კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შევხვდეთ ახალ, 2017 წელს, რომ მთელი წლის განმავლობაში ოჯახში ბედნიერება და ხვავი დავიბედოთ #49

2017 წელი, აღმოსავლური ტრადიციების მიხედვით, ამბიციური, ცეცხლისფერი, წითელი მამლის წელიწადია. ის შემოაბიჯებს არა 1 იანვარს, არამედ 28 იანვარს და  გასტანს 2018 წლის 15 თებერვლამდე. წლის სტიქიაა ცეცხლი, სიმბოლო კი – ცეცხლოვანი წითელი მამალი. ამ წელს აუცილებელია რეალური გეგმების დასახვა, ცვილებების მოლოდინი, მეტი კონტაქტურობა, შრომისუნარიანობა და საქმის კეთება ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე. მამალი პირდაპირია და არ უყვარს ზურგს უკან ლაპარაკი. ის თქვენგან მაქსიმალურ დაკვირვებას და სიფრთხილეს ითხოვს. როგორც ასტროლოგი, ბატონი მიხეილ ცაგარელი ამბობს, წითელი მამლის წელიწადში მოსალოდნელია უეცარი ცვლილებები, დაუგეგმავი მოვლენები და სიურპრიზები. ამისთვის მზად უნდა იყოთ. ეცადეთ, არ აყვეთ ემოციებს, ხშირად აკონტროლოთ ზღვარგადასული ემოციები, გამოალინოთ ნიჭი და ის უნარები, რაც თქვენშია და წარმატებაც არ დააყოვნებს. ხოლო თუ როგორ შევხვდეთ 2017 წელს, რომ მთელი წელი ბედნიერება და იღბალი დავიბევოთ, გავხდეთ მეტად წარმატებულები მომავალში  და წლის მბრძანებლის გული მოვიგოთ, რა ფერებში შევხვდეთ დამდეგს და როგორ გავაწყოთ სადღესასწაულო სუფრა, ამაზე ასტროლოგის რჩევა-რეკომენდაციები დაგეხმარებათ.
მიხეილ ცაგარელი: 2017 წლის 28 იანვარს, თბილისის დროით 04 საათსა და 08 წუთზე, აღმოსავლური კალენდრის მიხედვით შემოაბიჯებს ცეცხლის სტიქიის, წითელი ფერის მამლის წელიწადი. ეს წელიწადი იქნება საკმაოდ მრავალფეროვანი, ისეთი, როგორიც სწორედ, მამლის გარეგნობისთვისაა დამახასიათებელი. ის მოიტანს არაერთ დაუვიწყარ და ბედნიერ დღეს, რაც დაკავშირებული იქნება ახალ პარტნიორულ ურთიერთობებსა და გრძნობებთან. მაიმუნის წლისგან განსხვავებით, რომლის ენერგიაც განაპირობებდა მსუბუქ ფლირტსა და ზედაპირულ კონტაქტებს, ახლა ამას სერიოზული სახე მიეცემა. მამალი ამ მხრივ რადიკალურად განსხვავდება მაიმუნისგან და ითხოვს, მეტად სერიოზულ და პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას საქმისადმი, მუდმივ კონტროლს საკუთარ ქმედებებზე. ცეცხლის სტიქიის ენერგიები, განაპირობებს გრანდიოზულ ცვლილებებს, რისთვისაც მზად უნდა იყოთ და გამოიყენოთ ნებისმიერი, თუნდაც მინიმალური შანსი, რასაც კი გარემოება შემოგთავაზებთ. 2017 წელს, მეტად გამახვილდება ინტუიცია ადამიანებში, რაც მისცემთ საშუალებას, ადვილად დაძლიონ პრობლემები და ბარიერები. ასე რომ, გამოავლინეთ  ორგანიზატორული ნიჭი, აჩვენეთ გარშემომყოფებს  თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და წარმატებებს, მამლის წელიწადში, ადვილად მიაღწევთ. თუმცა, გაფრთხილებთ, არ დაგავიწყდეთ ემოციების კონტროლი. ასევე, მამლის წელიწადში  მოიმატებს ფულის უყაირათოდ ხარჯვისაკენ მიდრეკილება და გირჩევთ, სწორად გადაანაწილოთ თქვენი ბიუჯეტი.
– როგორ შევხვდეთ ახალ წელს, რომ მთელი წლის განმავლობაში ბედნიერება და ხვავი დავიბედოთ ოჯახში?
– აღმოსავლური ტრადიციის მიხედვით, საახალწლო რიტუალებს დიდი ყურადღება ენიჭება. მიაჩნიათ, რომ ამ რიტუალების მეშვეობით, იქმნება ის ენერგოაურა ჩვენ ირგვლივ, რაც მომავალი წლის მასპინძლის, ანუ მამლის ფსიქოტიპსა და მოთხოვნებს შეესაბამება. თავის მხრივ კი, ეს კეთილად განაწყობს მამალს ჩვენ მიმართ და ხელს შეუწყობს იღბლიანობას, წარმატებებს. რადგან 2017 წელი განეკუთვნება ცეცხლის სტიქიას, წლის მთავარი ფერია წითელი, შემდგომ კი – შინდისფერი, ვარდისფერი, ოქროსფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი. ეს ნიშნავს, რომ თქვენს საახალწლო ტანსაცმელში უნდა დომინირებდეს სწორედ ეს ფერები. მათთან კომბინაციაში კი შეიძლება ნეიტრალური ტონების – თეთრისა და შავის გამოყენებაც. ვარცხნილობაში კი კარგია მამლის ბიბილოს ფორმის ვარცხნილობა და იმავდროულად, მის გარდამავალ ფერებში შეღებილი თმა. ტანსაცმლის გაფორმებისას და სამკაულებში, შეგიძლიათ, გამოიყენოთ ბუმბული. ბიჟუტერიის მოყვარულებმა კი, უნდა შეარჩიონ მწვანე, ვერცხლისფერი და ლურჯი ფერის ნაკეთობები. ასტროლოგიური ქვებიდან კარგია ახალი წლის შეხვედრა აკვამარინის, საფირონის, ციტრონის, ძოწის, ლალის, იაგუნდის, წითელი ან ყვითელი იასპის სამკაულებით.
– რა ფერებში მოვრთოთ ნაძვის ხე, საახალწლო დღესასწაულის მთავარი ატრიბუტი, რომ წლის მბრძანებელს ვასიამოვნოთ და კეთილად განვაწყოთ?
– ნაძვის ხისთვის ნეიტრალური ადგილია ოთახის ცენტრი, მის გვერდით კი, შეგიძლიათ, ტრადიციული ჩიჩილაკიც მოათავსოთ. მორთეთ ის ფერადი ბურთებით, წითელი, ლურჯი, ყვითელი, ოქროსფერი, იისფერი და თეთრი ლენტებით და აუცილებლად ბევრი ფერადი ნათურით. ასევე, კარგი იქნება, თუ ნაძვის ხის გვერდით დააწყობთ აღმოსავლური ტრადიციის მიხედვით,  ოჯახის ბარაქაზე პასუხისმგებელ სიმბოლოს – მანდარინის ტოტებს.
– საახალწლო სუფრაზე, გარდა ტრადიციული კერძებისა, რისი დალაგებაა წელს აუცილებელი და როგორ გავაწყოთ და გავალამაზოთ ის?
– სანამ კერძებზე მოგახსენებთ, გეტყვით რომ, 28 იანვრამდე, მაგიდაზე უნდა გვქონდეს ორი სიმბოლო, მაიმუნისა და მამლის. 28 იანვრიდან კი მაიმუნი აიღეთ და მხოლოდ მამალი დატოვეთ. სიმბოლურად, საახალწლო სუფრაზე, მაიმუნს წინ დაუდეთ ბანანი, ხოლო მამალს დაუყარეთ ხორბალი ან ცოტაოდენი სიმინდი. სუფრაზე აუცილებლად  დაალაგეთ ბევრი მწვანილი, ხილი, ტკბილეული, ასევე, ტრადიციული კერძები და სასუსნავი – გოზინაყი, ჩურჩხელა, ჩაროზი და ასე შემდეგ. სასმელებიდან კი უნდა იყოს ბევრი არჩევანი – ღვინო, კონიაკი, კოქტეილები და, ნაკლებად ლუდი.  წელს, ახალი წლის სადღესასწაულო მაგიდაზე კატეგორიულად იკრძალება ქათმის ხორცის დადება, რადგან ამან შეიძლება მამალი გაანაწყენოს. შეგიძლიათ ის, კურდღლის ხორცით ჩაანაცვლოთ. ასევე, მოერიდეთ კერძებში კვერცხის გამოყენებას. აუცილებელია, სუფრას ამშვენებდეს, ბევრ ფერში, ხილით მორთული კოქტეილები – ეს ნამდვილად უყვარს მამალს და ესიამოვნება მისი სუფრაზე დანახვა. რაც შეეხება სუფრის გალამაზებას, კარგია, თუ მაგიდის გადასაფარებელზე წლის მბრძანებელი იქნება ამოქარგული ან მოხატული, მაგიდას კი წითელ, ყვითელ და მწვანე ფერებში გააწყობთ.
– წელს, ახალი წლის ღამეს, რაიმე განსაკუთრებული რიტუალი ხომ არ უნდა ჩავატაროთ, რომ კიდევ უფრო მოვიზიდოთ წლის მბრძანებლის, წითელი, ცეცხლოვანი მამლის ყურადღება და კეთილგანწყობა?
– მამალს უყვარს ახალი წლის მხიარულად შეხვედრა, თუმცა, ბუნებით კონსერვატორია. ამიტომ, ტრადიციული წესები მისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია. წლის მმართველი მზის მანათობელია, რომელიც ხელს უწყობს და თქვენგან საახალწლო ღამეს ითხოვს აქტიურობას, კეთილშობილების და ასევე, ორიგინალური თვისებების გამოვლენას. თუ ასე დახვდებით მას ახლი წლის ღამეს, მაშინ მთელი, 2017 წლის განმავლობაში დაიბევებთ სტაბილურ სასიყვარულო ურთიერთობებს, კარიერულ წინსვლას, პერსპექტიულ ახალ კავშირებს. ახალი წლის ღამეს ნუ იქნებით აგრესიული, სულსწრაფი, ეჭვიანი, უყურადღებო, დაბნეული და კონფლიქტური. მაქსიმალურად მოთოკეთ ეს თვისებები და პირიქით, უფრო მეტად იყავით მოსიყვარულე, მხიარული, გამოავლინეთ შემოქმედებითი შესაძლებლობები – ბევრი იცეკვეთ, იმღერეთ და იმხიარულეთ. რაც შეეხება საახალწლო რიტუალს, ნუმეროლოგიით, 2017 წლის რიცხვია 1. ანუ,  2017= 2 + 0 + 1 + 7 = 10. 1 +0=1. აქედან გამომდინარე, წლის ძირითადი ნუმეროლოგიური რიცხვია 1. ახალი წლის დადგომამდე 10-15 წუთით ადრე, აანთეთ ერთი ცალი წითელი ან ყვითელი სანთელი და გულით გადაუხადეთ მადლობა წინა წელიწადს ყველაფრისთვის. აზრობრივად, თქვენი პრობლემები, სანთლის ცეცხლის სტიქიის ენერგიის საშუალებით, წარსულს დაუტოვეთ, ხოლო, როგორც კი 12 საათი ჩამოჰკრავს და ახალი წელი დადგება, იგივე ანთებულ სანთელს ჩაუთქვით სურვილი: რა გინდათ, რომ მოხდეს 2017 წელს თქვენს ცხოვრებაში. ასევე, ახალ წელს შეხვდით ისეთი ატრიბუტით – საყვირით, რომელიც მამლის ყივილის ხმას გამოსცემს.
– მეკვლეც რაიმე განსხვავებული პრინციპებით შევარჩიოთ?
– კარგი იქნება, თუ მხიარული ბუნების მეკვლეს შეარჩევთ, რომელსაც ცეკვაც ეხერხება, სიმღერაც და ბუნებითაც კეთილია. ასევე, კარგი იქნება, თუ მეკვლე, ტკბილეულთან ერთად, თქვენს სახლში შემოიტანს ცოტაოდენ ხორბალს, როგორც ბარაქის სიმბოლოს. ასე რომ, რა განწყობითაც და იმედითაც შეხვდებით ახალ, 2017 წელს, სწორედ ისე წარიმართება თქვენთვის მომავალი ცეცხლოვანი, წითელი მამლის წელიწადი.

скачать dle 11.3