კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აუნთეს ინგლისმა და საფრანგეთმა მწვანე შუქი რუსეთს დამოუკიდებელი საქართველოს დასაპყრობად და რატომ გაწირა ის ერთა ლიგამ #50

მოვლენებს ისეთი პირი უჩანს, რომ არ არის გამორიცხული, გავეშებულ ჩრდილოელს პირისპირ და მარტო შევრჩეთ, რადგან ჩვენი ოკეანისგაღმელი პარტნიორი თავისი პრობლემებითაა გართული, ხოლო ჩვენი ევროპელი პარტნიორი ევროკავშირი კვლავ ბეჭებზე ხელს გვირტყამს და გვაქებს, რომ ყველა მოთხოვნა შევასრულეთ, მაგრამ უვიზო მიმოსვლა რაა, იმის მოცემასაც არ ჩქარობს (მიზეზად კი საკუთარ უგერგილობას ასახელებს); იმას გარდა, რომ „ნატოს“ ღია კართან კარგა ხანია, გვაყურყუტებენ. ეს რეალობა მთლად მოულოდნელიც არ არის, ვინაიდან საქართველოს პირველი რესპუბლიკა, ფაქტობრივად, ერთა ლიგასა და წითელ რუსეთს შორის გარიგებასაც ემსხვერპლა. 100 წლის წინანდელ მოვლენებთან პარალელის გავლებასა და იმდროინდელი პრობლემების ფონზე ამჟამინდელის უკეთ დანახვაში, საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ვახტანგ გურული დაგვეხმარება.
– როგორ მიიღო ჩვენ მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება იმდროინდელმა ევროკავშირმა, ანუ ერთა ლიგამ?
– იმთავითვე უნდა აღინიშნოს, რომ 1918 წელს, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ჩვენი შესვლა ევროპულ ოჯახში არასწორადაა ინერპრეტირებული. ჩვენ მივისწრაფოდით ევროპისკენ, რადგან საბჭოთა რუსეთის აგრესიისთვის წინ აღდგომის არანაირი საშუალება არ გაგვაჩნდა; ისევე, როგორც არ გაგვაჩნდა არანაირი დაცვის გარანტია ოსმალეთის შემოტევისგან, რომელიც პრეტენზიას აცხადებდა საქართველოს ტერიტორიის ძალიან დიდ ნაწილზე, თუ მთლიანად საქართველოზე არა. ამდენად, ჩვენი დამცველი და მოკავშირე მაშინ იყო დასავლეთ ევროპა. ოღონდ მთელი სირთულე გახლდათ ის, რომ დასავლეთ ევროპა, როგორც ერთიანი სამხედრო-პოლიტიკური სივრცე, იმ დროს არ არსებობდა. ევროპა გაყოფილი იყო ორ მტრულ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკად: გერმანიის ბლოკში შედიოდა ავსტრია-უნგრეთი და ბულგარეთი, იტალიაც, რომელიც შემდეგ გამოეთიშა მათ და ამავე ბლოკს აზიიდან ოსმალეთი ემხრობოდა. მეორე სამხედრო ბლოკში იყვნენ: ინგლისი, საფრანგეთი, რუსეთი და 1917 წლის დამდეგიდან ამავე ბლოკს მიემხრო აშშ. ამიტომ, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ევროპამ არ დაგვიცვა. 1918 წლის გაზაფხულზე, სანამ დამოუკიდებლობას გამოვაცხადებდით, არც ინგლისმა, არც საფრანგეთმა, არც აშშ-მა (რომელსაც მაშინ ინგლისსა და საფრანგეთზე ბევრად ნაკლები მოეთხოვებოდა, რადგან ევროპის მთელ პოლიტიკურ ცხოვრებას წარმართავდნენ ინგლისი და საფრანგეთი) ხელი არ გაანძრიეს, ამიტომ ქართველმა პოლიტიკოსებმა ორიენტაცია აიღეს გერმანიაზე. და იცით, რომ 1918 წლის 26 მაისს ჩვენი დამოუკიდებლობა გამოცხადდა გერმანიის გარანტიით. თავის მხრივ, გერმანია დაპირისპირებული იყო მთელ ევროპასთან. ამდენად, როდესაც გერმანია პირველ მსოფლიო ომში დამარცხდა, ჩვენ მარტონი დავრჩით წითელი რესეთისა და ოსმალეთის წინაშე.
– გერმანიამ რატომ აგვირჩია მოკავშირედ?
– გერმანიას ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ კავკასიაში თავისი ინტერესები ჰქონდა. უნდოდა, გავლენის მოპოვება, განსაკუთრებით, დღევანდელ ერაყში, სირიაში და სხვაგან. თუ ის შავი ზღვით სამხრეთ კავკასიაში შემოვიდოდა, აქედან ახლო აღმოსავლეთში გაჭრის უფრო ადვილი გზა არსებობდა. ხმელთაშუა ზღვიდან არაბეთის ნახევარკუნძულზე შეჭრა ძნელად წარმოსადგენი იყო, იმიტომ რომ, ინგლისსა და საფრანგეთს ყველა სტრატეგიული სიმაღლე ეკავათ. ანუ, გერმანიისა და საქართველოს ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა და პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ინგლის-საფრანგეთისა და საქართველოს ინტერესები მაშინ –  არ დაემთხვა.
– დღეს სხვაგვარი გადანაწილებაა: დღეს გერმანია-საფრანგეთი ერთიანია და მათი ინტერესები ჩვენსას არ ემთხვევა.
– დღესაც არ არის დასავლური სამყარო ერთიანი ჩვენთან დამოკიდებულებაში. თითოეულ ქვეყანას თავისი მიდგომა აქვს, საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე. მით უმეტეს, რომ საქართველოსთან მიმართებაში ევროპა და ამერიკა საერთოდ არ მოქმედებენ კოორდინირებულად. ამერიკის ინტერესი უფრო შორ პერსპექტივაზეა გათვლილი, ევროპაში კი ასეთ ინტერესს ვერ ვხედავ. ყველა თავზე ხელს გვისვამს, მაგრამ, თუ ვინმე რამეს აკეთებს, ეს მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებია, რომელიც მოქმედებს პერსპექტივაზე გათვლილი გეგმით. მაშინაც, დაახლოებით, ასეთი ვითარება იყო: გერმანია დამარცხდა პირველ მსოფლიო ომში, არანაირ როლს აღარ ასრულებდა ევროპის პოლიტიკურ ცხოვრებაში და ჩვენ შევრჩით ინგლის-საფრანგეთს, უფრო ზუსტად, ერთა ლიგას, რომელშიც გადამწყვეტ როლს ასრულებდა ინგლისი, საფრანგეთი კი მას მიჰყვებოდა. გერმანია არ იყო ერთა ლიგის წევრი, არც აშშ და, ფაქტობრივად, ერთა ლიგა იყო: ევროპა მინუს გერმანია და აშშ. იმიტომაც ვერ მოიპოვა საერთაშორისო ავტორიტეტი.
– ინგლისი რატომ გვერჩოდა, რაში ვუშლიდით ხელს?
–  ინგლისელები არ მალავდნენ, რომ საქართველოს გერმანოფილურმა პოლიტიკამ საფრთხე შეუქმნა ინგლისის ინტერესებს ახლო აღმოსავლეთში. გერმანიას რომ პირველ მსოფლიო ომში გაემარჯვა, ინგლისს საერთოდ ამოუკვეთავდა ფეხს სამხრეთ კავკასიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან. ინგლისი დიდი საშიშროების წინაშე იდგა. ასე რომ, 1919-1920 წლებში ინგლისი პროგერმანული კურსისთვის სჯიდა საქართველოს, რაც 1920 წლის 14 დეკემბერს დამთავრდა იმით, რომ საქართველოს უარი უთხრეს ერთა ლიგაში გაწევრიანებაზე. კენჭისყრაზე ინგლისმა ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველო ერთა ლიგის მიღმა დარჩენილიყო; მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა საშუალო და მცირე ზომის ქვეყანამ, რომლებსაც კარგად ესმოდათ ჩვენი გაჭირვება, მხარი დაგვიჭირა; ასევე, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ევროპაში არავის ეპარებოდა ეჭვი ჩვენს პროევროპულ ორიენტაციაში. 1918 წლის პირველ დეკემბერს ნოე ჟორდანიამ პირდაპირ თქვა, ჩვენ მუდამ ვიყავით და ვრჩებით ევროპული ორიენტაციის ერად. თუმცა ერთა ლიგაში მაინც არ მიგვიღეს, უარი გვითხრეს ევროპულ ოჯახში შესვლაზე და ამით, საბჭოთა რუსეთს აუნთეს მწვანე შუქი საქართველოს დასაპყრობად. არ გაირთულეს ინგლისმა და საფრანგეთმა საქმე, იმიტომ რომ, ერთა ლიგის წესდება პირდაპირ ავალებდა ამ ორგანიზაციას, წევრი ქვეყნის სხვა სახელმწიფოს აგრესიისგან დაცვას. 1920 წლის 14 დეკემბერს ჩვენი ერთა ლიგაში მიღება ნიშნავდა, რომ ერთა ლიგა უნდა დაპირისპირებოდა საბჭოთა რუსეთს და ეს მათ არ ისურვეს.
– გაბედავდა რუსეთი 1920 წლის დეკემბერში ერთა ლიგასთან სამხედრო დაპირისპირებას საქართველოს გამო? და ჰქონდა თუ არა ევროპას ძალა, რომ წინ აღდგომოდა რუსეთს?
– ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ესეც არასწორადაა ინტერპრეტირებული. არათუ გაბედავდა, არც უფიქრია საბჭოთა რუსეთთან დაპირისპირებაზე. სწორედ ევროპის მცდარი პოლიტიკის შედეგად წამოიზარდა უზარმაზარი მონსტრი ჯერ წითელი რუსეთის, შემდეგ –  საბჭოთა კავშირის სახით. მიხრჩობა შეეძლოთ მაშინვე, მაგრამ ევროპამ ამისთვის სისხლი არ დაღვარა. რა თქმა უნდა, ევროპელმა პოლიტიკოსებმა კარგად იცოდნენ, რომ ეს შეეძლოთ, მაგრამ ამას ომი სჭირდებოდა და პირველი მსოფლიო ომით განაწამებ ევროპას აღარ უნდოდა კიდევ სისხლისღვრა. უბრალო ხალხისთვის ომი გახდა მიუღებელი და ევროპის მთავრობები თავის მოქალაქეებს არ დაუპირისპირდნენ. რუსეთის დამარცხება საკმაოდ ძნელი იყო, დიდ სისხლისღვრაზე არც ევროპა და არც ამერიკის შეერთებული შტატები არ წავიდა და ამან ბოლშევიკებს, რომლებმაც უკანონოდ, შემთხვევით, სახელმწიფო გადატრიალების გზით, ჩაიგდეს ხელში ძალაუფლება 1917 წლის 25 ოქტომბერს, მისცა საშუალება, გაეძლიერებინათ არმია, აეღორძინებინათ ქვეყანა და დიდი საფრთხე შეექმნათ ევროპისთვის.
– ერთა ლიგაში არმიღების ოფიციალურ მიზეზად რა გვითხრეს? მაშინაც რამეს გვთხოვდნენ შესასრულებლად?
– ჩვენ, ფაქტობრივად, ერთა ლიგამდე გავიწირეთ. თავიდანვე ასეთი მიდგომა იყო: საქართველოს გამო ევროპა რუსეთთან არ გაამწვავებდა ურთიერთობას. 1919 წელს ევროპაში წავიდა დიდი დელეგაცია გენერალ ილია ოდიშელიძის მეთაურობით. საქართველოს მთავრობამ იმსჯელა და დაადგინა, რომ რუსეთთან ომი გარდაუვალი იყო. მართალია, გვქონდა შეიარაღება: ზარბაზნები, შაშხანები, მაგრამ ვაზნებისა და ყუმბარების მარაგი აღარ იყო თბილისის არსენალში. ცხადია, რომ საბჭოთა რუსეთი თავისი არსენალიდან არ მოგვყიდიდა ტყვია-წამალს, ვერც ევროპისგან შევიძენდით, რადგან სხვადასხვა კალიბრის იყო რუსული და ევროპული შეიარაღება. ამიტომ მთავრობამ ფულს თავი მოუყარა, გადაწყდა შეიარაღების შეცვლა, რომ ევროპასთან ერთიანი კალიბრის იარაღი გვქონოდა და ევროპისგან მიგვეღო მარაგნაწილები. ილია ოდიშელიძის მისიას უარი უთხრეს ერთა ლიგაში იმ მიზეზით, რომ საქართველო კონფლიქტური რეგიონი იყო: ომი გვქონდა სომხეთთან, ომი იყო სამხრეთ საქართველოშიც, როდესაც სერვერ ბეგ ათაბაგი ცდილობდა სამცხის მოგლეჯას. მაშინ ჩვენმა დელეგაციამ ასეთი წინადადება წამოაყენა: შეიარაღება მიეყიდათ მესამე ქვეყნისთვის, რომლისგანაც შემდეგ ჩვენ შევიძენდით, რომ ერთა ლიგის წესდება არ დარღვეულიყო და სანქციები თავიდან აცილებინათ. ამაზეც უარი უთხრეს. არადა ევროპელებმა კარგად იცოდნენ, რომ რუსეთთან მომავალ ომში დავრჩებოდით ვაზნებისა და ყუმბარების გარეშე. მეტიც, შემდეგ პარიზის კონფერენციაზე პირდაპირ უთხრეს ჩვენი დელეგაციის წევრებს: თქვენი საკითხი გადაწყდა ასე, უნდა მოაგვაროთ ურთიერთობა საბჭოთა რუსეთთან.
– ასე გვეუბნებიან დღესაც.
– იგივე თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რომელიც იმხანად ევროპაში იყო. ევროპის ასეთი რეაქცია მოულოდნელი არ ყოფილა. ინგლისი ფლობდა უამრავ კოლონიას და ინდოეთს რომ დამოუკიდებლობა გამოეცხადებინა 1918 წელს, ინგლისს გაუხარდებოდა?! არც ის გაუხარდებოდა, ინდოეთი რომ გერმანიას ან ამერიკის შეერთებულ შტატებს ეცნო. დიდი ქვეყნები თანხმდებიან, რომ, როდესაც დიდი იმპერიები იმსხვრევა და მათ რაღაც ნაწილი გამოეცლებათ, ის ნაწილი არ ცნონ ან, თუ ცნობენ, მხოლოდ იმპერიასთან შეთანხმებით. ამდენად, ჩვენ რუსეთთან უნდა მოგვეგვარებინა პრობლემა. ამ რჩევას პოლიტიკური გადაწყვეტილებაც მოაყოლეს: 1920 წლის იანვარში ანტანტის უმაღლესმა საბჭომ გვცნო დე-ფაქტო, გვითხრეს, რომ დე-იურედ გვცნობდნენ მხოლოდ მაშინ, როცა საბჭოთა რუსეთი გვაღიარებდა.
– ხომ გვცნო საბჭოთა რუსეთმა 1920 წლის მაისში?
– 1920 წლის 7 მაისს, მაგრამ ეს ქართველების თხოვნით მოხდა. ჩვენმა ძველმა მოკავშირე გერმანიამაც კი, რომლის გარანტიითაც გამოცხადდა ჩვენი დამოუკიდებლობა, მხოლოდ 1920 წლის 7 მაისის შემდეგ გვცნო დე-იურე. ასე რომ, ერთა ლიგაში კენჭისყრამდეც გარკვეული იყო, რომ ჩვენს ცნობას ევროპა უკავშირებდა ევროპა-რუსეთის ურთიერთობას. იმხანად ლენინი უკვე აღარაფერს წყვეტდა. გადაწყვეტილებას იღებდა კომუნისტური პარტიის პოლიტბიურო და, უპირატესად, სტალინი. მათ ევროპას ასე დაუყენეს საკითხი: თუ სამხრეთ კავკასიას არ დაგვითმობთ, არ ვივაჭრებთ თქვენთან. ევროპა საბჭოთა რუსეთმა დააყენა არჩევნის წინაშე ცუდსა და უარესს შორის. ევროპას, რა თქმა უნდა, არ უნდოდა საბჭოთა რუსეთის გაძლიერება და სამხრეთ კავკასიის მისთვის მიცემა, მაგრამ ის ხელმძღვანელობდა თავისი მოსახლეობის განწყობით: ომისგან დასუსტებული მოსახლეობა შიმშილს აღარ მოითმენდა. ხორბალს, ნავთობსა და მარგანეცს, მოგეხსენებათ, საბჭოთა რუსეთისგან ყიდულობდა ევროპა. შესაბამისად, არჩევნებში ის პოლიტიკოსი გაიმარჯვებდა, ვინც საბჭოთა რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობით გადაწყვეტდა პრობლემას და არა –  ომით. ევროპამ არჩია, დაეთმო სამხრეთ კავკასია. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ლონდონში და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ინგლისმა პირდაპირ უთხრა რუსეთს: თქვენ დახლზე დებთ ნავთობს, მაგრამ დახლთან მისასვლელი თქვენი არ არის. ლაპარაკი იყო ბაქოს ნავთობზე, მისასვლელში კი იგულისხმებოდა ბათუმი, დამოუკიდებელი საქართველოს ქალაქი. ამით ინგლისელებმა რუსებს უთხრეს, ბარემ საქართველოც დაიპყარით, სომხეთ-აზერბაიჯანი უკვე დაპყრობილი გაქვთ და სამხრეთ კავკასია უკვე იქნება ერთი სივრცეო. მოსკოვში ძალიან კონკრეტულად აღიქვეს, რომ ევროპამ მწვანე შუქი აუნთო მათ საქართველოსთან ომისთვის. ამის პარალელურად, რუსეთმა ურთიერთობა მოიგვარა ოსმალეთთანაც: ოსმალეთი შიშობდა, რომ რუსეთს მისთვის 1878 წლის ბერლინის კონგრესის მიერ რუსეთის იმპერიისთვის გადაცემული ტერიტორიები არ მოეთხოვა: ტაო-კლარჯეთის დიდი ნაწილი მაშინ რუსეთის საზღვრებში მოხვდა. თუმცა, სამაგიეროდ, თურქეთი არ ითხოვდა ახალციხეს, ახალქალაქს, ბათუმს, ქობულეთს, ანუ იმ ტერიტორიას, სადაც დღეს თურქეთ-საქართველოს საზღვარი გადის. ამდენად, ორ დაინტერესებულ მხარესთან, ოსმალეთთან და ევროპასთან, წინასწარი შეთანხმებით მომზადდა ომი. ორივემ აუნთო მწვანე შუქი. ერთი მათგანიც რომ დაპირისპირებოდა, რუსეთი საქართველოსთან ომს ვერ გაბედავდა.

скачать dle 11.3