ბრძნული აზრები #49
რემარკი: სანამ ადამიანი ბედს არ ნებდება, ის თავის ბედზე უფრო ძლიერია.
კრისტი: ყველაზე დამღლელი იმ ადამიანთან ურთიერთობაა, ვინც ყოველთვის მართალია.
მარკუზე: აზროვნება დაძაბულობაა, რწმენა კი – კომფორტი.
პუბლიუსი: უმაღლესი სამართალი ხშირად უმაღლესი ბოროტებაა.
ვალერი: ბრძენს ესმის ერთი სიტყვა, მაგრამ იგებს ორს.
ვოლტერი: ნუ გეშინია უცოდინრობის, გეშინოდეს ცრუ ცოდნის. მის გამოა ყველა ბოროტება დედამიწაზე
ლაო ძი: ნუ განსჯი სხვას წარსულისთვის, რადგან არ იცი შენი მომავალი.
დიუმა შვილი: სამწუხარო ის კი არ არის, სიბერეს რომ ვუახლოვდებით, არამედ ის, ახალგაზრდობა რომ მიდის.
ნიცშე: ღარიბი ბრძენი ხშირად მდიდარი სიბრიყვის მონაა.
მარკესი: ნუ ტირი იმიტომ, რომ ეს დამთავრდა. გაიღიმე იმიტომ, რომ ეს იყო.
შექსპირი: სიბრძნე და სისულელე ისევე ადვილად გადმოგედება, როგორც დაავადება, ამიტომ კარგად შეარჩიე შენი მეგობრები.
კონფუცი: მოგზაურობა ას კილომეტრზეც პირველი ნაბიჯებით იწყება.
კანტი: სულიერი ბედნიერების ორი სახეობა არსებობს: სულის სიმშვიდე (სუფთა სინდისი) და მუდამ მხიარული გული. პირველი უდანაშაულობის შეგრძნების შედეგია. მეორე – ბუნების საჩუქარი.
ბერკი: ისტორია – ესაა კავშირი გარდაცვლილებს, ცოცხლებსა და ჯერ კიდევ დაუბადებლებს შორის.
ოვიდიუსი: ქარიშხალში მოცემულ დაპირებებს მშვიდ ამინდში ივიწყებენ.
ლაროშფუკო: ფერწერა პოეზიაა, რომელსაც ხედავენ, პოეზია – ეს ფერწერაა, რომელსაც უსმენენ.
ბეკონი: სწავლული ბრიყვი ისაა, ვისაც ყველაფერზე წაუკითხავს, რაც კი არსებობს და მხოლოდ დაუმახსოვრებია.
პეტრე პირველი: არანაირი მოვალეობა არ გამაჩნდეს – აი, რა არის უბედურება.
ჰეგელი: ხელოვნების ამოცანაა გაჩვენოს ჭეშმარიტება გრძნობაზე მოქმედებით.
ჰავეზე: მწუხარებაც და სიამოვნებაც გრძნობებზე აყოლაა.
სენეკა: იცოდე ბევრი და არ წარმოაჩინო თავი ყველაფრის მცოდნედ – ღირსებაა, იცოდე ცოტა და წარმოადგინო თავი ყველაფრის მცოდნედ – ავადმყოფობა და მხოლოდ იმის შეგნებით, რომ ეს ავადმყოფობაა, შეიძლება მისგან განკურნება.
სტენდალი: უჭკუო ქალებს უყვარდებათ, ჭკვიანები თხოვდებიან.
ჟვანეცკი: როცა ცოლი დუღს, ქმარი უნდა აორთქლდეს.