კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ლაზერ მედის” მრავალწლიანი გამოცდილება თქვენი სილამაზის გარანტია #49

მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კლინიკა „ლაზერ მედი” დასავლეთ საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ცოტა ხნის წინ, მომხმარებელთა მოთხოვნის გათვალისწინებით, გაიხსნა მისი თბილისის ფილიალიც, სადაც თანამედროვე დერმატო-კოსმეტოლოგიაში არსებული ყველა მომსახურების  მიღებას შეძლებთ. მყუდრო და სასიამოვნო  გარემო, ერთ სივრცეში განთავსებული არაერთი მომსახურება და პროფესიონალების გუნდი, თქვენი კომფორტისა და სილამაზის გარანტია. „ლაზერ მედის” შესახებ უფრო დაწვრილებით, კლინიკის ექიმი დერმატო-კოსმეტოლოგი, ლაზეროთერაპევტი, ია დარსაველიძე გვესაუბრა, რომელსაც კოსმეტოლოგიაში ცამეტწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს.
ია დარსაველიძე: „ლაზერ მედის” თბილისის ფილიალი ხუთი თვის წინ გაიხსნა. ჩვენი კლინიკა რვა წელია, წარმატებით ფუნქციონირებს ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში. „ლაზერ მედი” მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს. ვიყენებთ მხოლოდ მსოფლიოში აპრობირებულ, წამყვანი კოსმეტიკური ფირმების პროდუქტს, რაც უსაფრთხო, ბიოლოგიურად სუფთა და ადამიანის ორგანიზმთან თავსებადია.
– რა მომსახურების მიღებაა შესაძლებელი „ლაზერ მედიში”?
– „ლაზერ მედი” თავის მომხმარებელს სთავაზობს ლაზერულ ეპილაციას ალექსანდრიტის ლაზერით. ჩვენთან ასევე, ფუნქციონირებს კოსმეტოლოგიური კაბინეტი, სადაც წარმოდგენილია კოსმეტოლოგიური პროცედურების ფართო სპექტრი: სახის ულტრაბგერითი ღრმა წმენდა, აკნეს მკურნალობა, ზედაპირული და საშუალო პილინგი, ტუჩის ფორმისა და მოცულობის შეცვლა, კონტურული მაკიაჟი, რომლის საშუალებითაც ხორციელდება ტუჩის, თვალისა და წარბის დაფერვა, ელექტროკოაგულაცია ანუ მცირე ელექტრონული რადიოტალღებით კანზე არსებული წარმონაქმნების მოცილება (პაპილომა, მეჭეჭი, ხალი და ქსანთელაზმები). ასევე, უახლესი მეთოდია ქირურგიული ჩარევის გარეშე ცხვირის პლასტიკა, რომელიც წარმატებით ხორციელდება „ლაზერ მედიში”. გარდა ამისა, ჩვენ ქალბატონებს ვთავაზობთ ფიტნეს-დარბაზს, სადაც გამოცდილი ინსტრუქტორის დახმარებით შეძლებენ, მიიღონ სხეულის სასურველი ფორმა და გამოიყურებოდნენ მიმზიდველად.
– როგორია კლინიკის ტექნიკური აღჭურვილობა?
– ჩვენი კლინიკა აღჭურვილია უახლესი აპარატურით. ლაზერის კაბინეტში წარმოდგენილია 2016 წლის უახლესი მოდელის ჭარბთმიანობის სამკურნალო, „ოქროს სტანდარტად” წოდებული, ალექსანდრიტის ლაზერი, რომელიც გამორიცხავს კანის დამწვრობას, პიგმენტაციას და რაც მთავარია, მისი ეფექტი თვალნათელია პროცედურის დასრულებისთანავე და უმჯობესდება თვეების განმავლობაში. საბოლოოდ კი, მივყავართ თმის სრულ გაქრობამდე. ვისაც ერთხელ მაინც გამოუცდია ამ აპარატის შესაძლებლობები საკუთარ თავზე, ადვილად მიხვდება მის უპირატესობას სხვებთან შედარებით.
– რომელ პროცედურებზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა?
– ესთეტიკური და კოსმეტოლოგიური პროდუქტები სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, ზოგიერთებისთვის კი, ყოველდღიურობის ნაწილადაც იქცა. ყველა ქალს სურს, ლამაზად გამოიყურებოდეს. სწორედ ამიტომ, ისინი გვთხოვენ, ჩაუტარდეთ ისეთი გამაახალგაზრდავებელი და მაკორექტირებელი პროცედურები, რომელსაც დაუყოვნებელი ეფექტი აქვს. მაგალითად: ტუჩისა და ნაოჭების კორექცია, ბოტოქსის ინიექცია, ბიორევიტალიზაცია.
– თავად თუ ეხმარებით პაციენტებს გადაწყვეტილებების მიღებაში და აძლევთ რჩევებს, რა პროცედურა ჩაიტარონ?
– ხშირია შემთხვევა, როცა კლინიკაში მოსული პაციენტი ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული, თუ რისი გაკეთება სურს. ვფიქრობ, ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ექიმის კეთილგანწყობა. მაგალითად: ხშირად ითხოვენ ტუჩის მოცულობის გაზრდას, თუმცა იმ შემთხვევაში, როცა ვხედავ, რომ პაციენტს არ სჭირდება ამ ტიპის ჩარევა, ვცდილობ, მივაღებინო სწორი გადაწყვეტილება. ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, უმთავრესია, ნებისმიერი პროცედურის შემდეგ, პაციენტმა არ დაკარგოს თავისი სახე და ბუნებრივად გამოიყურებოდეს. არიან ქალბატონები, რომლებსაც ცვლილებების შეტანა უნდათ გარეგნობაში, ასეთ შემთხვევაში, ვთავაზობთ იმ პროცედურას, რაც მათ იმ ეტაპზე სჭირდებათ.
– სამომავლოდ რა მომსახურებების დამატება იგეგმება „ლაზერ მედიში”?
– უახლოეს მომავალში ვგეგმავთ მასაჟისა და სტომატოლოგიური კაბინეტების გახსნას.
მისამართი: თბილისი, გაგარინის ქ. ¹19; ბათუმი, ყაზბეგის ქ. ¹16; ქუთაისი, თამარ მეფის ¹13; ზუგდიდი, ც. დადიანის ¹1.
საკონტაქტო ტელ: (+995 32) 222 53 35; +995 99 555 80 60 60.
Facebook: ლაზერ მედი lazermed

скачать dle 11.3