გაიგეთ თქვენი ფსიქოლოგიური ასაკი #50
ეს ტესტი სრულიად შეესაბამება რეალობას. ნუ მიაქცევთ ყურადღებას თარიღს, რომელიც თქვენს პირადობის მოწმობაშია ჩაწერილი. შინაგანად რამდენი წლის ხართ, ამ ტესტით გაიგებთ.
პასუხისთვის „ა” – დაიწერეთ 1 ქულა
პასუხისთვის „ბ” – 2 ქულა
პასუხისთვის „გ” – 3 ქულა
პასუხისთვის „დ” – 4 ქულა
დაწერილი ქულები შეკრიბეთ და ნახეთ შედეგი – ქულები შეესაბამება თქვენს ასაკს.
1. უცებ აღმოჩნდა, რომ თავისუფალი დრო გაქვთ, როგორ გაატარებთ მთელ დღეს?
ა) მეგობრებთან ერთად გავერთობი;
ბ) გავისეირნებ ბუნებაში;
გ) წიგნებს ჩავუჯდები;
დ) ტელევიზორში ფილმებს ვუყურებ.
2. როგორ სამუშაოს ანიჭებთ უპირატესობას?
ა) შემოქმედებითს, არა რუტინულს;
ბ) სტაბილურს, საინტერესოსა და პოზიტიურს;
გ) მხოლოდ სასიამოვნოს, კარგი კოლექტივით;
დ) მხოლოდ ისეთს, რომელიც პროფესიონალად გამზრდის.
3. რას აფასებთ ადამიანებში ყველაზე მეტად?
ა) ორიგინალურობას;
ბ) ოპტიმიზმსა და კომუნიკაციის უნარს;
გ) წესიერებასა და ნებისყოფას;
დ) ორგანიზებულობასა და საიმედოობას.
4. როგორ იღებთ გადაწყვეტილებას?
ა) სხვადასხვა ვარიანტს დიდხანს ვარჩევ, ბევრს ვფიქრობ;
ბ) მაქსიმალურად ბევრ ინფორმაციას ვაგროვებ;
გ) საკუთარ თავს ვეკითხები, რა მინდა ყველაზე მეტად;
დ) რისკებს ვითვლი. მოსალოდნელ შედეგებს ვაანალიზებ.
5. ყველაზე ძალიან გეშინიათ:
ა) მარტო დარჩენის;
ბ) შესაძლებლობის ხელიდან გაშვების;
გ) ვერ მოასწროთ ის, რაც ჩაიფიქრეთ;
დ) ცხოვრებას არ ჩამორჩეთ.
6. იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიო, აუცილებელია...
ა) იყო გაბედული და მიზანდასახული;
ბ) იცოდე შენი ძლიერი და სუსტი მხარეები;
გ) სწორად ჩამოაყალიბო პრიორიტეტები;
დ) ძალიან ბევრი იშრომო.
7. როგორი უნდა იყოს წარმატებული ადამიანის ჩაცმულობა?
ა) რა თქმა უნდა, მოდური;
ბ) კარგად მორგებული ტანსაცმელი;
გ) ძვირფასი და მოდური;
დ) მოხერხებული და ელეგანტური.
8. როგორ უყურებთ ცვლილებებს:
ა) ენთუზიაზმით. მთავარია, არ მოვიწყინო;
ბ) ინტერესით;
გ) ცოტა სიფრთხილითა და შიშითაც.
დ) ნეგატიურად. კონსერვატორი ვარ.
9. რა ასაკის ადამიანებთან გრძნობ თავს კომფორტულად?
ა) 20 და ცოტა მეტის;
ბ) 30 და ცოტა მეტის;
გ) 45 და მეტის;
დ) მთავარია, ჩემზე უფროსები იყვნენ.
10. ცხოვრებით ტკბობისთვის გჭირდებათ:
ა) სრული თავისუფლება;
ბ) საინტერესო საქმე, ჰობი;
გ) მატერიალური სტაბილურობა;
დ) ჯანმრთელობა.
10-17 ქულა: აი, რა ასაკის შესაფერისი აზროვნება და შინაგანი მოწყობა გაქვთ – ეძებ პასუხებს კითხვებზე: ვინ ვარ? როგორი ვარ? უკვე დროა, გადაწყვიტოთ, რა გინდათ ცხოვრებაში.
18-27 ქულა: ამ ასაკის ადამიანის გონება, განწყობა და ქმედებები გაქვთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან ბევრს იღებთ საკუთარ თავზე. ძალიან აქტიური, ინიციატივიანი და რისკიანი ხართ. მეტი სიფრთხილე არ გაწყენდათ.
28-35 ქულა: მიღწევები გაქვთ. შრომას ვერავინ დაგიკარგავთ. ისიც იცით, რომ იოლად არაფერი მოდის. რაციონალურად აზროვნებთ და მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიხართ. ჯერ კიდევ ბევრ, კარგ საქმეს გააკეთებთ.
36-40 ქულა: ისე გრძნობთ თავს, როგორც ამ ასაკის ადამიანი. უკვე ყველაფერი გააზრებული უნდა გქონდეთ. ცვლილებები არ მოგეწონებათ, მაგრამ თუ რაღაც არ გამოდის, დრო კიდევ გაქვთ, ყველაფერი თავიდან დაიწყოთ.