცხი, კომბოსტოს სალათა ზეთით.
მე-8 დღე:
იგივე, რაც მე-6 დღეს.
მე-9 დღე:
იგივე, რაც მე-5 დღეს.
მე-10 დღე:
იგივე, რაც მე-4 დღეს.
მე-11 დღე:
იგივე, რაც მე-3 დღეს.
მე-12 დღე:
იგივე, რაც მე-2 დღეს.
მე-13 დღე:
იგივე, რაც პირველ დღეს.
მე-14 დღე:
იგივე, რაც მე-7 დღეს.