კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კითხვა-პასუხი #49

კითხვა: სახის ხშირი დაბანა, ხელს უშლის აკნეს გაჩენას?
პასუხი: სახის  ხშირი დაბანა, აცლის კანს მთელ ბუნებრივ ცხიმს, იწვევს გამოშრობას და აქერცვლას. გამომშრალი  კანი ინტენსიურად იწყებს ცხიმის გამომუშავებას, რაც, როგორც წესი, აკნეს ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია. სახის დღეში ორჯერ, დილა-საღამოს დაბანა, სრულიად საკმარისია.
კითხვა: ბოლო დროს სახის კანის მოვლის პროდუქტებში, პოპულარული გახდა შრატი, რომელიც კრემის მსგავსად კვებავს, ატენიანებს და ვიტამინებით ამდიდრებს კანს. რა განსხვავებაა კრემსა და შრატს შორის და რომელი უფრო ეფექტურია?
პასუხი: არჩევანი კრემსა და შრატს შორის დამოკიდებულია თქვენი კანის ტიპზე, ამინდსა და გარემო პირობებზე. კრემი უფრო უხდება მშრალ კანს. ის ხელს უწყობს კანის ცხიმიანობის და ტენიანობის აღდგენას. კრემი ასევე, უფრო უხდება მშრალი ჰავის პირობებში მცხოვრებ ადამიანებს, რადგან ხელს უშლის ტენიანობის დაკარგვას. მშრალი კანის შემთხვევაში, შრატი დამატებითი მოვლის საშუალებად შეიძლება, გამოიყენოთ კრემთან ერთად. შრატი შედარებით მსუბუქია, სითხისმაგვარი და წყლის ფუძეზეა დამზადებული. თავისი აგებულების წყალობით უფრო ადვილად და ღრმად შეიწოვება კანში. არ ტოვებს ცხიმოვან ფენას. უხდება თითქმის ყველა ტიპის კანს. შრატი ნაკლებად შეიცავს დამცავ და კანის ზედაპირიდან წყლის აორთქლების ხელისშემშლელ ელემენტებს. შრატში, კრემთან შედარებით, უფრო მეტი აქტიური ინგრედიენტია, შესაბამისად, მისი ფასიც მაღალია. ცხიმიან და აკნესადმი მიდრეკილ კანზე კრემის მოხმარებამ შესაძლოა, გამოიწვიოს ფორების დახშობა, რაც ხელს შეუწყობს აკნეს განვითარებას. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში, რეკომენდებულია შრატი, ზეთის გარეშე. კრემის ან შრატის შეძენისას, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ორივე პროდუქტი იყოს ნატურალური და ნაკლებად შეიცავდეს ქიმიკატებს, არ იყოს შექმნილი სილიკონის ფუძეზე. სილიკონი ქმნის ბარიერს კანზე, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს დეჰიდრატაცია ან კანის გაღიზიანება. ასევე, თავი აარიდეთ ალკოჰოლის შემცველ პროდუქტებს, რაც ხელს უწყობს კანის გამოშრობას.
კითხვა: კოსმეტიკური საშუალებები ამცირებს სახის კანის ფორებს?
პასუხი: სახეზე შესამჩნევი, ფართო ფორების არსებობა ძირითადად, ცხიმიანი კანისთვისაა დამახასიათებელი. დღეს ბევრი კოსმეტიკური ბრენდი გვთავაზობს ნაირ-ნაირ საშუალებას და გვპირდებიან, რომ ფორები შეუმჩნეველი გახდება. სამწუხაროდ, ფორების ზომა გენეტიკურია და სამუდამოდ ვერანაირი საშუალება ვერ შეამცირებს. თუმცა, ზოგ საშუალებას მართლა აქვს უნარი, დროებით შეამციროს ფორების ზომა.

скачать dle 11.3