კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ტონზილიტის მკურნალობა სახლის პირობებში #50


იმუნური სისტემის გასაძლიერებლად კარგია პროპოლისის მიღება. ჩაიდეთ პირში მისი თუნდაც პატარა ნაჭერი. ის ბადებს და აძლიერებს ორგანიზმში თავდაცვით უნარს. ასევე, ძალიან კარგია ახლად დამზადებული ხახვის წვენი, რომელიც თანაბარი პროპორციით უნდა იყოს შერეული თაფლთან. მიიღეთ ის დღეში სამი-ოთხჯერ, ეს მკურნალობს დაავადებას და აძლიერებს იმუნურ სისტემას. ამ მიზნისთვის ასევე, ძალიან კარგია ალოეს წვენი. აიღეთ ალოეს დაჭრილი ფოთოლი, გამოწურეთ წვენი და ერთი ჩაის კოვზი მიიღეთ უზმოზე, დღეში ერთხელ, ერთი კვირის განმავლობაში. არაჩვეულებრივი საშუალებაა ნიორიც.  ხუთ კბილ ნიორს შეურიეთი ორი სუფრის კოვზი სალბი და დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი. გააჩერეთ თხუთმეტი წუთი, გაფილტრეთ და დღეში სამი-ოთხჯერ მიიღეთ, საერთო ჯამში, ერთი ჭიქის ოდენობით. ასევე, აიღეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი, დაასხით ორასი მილილიტრი არაყი და ორი კვირის განმავლობაში შეინახეთ ბნელ ადგილას. შემდეგ გახსენით თბილ წყალში და მიიღეთ.
ტონზილიტის სახლში სამკურნალოდ შეიძლება გამოიყენოთ ნიორი ინჰალაციისთვის. ამისთვის ნივრის წვენს დაასხით მდუღარე წყალი. დაიფარეთ ცხვირი და თვალები პირსახოცით და ისუნთქეთ ორთქლი პირით. ჩაიტარეთ პროცედურა ორი კვირის განმავლობაში.
შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი კოქტეილი: ერთ ჭიქა იოგურტს დაამატეთ ერთი ჩაის კოვზი ასკილის სიროფი, ნახევარი ლიმონის წვენი, ორი სუფრის კოვზი ჭარხლის წვენი და ეს ნარევი მიიღეთ დღეში ორჯერ, ორი სუფრის კოვზის ოდენობით, არანაკლებ ორი დღის განმავლობაში.
აიღეთ, ორი დიდი კბილი ნიორი, დაჭყლიტეთ, აადუღეთ ერთი ჭიქა რძე და დაასხით მას. ცოტა ხნით დადგით, რომ გაგრილდეს, გაწურეთ და დალიეთ ჯერ კიდევ თბილი.
250 მილილიტრ წყალში ჩაასხით ერთი სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი და დალიეთ ოთხ-ხუთ საათში ერთხელ.
შეურიეთ ერთი ერთზე ლიმონის წვენი და წყალი, მიიღეთ დღეში სამჯერ.
აიღეთ მცირე რაოდენობით ცაცხვის ყვავილი, მუხის ქერქი, გვირილა და შეურიეთ სამივე ისე, რომ საერთო რაოდენობა გამოვიდეს ერთი სუფრის კოვზი. დაასხით მას 250 მილილიტრი მდუღარე წყალი, ხარშეთ ხუთი წუთით და დააყოვნეთ ერთი საათი. ამის შემდეგ შეგიძლიათ, დღეში სამჯერ გამოივლოთ ხორხში, შემდეგ კი ერთი ჩაის კოვზი თაფლი დააყოლეთ.
250 მილილიტრ წყალს, რომელიც ოთახის ტემპერატურაზე იქნება გამთბარი, დაამატეთ რამდენიმე წვეთი რეჰანის ეთერზეთი. ორი-სამი საათი გააჩერეთ და შემდეგ საგულდაგულოდ გამოივლეთ პირის ღრუში.

მკურნალობა ხახვით
სმენის გასაუმჯობესებლად აურიეთ ერთი კოვზი ხახვის წვენი და იმავე რაოდენობის არაყი ერთმანეთში და ჩაიწვეთეთ ყურში ერთი წვეთი, დღეში ერთხელ, ათი-თორმეტი დღის განმავლობაში.
ნაწლავური დარღვევების შემთხვევაში, აიღეთ ორი ხახვი, დაჭერით, დაასხით ერთი ჭიქა ჩინური ჩაი, გააჩერეთ ათი-თხუთმეტი წუთით და მიღებული ნაყენი დალიეთ.
ხახვით მკურნალობა ფართოდ გამოიყენება ტუბერკულოზის დროს. ამისთვის, აიღეთ ხახვი და უბრალოდ, ჩაღეჭეთ. თუ ძლიერი წვის შეგრძნება გაქვთ, მაშინ ხახვის ზომა შეამცირეთ. ჩაღეჭეთ ახალ-ახალი ნაჭრები. ეს პროცედურა უნდა გრძელდებოდეს შვიდიდან ათ წუთამდე ყოველდღიურად. აღნიშნული მეთოდი ბევრმა გამოსცადა.
ხახვით მკურნალობა კარგია მათთვის, ვინც განიცდის ამინდის ცვლილებას. მათ, უბრალოდ, უნდა მიიღონ ხახვი და პური. უსიამოვნო სუნის გასაქრობად კი, გამოიყენონ ლიმონი, ოხრახუში ან პროპოლისი.
ხახვი ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაუმჯობესებას. ერთლიტრიან მინის ჭურჭელში მოათავსეთ ას ორმოცდაათი გრამი წვრილად დაჭრილი ხახვი, ასი გრამი თაფლი და შეინახეთ ორი კვირა. ამის შემდეგ მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი ყოველდღე.
გაციების დროს კი ხახვი დიდი რაოდენობით უნდა ჭამოთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, იცოდეთ, რომ გადაყლაპვამდე, ის ერთი-ორი წუთის განმავლობაში უნდა გაიჩეროთ პირში და ღეჭოთ. გრიპის შემთხვევაში, ორმოცდაათ გრამ წვრილად დაჭრილ ხახვს დაუმატეთ ორი სუფრის კოვზი ძმარი და კარგად აურიეთ. დაუმატეთ ოთხი სუფრის კოვზი თაფლი და მიიღეთ ერთი ჩაის კოვზი ყოველ ნახევარ საათში. გრიპის პრევენციისთვის აურიეთ ხახვისა და სტაფილოს წვენი თანაბარი რაოდენობით და მიიღეთ ორი-სამი წვეთი დღეში სამჯერ. სურდოს შემთხვევაში, ორი სუფრის კოვზ წვრილად დაჭრილ გახეხილ ხახვს დაასხით ორმოცდაათი მილილიტრი თბილი წყალი, დაუმატეთ ნახევარი ჩაის კოვზი თაფლი და დააყოვნეთ ნახევარი საათი. ჩაიწვეთეთ ცხვირში სამიდან ხუთ წვეთამდე. სურდოს თავიდან ასაცილებლად, ასევე კარგია, თუ დაწვავთ ხახვის კანს და კვამლს ცხვირის ნესტოებით შეისუნთქავთ, გარკვეული სიფრთხილის დაცვით. გრიპისა და მწვავე რესპირატორული დაავადებების დროს წვრილად დაჭრილ ხახვს დაასხით ხუთასი მილილიტრი რძე და გააჩერეთ თორმეტი საათის განმავლობაში. მიიღეთ ის ჭამამდე თხუთმეტი წუთით ადრე.
თუ უძილობა გაწუხებთ, სანამ დასაძინებლად დაწვებით, შეჭამეთ ერთი ხახვი. ეს ხელს შეგიწყობთ, რომ ჯანმრთელი და მშვიდი ძილი დაიბრუნოთ. თაფლი, ხახვთან ერთად, ასევე, არაჩვეულებრივი საშუალებაა გონების მუშაობის გასაუმჯობესებლად.
ხახვით მკურნალობენ ათეროსკლეროზს. ამისთვის უნდა მიიღოთ გახეხილი ხახვისა და ვაშლის ნარევი. ორ-ორი ხახვი და ვაშლი გახეხეთ, დაასხით ოთხასი მილილიტრი წყალი და მიიღეთ ასი მილილიტრი დღეში სამჯერ.
ნაწლავის ატონიის დროს თხუთმეტი წვეთი ხახვის წვენი დაუმატეთ თქვენს საკვებს.
ბრონქიტის გართულების შემთხვევაში კი, ნახევარი კილოგრამი ხახვისგან გამოწურულ წვენს დაუმატეთ  ნახევარი კილოგრამი შაქარი და დააყოვნეთ ორი კვირა. ამ დროის გასვლის შემდგომ მიიღთ ის ყოველი ჭამისას ერთი სუფრის კოვზის ოდენობით.
ხახვი გამოიყენება ჭიების მკურნალობის დროსაც. დაჭრილ ხახვს დაუმატეთ ერთი ჭიქა წყალი და გააჩერეთ თორმეტი საათი. მიიღეთ ჭამამდე, ნახევარი ჭიქის ოდენობით. მკურნალობა გრძელდება ოთხი დღე.

ბუასილის მკურნალობა
ტრადიციულ მედიცინაში ბუასილის მკურნალობის ბევრი მეთოდი არსებობს. მათ შორისაა მკურნალობა: მცენარეებით, აბაზანებით, ხელნაკეთი სანთლებით. ამით შესაძლებელია სისხლძარღვთა კედლის გაძლიერება და სისხლდენის შეჩერება, ასევე, ანთების შემცირება. მაგალითად: კარგია ჟოლოს ფოთლის ნახარში, მას აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ორი სუფრის კოვზ ჟოლოს დაასხით ერთი ჭიქა წყალი, მოხარშეთ და მიიღეთ დღეში ორჯერ.
ბუასილის დროს არაჩვეულებრივ შედეგს იძლევა ჭარხლის წვენის მიღება დღეში ოთხჯერ 50 მილილიტრის ოდენობით. კარგია ასკილიც, ის აძლიერებს სისხლძაღვთა კედლებს. ასკილის გატარებულ ნაყოფს დაასხით მდუღარე წყალი და დატოვეთ ათი საათის განმავლობაში. ასკილი უნდა იყოს ერთი სუფრის კოვზი, მდუღარე წყალი კი – ნახევარი ლიტრი. შეგიძლიათ, დაამატოთ მცირე რაოდენობით თაფლი ან შაქარი. როგორც უკვე ვთქვით, ბუასილთან ბრძოლის ერთ-ერთი გზა აბაზანებია. თბილ აბაზანაში ჩაყარეთ ხახვის კანი. ეს დაგეხმარებათ, როგორც  სისხლდენისა და ტკივილის შეჩერებაში, ასევე გაგიძლიერებთ სისხლძარღვთა კედლებს.
ბუასილის დროს პაციენტმა რადიკალურად უნდა შეამციროს მარილის მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამან შეიძლება, გამოიწვიოს დაავადების გართულება. მაგრამ, მარილი ყველა სახით არ მტრობს ბუასილს. ტრადიციულ მედიცინაში არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომელიც მარილის საშუალებით დაგეხმარებათ ბუასილთან ბრძოლაში. აადუღეთ 2 ან 3 ლიტრი წყალი 500 გრამ მარილთან ერთად. წყალი ცოტა გააგრილეთ. თუმცა, უმჯობესია, იყოს ცხელი, იმდენად, რამდენის გაძლების უნარიც გექნებათ. ჩაასხით თასში და ჩაჯექით მასში. იჯექით მანამ, სანამ წყალი არ გაგრილდება. ეს პროცედურა უნდა ჩაიტაროთ დაწოლამდე, მინიმუმ სამი დღე.  ეს, რა თქმა უნდა, ვერ მოგცემთ სრულყოფილ შედეგს, მაგრამ სწრაფად და მარტივად აღმოფხვრის ტკივილს.
ორი კილოგრამი მარილი ჩაყარეთ თბილი წყლით სავსე აბაზანაში. ის მოგიხსნით ტკივილს, გაწმენდს ორგანიზმს, ასევე სასარგებლოა კანისთვის, რევმატიზმების, ვარიკოზული ვენებისა და სხვა დაავადებებისას. თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ ამ აბაზანების ხანგრძლივად გამოყენება შეიძლება, პირიქით, მავნე აღმოჩნდეს. საკმარისია ათი-თხუთმეტი წუთი. ამ შემთხვევაში, აბაზანა არ უნდა იყოს ცხელი.
აიღეთ მუხის ქერქი, სელის თესლი და გვირილის ყვავილი – ყველაფერი ერთად ორი სუფრის კოვზის ოდენობით. მათ შორის, ყველაზე მეტი უნდა იყოს სელის თესლი, შედარებით ნაკლები – გვირილის ყვავილი და ყველაზე ცოტა – მუხის ქერქი. დაასხით ხუთასი მილილიტრი მდუღარე წყალი და გააჩერეთ ათი საათის განმავლობაში. შემდეგ კარგად გაფილტრეთ და მიღებული ნაყენი დალიეთ დღეში სამჯერ ჭამის შემდეგ.
ბუასილის სამკურნალოდ, ასევე, გამოიყენება წაბლის ქერქი. 2-3 სუფრის კოვზ წაბლის ქერქს დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი და ხარშეთ დაბალ ტემპერატურაზე, თხუთმეტი წუთის განმავლობაში. დატოვეთ შვიდი-რვა საათი და გაფილტრეთ. გამოიყენეთ აბაზანისთვის. ასევე, ბუასილის დროს სასარგებლოა წაბლის ყვავილების ნახარში – 25-30 წვეთი დღეში 2-3-ჯერ. ეს ხელს შეუწყობს სისხლძარღვის კედლების გაძლიერებას და ამცირებს ანთებით გამოვლინებებს.
ბუასილის სამკურნალო ხალხურ საშუალებებს შორისაა კარტოფილიც. მიიღეთ კარტოფილის წვენი ნახევარი ჭიქა დღეში სამჯერ ჭამის წინ. მკურნალობის სრული კურსი მოიცავს ათ დღეს.

როგორ გავიწმინდოთ გული
 გულის გაწმენდა აუცილებელია, რადგან დროთა განმავლობაში გულის კუნთში გროვდება დაუძლურებული უჯრედები, ლორწო, ჭარბი მარილები და სხვა. გარდა ამისა, თუკი მსხვილი ნაწლავის ფუნქციები დარღვეულია, იმის გამო, რომ ვენური სისხლი სწორი ნაწლავის ქვემოთა ნაწილიდან ღვიძლში გავლის გარეშე, გაუსუფთავებელი სახით პირდაპირ გულში ხვდება - ეს დამატებით აჭუჭყიანებს გულს და საჭირო ხდება მისი გაწმენდა წელიწადში ორჯერ. გაწმენდის შედეგად უმჯობესდება გულის მუშაობა, გულის კუნთი განახლდება და ინფარქტის წარმოშობის შესაძლებლობა მცირდება.
როგორ უნდა გავიწმინდოთ გული?
აიღეთ 1 ლიტრი რძე და სამი ცალი ლიმონი. დილით ერთ მესამედ რძეში ჩაწურეთ ერთი ცალი ლიმონი და დალიეთ. გაიმეორეთ იგივე პროცედურა შუადღისით და მესამედ – საღამოს, ძილის წინ ისევ იგივე ნარევი მიიღეთ. ამ პროცედურების ხანგძლივობა ორი კვირაა. პარალელურად, კარგი იქნება, თუ მთელი დღის განმავლობაში ჯანსაღად იკვებებით და საერთოდ არ მიიღებთ ხორცს.

скачать dle 11.3