მერაბ სეფაშვილის ანეკდოტები
დედა არიგებს ქალიშვილს:
– ძვირფასო, ძვირად ღირებულ საჩუქრებზე არასდროს თქვა უარი, რადგან სიყვარული მოდის და მიდის, ლომბარდი კი სულ მუშაობს.
***
ცოლ-ქმარს ისეთი სექსი ჰქონდა, მეზობლები აივანზე მოწევით გაიგუდნენ, ბავშვი კი გაოგნებული დაიბადა.
***
ხონელი და ვანელი გზაზე მიდიან და წინ შავი კატა გადაურბენთ. ორივე გაჩერდება, დაიწყებენ ჩხუბს, ვინ წავა წინ პირველი. გაკვირვებული კატა მობრუნდება და იკითხავს:
– კი, მაგრამ ასე რომ ჩხუბობთ, სადაურები ხართ?
– ხონელი და ვანელი!
შეშინებული კატა პირჯვარს გადაიწერს, ზემოთ აიხედავს და ღმერთს შესთხოვს:
– ღმერთო, შინ მშვიდობით მიმიყვანე.
***
მკითხავს ურეკავს კლიენტი:
– ქალბატონო ლალი, დიდი მადლობა, რომ ასე ზუსტად მიმკითხავეთ. ხვალ, 11 საათზე გეპატიჟებით ჩემს ქორწილში.
– დაპატიჟებისთვის მადლობა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოვალ, 10 საათზე მანქანა გამიტანს.
***
ცოლი ეკითხება ქმარს:
– ძვირფასო, ხომ არ იცი, გველები რამდენ ხანს ცოცხლობენ?
– რა იყო, ცუდად გრძნობ თავს?
***
მიხო ეკითხება მაროს:
– მარო, რამდენი კილო ხარ?
– სათვალეებით 120 კილო ვარ.
– სათვალეებით რატომ?
– აბა, უსათვალოთ ვერ ვხედამ და...
***
მეგრელი ტრაბახობს:
– ჩემმა ძროხამ გუშინ ერთი ხბო მოიგო, მერე აზარტში შევიდა და სამი წააგო.
***
– ძალიან ვნერვიულობ და ყოველ წუთს ტელეფონს დავყურებ.
– რატომ, არ მოგწერა ესემესი შეყვარებულმა?
– შეყვარებულს კი არა, ორი კვირაა, „ტექნო-ბუმსაც“ არ მოუწერია ესემესი.
***
– რა მშვენიერი ხარ, რაშია შენი სილამაზის საიდუმლო – ჯანსაღი კვება, სპორტული ცხოვრება თუ იოგა?
– ეგ ყველაფერი სისულელეა. მარტივი მეთოდია – ლუდში არაყს გისხამ.
***
რვა ქალიშვილის მამა გაბრაზდა და მეცხრე ქალიშვილს ჯემალი დაარქვა.
***
– იცი, ჩემმა სომეხმა მეზობელმა ბანკი გახსნა და გაკოტრდა.
– ეგ როგორ?
– სესხი არ გასცა.
***
– მაიზერ, გავიგე ცხენი დაგკარგვია. ალბათ, როგორ ნერვიულობ, წარმომიდგენია.
– არა, კაცო, რას ვნერვიულობ!
– რატომ არ ნერვიულობ?
– კიდევ კარგი ზედ არ ვიჯექი, თორემ ნერვიულობა მერე გენახა.
***
საუბარი გურიის ერთ-ერთი სოფლის ბირჟაზე:
– ამერიკიდან, იმფერი გენმოდიფიცირებული სიმინდის კაკლები შემეიტანეს, ქართველ დედლებს რომ აჭამეს, კვერცხის დადობისას „კა-კა-კას“ მაგივრად, „ოო, მაი გადს“ იძახდნენ.
***
17: 05 – მივხვდი მსუქანი ვარ!
18:00 – საკუთარ თავს შევპირდი, რომ, რაც არ უნდა მოხდეს, ღამით აღარ შევჭამ!
23:00 – მოხდა!
***
ვაკელი გოგონების საუბარი:
– ვაიმე, გოგო, ტირი?
– არა, შადრევნის იმიტაციას ვაკეთებ.