როგორ დავიკლოთ წონაში შიმშილის გარეშე და გავიძლიეროთ იმუნიტეტი #49
ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დიეტა კარგად დაბალანსებული იყოს. ასეთ შემთხვევაში, მისი მეშვეობით მიიღებთ მეტ ენერგიას, ამაღლდება თქვენი იმუნიტეტი და ამასთან, არ მოიმატებთ წონაში. თქვენი სხეული თავად მიგანიშნებთ, რა დოზით მიირთვათ ქვემოთ მოყვანილი საკვები, რომ გაიძლიეროთ იმუნური სისტემა, თავიდან აირიდოთ ინფექცია და არ დაგიგროვდეთ უსარგებლო ცხიმის ფენა.
ეს დიეტა დაიცავით თვეში ერთხელ, ერთი კვირის განმავლობაში და შედეგს მალევე იგრძობთ.
საუზმე:
2 ნაჭერი პური, ნაღების ყველი, თოხლოდ მოხარშული კვერცხი, პომიდვრის სალათა, ჩაი ჟოლოს წვენით.
ლანჩი:
2 ხორბლის ფუნთუშა ლორით და ინდაურის ხორცით, ახალი ფორთოხლის წვენი.
სადილი:
ორთქლზე მოხარშული ქათმის მკერდი, ბროკოლი, მოხარშული კარტოფილი, მინერალური წყალი ლიმონით.
სამხარი:
ხილის სალათა ბანანით, ვაშლი, ფორთოხალი, კივი.
ვახშამი:
მოხარშული ლობიო, შვრიის ფუნთუშა, პასტა სკუმბრიით, ლიმონის ჩაი.