კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეხვედრა #50

„ვა, სოფელო, რა შიგან ხარ…“

 მაშინ, როდესაც პრ. პუტინი მოგზაურობაზე ოცნებობს, რომ თვალსაწიერი გაიფართოოს, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი იმაზეც ყაბულსაა, რომ რომელიმე საერთაშორისო აეროპორტის სატრანზიტო ზონაში დასახლდეს.
თუმცა დავიწყოთ თავიდან: მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ექსპრეზიდენტი აწ უკრაინის მოქალაქეა, მეტიც, აპირებს, რომ დიდი პოლიტიკური მოძრაობა შექმნას, რომელიც უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებას ძალაუფლების საჭეს ჩამოაშორებს და უკრაინას ახალ-ახალ მაღალ-მაღალ სიმაღლეებზე აიყვანს.
ჩვენ ჯერჯერობით არ ვიცით, რას ფიქრობენ უკრაინელები ამ საკითხზე, თუმცა, რაკი ვიცით, რომ სააკაშვილ-პოროშენკოს შორის ფრიად მოსუქებულმა შავმა კატამ ჩაირბინა, იმავდროულად კი, უკრაინელი ოპოზიციონერი ბ-ნი სააკაშვილი აცხადებს: „მე აქ, უკრაინულ პოლიტიკაში სერიოზულად ვარ. არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ბრძოლის ველიდან გარბის“ და მას აღარ აქვს საქართველოს მოქალაქეობა, მისი მომავალი მთლად სახარბიელო ფერებშიც არ იხატება.
ოღონდ, ასეა თუ ისე, თეორიულად არც ისაა გამორიცხული, რომ მომავალში ყოფილი პრ.-ები (ამ კონკრეტულ შემთხვევაში პუტინი და სააკაშვილი) მუხთალმა ბედისწერამ რომელიმე აეროპორტშიც კი შეახვედროს ერთმანეთს. –

скачать dle 11.3