კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ძალიან განსხვავებული #50



ქალი და მამაკაცი ვერასდროს იქნებიან სრულიად თანასწორნი. თუნდაც იმ მარტივი მიზეზით, რომ ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. თანაც, არა მხოლოდ ანატომიური აგებულებით.
მაინც რას აკეთებენ განსხვავებულად ქალები და კაცები?
* იხდიან ტანსაცმელს – დააკვირდით, მამაკაცი და ქალი მაისურს სხვადასხვაგვარად იხდის. მამაკაცი, როგორც წესი, ხელებს მხრებს უკან გადაიტანს და მაისურის ზედა კიდეს ან საყელოს ქაჩავს. ქალი კი წინიდან გადაიჯვარედინებს ხელებს და ტანსაცმელს იწევს ქვედა კიდედან.  თუმცა, შეიძლება, მამაკაცმა  ამ ხერხებიდან ორივე გამოიყენოს, მაგრამ ქალი მხოლოდ მეორეს იყენებს. სხვათა შორის, მიზეზი მარტივია: ქალის ტანსაცმელი, ჩვეულებრივ, უფრო ტანზე მომდგარია და უკნიდან ქაჩვით ვერ გაიხდის. მამაკაცის სამოსი კი უფრო თავისუფალია.
* თუ ქალს და მამაკაცს სთხოვთ, გაშლილი ხელები გიჩვენოთ, მამაკაცი, როგორც წესი, ხელისგულებს გიჩვენებთ, ქალი კი – ხელის ზედა მხარეს.
* მამაკაცი ბურთს თავის ზემოდან ისვრის, ქალი კი მას ორივე ხელით იჭერს წინ და ქვემოდან ზემოთ ისვრის.
* მამაკაცები, მთქნარებისას მუშტს იფარებენ პირზე, ქალები – ხელის გულს.
* ქალებს მამაკაცებზე უკეთ ესმით და შესანიშნავად არჩევენ მაღალ სიხშირეებს. ქალის ტვინი დაპროგრამებულია ბავშვის ყვირილზე, მამაკაცების უმრავლესობას კი, ღამით ბავშვის ყვირილი არ ესმის და ძილს განაგრძობს. თუ სადმე კატამ დაიკნავლა, პირველი ამას ისევ და ისევ ქალი შეამჩნევს. სამაგიეროდ, მამაკაცს დროსა და სივრცეში უკეთესი ორიენტაცია აქვს. სწორედ ის გაიგებს პირველი, სად იმალება ზემოაღნიშნული მჩხავანა კატა.
* მამაკაცებს არასდროს ეშლებათ მარჯვენა და მარცხენა, რადგან მოქმედებენ მარჯვენა, ან მარცხენა ნახევარსფეროთი. მაგრამ, თუ ქალს შეეკითხებით, რომელია მარცხენა ხელი, პასუხისთვის რამდენიმე წამი დასჭირდება. შემთხვევითი არაა, რომ  ამ დროს ქალი ან ხელზე დაიხედავს და საქორწინო ბეჭედს შეამოწმებს ან უცბად გაიხსენებს, რომელი ხელით წერს. ხშირად მამაკაცი ბრაზდება ქალზე, როცა ის ეუბნება, „მარჯვნივ შეუხვიე“, სინამდვილეში კი, თურმე, მარცხნივ გულისხმობს.
* მამაკაცები გარკვევით ხედავენ წინ, დიდ მანძილზე. ეს არის ეგრეთ წოდებული „გვირაბული მზერა” –  მზერა მონადირისა, რომელიც პოულობს და კვალში უდგას ნადავლს. ქალებს კი პერიფერიული მხედველობა უკეთ აქვთ განვითარებული. საქმე ისაა, რომ ქალმა მაქსიმალურად კარგად უნდა, დაინახოს მთელი სივრცე თავის გარშემო, რათა აკონტროლოს ბავშვები და დროულად შენიშნოს საფრთხე.
როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი შემთხვევითია?
ხშირია, როცა მამაკაცი ქალს ადანაშაულებს იმაში, რომ რაიმე საგანი დაუმალა. სინამდვილეში, წინდები, საცვლები, მანქანის გასაღები, საფულე თუ კარაქი - ყველაფერი თავის ადგილზე დევს, უბრალოდ, მამაკაცი ზოგჯერ ვერ ხედავს მათ.
მხედველობის ამ თავისებურებას უფრო სერიოზული შედეგიც აქვს. სადაზღვევო კომპანიების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქალი მძღოლი მამაკაცთან შედარებით, იშვიათად ხვდება ავარიებში, რომელიც გვერდიდან დარტყმითაა გამოწვეული. უფრო მეტი ალბათობაა, რომ ქალი პარალელური პარკირების დროს შეეჯახება რამეს, რადგან მას სუსტად აქვს განვითარებული სივრცის შეგრძნება.
* ქალები ხალათს წელზე იკრავენ, მამაკაცები – თეძოებზე.
* ქალი ელის, რომ მისი საყვარელი კაცი ფრაზის მიღმა ფარულ სიგნალებს წაიკითხავას. მაგრამ, ძვირფასო ქალბატონებო, ნუ ელით ამას! კაცები თქვენს წყენას მხოლოდ პირდაპირი ნათქვამით თუ მიხვდებიან, ან კიდევ კარის გამაყრუებელი გაჯახუნებით.
* მამაკაცს დროის ერთ მონაკვეთში მხოლოდ ერთ საქმეზე კონცენტრირება შეუძლია. მაგალითად, თუ მამაკაცს დაელაპარაკებით, როცა ის წვერს იპარსავს, შეიძლება, უბრალოდ, კანი გაიჭრას.
ქალებს კი შესწევთ უნარი, რამდენიმე საქმე ერთდროულად გააკეთონ: ამზადონ სუპი, ილაპარაკონ ტელეფონზე და ალაგონ სახლი. ამის მიზეზი თავის ტვინის განსხვავებული აგებულება და ისტორიულად სხვადასხვა სოციალური როლებია.
* როცა ქალს პრობლემები აქვს, ესაუბრება ამაზე დედას, მეგობარს, ქმარს, მაღაზიაში გამყიდველს, პარიკმახერს... წერს დღიურში, შეტყობინებებში, სოციალურ ქსელებში. რაც მეტად განიხილავს პრობლემას, მით ადვილი გადასატანი ხდება.
* როცა მამაკაცს აქვს პრობლემა, წვება დივანზე და დუმს ან ფეხბურთს უყურებს. მამაკაცს სჭირდება პრობლემებისგან სხვა რამეზე ყურადღების გადატანა. ასე იხსნის ის სტრესს. ხოლო, როცა დაძაბულობა მცირდება, იწყებს გამოსავლის ძიებას და ამას ყოველთვის მარტო აკეთებს. თუ ამ დროს რჩევებით თავს მოაბეზრებთ, დიდი ალბათობაა, საქმე ჩხუბამდე მივიდეს.
* ქალს თავში რაღაც უზარმაზარი საკუჭნაოსავით აქვს, სადაც უამრავი პატარა ნივთია და ყველას თავისი ადგილი აქვს მიჩენილი. ქალი აკურატულად აგროვებს ინფორმაციას ყველაფერზე: რა სად დევს, ვის რა უყვარს, ვის როდის აქვს დაბადების დღე, რა უნდა გააკეთოს ბავშვმა სკოლაში, რა სთხოვა დედამ... მამაკაცს კი ახსოვს მხოლოდ ის, რაც მთავარია.
ამიტომაც, არ ღირს ერთმანეთის დადანაშაულება!  უბრალოდ, დავაფასოთ ერთმანეთის თვისებები და ჩვენ შორის განსხვავებები.

სიტყვები, რომლებიც
 გვანგრევს

ადამიანი უზამრაზარ ფაბრიკას ჰგავს, რომელშიც ყველა „განყოფილება” მუშაობს, თანაც მუშაობს კონკრეტული „პროგრამის” შესაბამისად.
გული, ტვინი, სისხლი, კიდურები... შემდეგ აზრები, ფიქრები – ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია, ერთმანეთისგან გამომდინარეობს, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ მაშინ გვაფიქრებს, როცა უხეშად გამოთქმული სიტყვები უკან გვიბრუნდება და ფაქტობრივად, გვანგრევს. სამწუხაროდ, ამ სიტყვებს ისე ვამბობთ, არც კი ვუკვირდებით. ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად ვაქციეთ, რაც ძალიან გვირთულებს ცხოვრებას.
ექსპერიმენტები ადასტურებს, რომ ცუდი, სალანძღავი და უხეში სიტყვების გამოყენება არღვევს ჰარმონიულ ბალანსს, განსაკუთრებით ქალებში. სიტყვა – ეს არის პროგრამა, რომელსაც საკუთარ ტვინს და ორგანიზმს კარნახობთ. როცა ადამიანს ლანძღავთ, ამით თქვენს თავსაც აყენებთ სერიოზულ ზიანს, რომელსაც შეიძლება, თავიდან ვერც ამჩნევდეთ, მაგრამ საბოლოოდ, მძიმე შედეგამდე მიგიყვანთ.
არ არის აუცილებელი, თითოეულ თქვენს სიტყვას, რომელსაც წარმოთქვამთ, ანალიზი გაუკეთოთ. მთავარია, თავი შეიკავოთ მძიმე სიტყვებისგან, რათა საკუთარ თავზე არ გამოსცადოთ მათი დამანგრეველი ძალა. არ არის ადვილი ერთბაშად გადაეჩვიოთ იმას, რაც თქვენი ცხოვრების ნაწილად იქცა, მაგრამ აუცილებლად გამოგივათ, რადგან სურვილსაც აქვს ძალა, გამოიყენეთ ის.

скачать dle 11.3