კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს #50

კითხვა: კეთილი საქმეა თუ არა სესხის გაცემა?
პასუხი: სესხის გაცემა, რა თქმა უნდა, კეთილი საქმეა, რადგან სესხი – ეს მეორე ჩუქებაა. ვისაც შეუძლია და სესხს არ გასცემს, განისჯება ადამიანის მიმართ არასათანადო მოპყრობის გამო. თუმცა, მოწყალების გაცემაშიც გონიერებაა საჭირო, რადგან არ უნდა ასესხო, მაგალითად, ლოთს, რომელიც ნასესხები ფულით სასმელს იყიდის.
კითხვა: როგორ უნდა აღვიქვათ ჩვენთვის გაღებული მოწყალება?
პასუხი: მოწყალება უნდა მივიღოთ შიშით, იმიტომ რომ საშინელ სამსჯავროზე პასუხს ვაგებთ მიღებული წყალობისთვის, რომელიც სამაგიერო სიკეთით არ გადაგვიხდია. უნდა ვილოცოთ მწყალობელთათვის, რათა ცოდვაში არ ჩაგვეთვალოს მათგან მიღებული მოწყალება. მორწმუნე ბერები ყოველგვარ დახმარებაზე თავადაც დახმარებით ან საჩუქრით პასუხობდნენ.
კითხვა: როდის არ შეისმენს უფალი ადამიანის ლოცვას?
პასუხი: ლოცვას არ აქვს ფასი, როდესაც ის გულწრფელად არ მიემართება უფლისკენ ან უგულისყუროდ არის წარმოთქმული. თავად მაცხოვარი ბრძანებს ასეთი მლოცველების შესახებ: „ეს ხალხი პატივს მცემს ბაგეებით, მათი გული კი შორს არის ჩემგან“.
კითხვა: ცოდვაა თუ არა მოყვასისადმი საყვედურის თქმა დამსახურებულად?
პასუხი: თუ საყვედურის თქმისას მრისხანებაში ხართ, ამ შემთხვევაში საკუთარ ვნებას იცხრობთ და სხვისი გადარჩენის საბაბით შეიძლება, თავიც დაიღუპოთ. მაგრამ თუ შეარჩევთ საყვედურისთვის შესაფერის ტონს და სიმშვიდით აუხსნით მოყვასს სათქმელს, მაშინ არც ცოდვაში ჩავარდებით და დასახულ მიზანსაც მიაღწევთ.

скачать dle 11.3