კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ის, ვინც შიშს აჯობა #49

დასტინ დაინი მაღაროში ზედამხედველად მუშაობდა. ის ყოველთვის თავისთვის იყო და არავის საქმეში არ ერეოდა, მაგრამ მკაცრი, სამართლიანი და იდუმალი კაცის იმიჯი ჰქონდა. დადიოდა ჩუმად და ყველაფერს აკვირდებოდა. ზუსტად იცოდა, ვინ რას წარმოადგენდა ამ პატარა, ფუტკრის სკასავით აფუთფუთებულ დაბაში, სადაც ხალხი ერთმანეთზე ჭორაობით ირთობდა თავს. ახალჩამოსულებს კი „გამადიდებელ“ პრიზმაში ატარებდნენ.  დასტინს ისეთი თავზეხელაღებული ტიპებიც კი ერიდებოდნენ, როგორებიც იყვნენ: შერიფის თანაშემწე კრაიდერი და მისი მეგობარი ჯეკი ფეინი. მათ თავიდანვე აითვალწუნეს ფრედ სმიტი, თავმდაბალი, თითქოს მუდმივად შეშინებული. არავინ იცოდა, მაღაროზე საიდან მივიდა. თავდაუზოგავად შრომობდა. მაღაროებთან ახლოს, პატარა, მიტოვებულ ქოხში დაბინავდა და ერთი, უპატრონო ძაღლიც შეიფარა. ჯეკი ფეინი შემთხვევას არ უშვებდა ხელიდან, სმიტი არ დაემცირებინა, მისი ძაღლისთვის კი ქვა არ ესროლა. არც ერთი და არც მეორე „ხურდას“ არ უბრუნებდა. ძაღლი კუდს ამოიძუებდა და სმიტს ფეხებში ებლანდებოდა. შერიფის თანაშემწემ კი, საჯაროდ განაცხადა: ფრედ სმიტს უეჭველად შავ-ბნელი წარსული  ექნება. აუცილებლად გავარკვევ, რა დანაშაული ჩაიდინა იმ შტატში, საიდანაც აქ „ჩამოიპარა“ და რის გამოც იმალებაო.
მკვლელობა შუადღეს მოხდა... დასტინ დაინთან მაღაროების უფროსის, სემ ფლინტის გაგზავნილი კაცი მივიდა და უთხრა, რომ სასწრაფოდ თავისთან იბარებდა.
– რა მოხდა? – ჰკითხა დაინმა, როცა ფლინტის მოღუშული სახე დაინახა.
– ჩვენს მოლარეს ბანდიტები დაესხნენ თავს. ფული გაიტაცეს და ედ მენსი მოკლეს. ვიცი, რომ ადრე პოლიციაში მუშაობდი. შენი დეტექტიური ნიჭის შესახებაც მსმენია. არ ვიცი, რატომ, მაგრამ შერიფს და მის ბიჭებს არ ვენდობი. დანაშაულის ადგილის დასათვალიერებლად გამომყევი.
დაინი დაფიქრდა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
ნიკ კრაიდერი უკვე იქ იყო. დაინის დანახვაზე შეიჭმუხნა. სემ ფლინტი გვამს მიუახლოვდა.
– უბრძოლველად არ დანებდა, – თქვა კრაიდერმა, – მძარცველი მარტო იყო. მენსს გზა გადაუღობა და აიძულა ავტომობილი გაეჩერებინა. წაართვა რევოლვერი, მერე კი, რადგან მენსმა ფულით სავსე ჩანთა არ დათმო, ესროლა მუცელში, მხარში და ბოლოს სახეში.
დაინმა გვამს გარშემო შემოუარა. იქაურობას ისე ათვალიერებდა, როგორც მაძებარი ძაღლი. გვამის გარშემო მიწა ნაფეხურებით იყო მოფენილი. მენსს სახის დაუზიანებელ ნაწილზე ბრძოლის კვალი აჩნდა. ტყვიას მისთვის ნახევარი თავის ქალა აეხადა. ერთი ტყვია მართლა მხარში ჰქონდა მოხვედრილი. კიდევ ერთი – მუცელში. მენსის პისტოლეტი არსად ჩანდა.
– მე ვიცი, ეს ვინც გააკეთა, იმ საძაგელმა სმიტმა. დარწმუნებული ვიყავი, რომ კარგი სულის არ იყო. ახლა ხელიდან ვეღარ დაგვიძვრება, ბოლოს მოვუღებ.
სემ ფლინტმა დაინის შეხედა, რომელიც საეჭვოდ დუმდა და კრაიდერს მიუბრუნდა.
– მკვლელის პოვნისთვის ორი ათას დოლარს ვაწესებ ჯილდოდ. ოღონდ გამოძიებაში დასტინ დაინიც ჩაერთვება. ეს ჩემი სურვილია. კრაიდერი უკმაყოფილოდ დაიღრიჯა – დაინი გულზე არ ეხატებოდა.
– დასტინ დაინის მაღაროშიც ბევრი საქმე აქვს. რისთვის უნდა მოცდეს, როცა მკვლელის პოვნა ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა?
– ჰო? მაშინ, უცნაურად არ გეჩვენება, რომ გვამთან მხოლოდ ერთი გილზა გდია? – დაინიმ გამომცდელად შეხედა.
– ამით რისი თქმა გინდა? იცოდე, მე შენ არ გენდობი.
– არაფრის, კრაიდერ, არაფრის. სხვათა შორის, არც მე გენდობი.
დასტინ დაინი იქაურობას გაეცალა, აშკარად, რაღაცას ეძებდა. მიწაზე კვალი ცუდად ჩანდა, მაგრამ დასტინმა იცოდა, რასაც ეძებდა.
გვამს მუცელზე, ჭრილობის გარშემო და ასევე, მხარზეც თოფის წამლის კვალი არ ჰქონდა. ამან ეჭვი კიდევ უფრო გაუმყარა. ვიღაცამ მოლარეს დიდი მანძილიდან ესროლა ორი ტყვია და არა მიბჯენით, როგორც მესამე ტყვიის შემთხვევაში...
რამდენიმე საათის შემდეგ დასტინ დაინი სემ ფლინტთან მივიდა.
– რა ქენი, რამე იპოვე?
დასტინმა თავი დაუქნია.
– ორნი იყვნენ. ერთმა მენსი გააჩერა, მეორე მოშორებით, ბუჩქებში იყო ჩასაფრებული. ის ადგილი უკვე ვიპოვე. ორივე გილზაც იქ იყო.
– ანუ, შორიდან ესროლეს?
– როცა მენსიმ იფიქრა, რომ თავს ერთი ადამიანი დაესხა, ეგონა, წინააღმდეგობას გაუწევდა. ჩანთას არ აძლევდა და ალბათ, პისტოლეტის ამოღებას ლამობდა. სწორედ ამ დროს ესროლა იმ მეორე ჩასაფრებულმა მუცელში, მერე კი – მხარში. მაგრამ, ეს კიდევ არ არის მთავარი. იმ მძარცველს, რომელიც პირისპირ შეხვდა მენსის, ნიღაბი ეკეთა და სავარაუდოდ, მენსიმ ეს ნიღაბი მოგლიჯა. ამაზე მენსის მომტვრეული ფრჩხილები მეტყველებს. იცნო მძარცველი და იმანაც თავის ქალა ახადა.
– ვინმეზე გაქვს ეჭვი.
– ჯეკი ფეინის სახეს დავათვალიერებ. ნიღბის კვალი უნდა ეტყობოდეს.
სემ ფლინტმა დაინის შეხედა.
– ანუ, ბუჩქებში შერიფის თანაშემწე იჯდა?
– დარწმუნებული ვარ, – თავი დაიქნია დაინიმ, – და უნდა ვიჩქაროთ, კრაიდერი და ფეინი სმიტს მოკლავენ და ყველაფერს მას შეტენიან. როგორმე უნდა დავასწროთ. მოკლე გზა ვიცი...
როცა განმარტოებით მდგარ ქოხს მიუახლოვდნენ, უკვე დაბინდდა. ქოხში შუქი ბჟუტავდა და სამი მამაკაცის ჩრდილი ჩანდა. ისინი ფეხაკრეფით, უჩუმრად მიუახლოვდნენ და მიაყურადეს.
– ეს სისხლიანი ჩანთა აქ დავაგდოთ და ის ნაბიჭვარიც გამოჩნდება. მეტი ნივთმტკიცება საჭიროც არ იქნება, ლინჩის წესით გავასამართლებთ. უნდა მოკვდეს ისე, რომ თავის გამართლება ვერ შეძლოს.
– ჯილდოც გინდა, აიღო, შე დამპალო? – ეს კრაიდერი იყო. პირველი ხმა ფეინს ეკუთვნოდა.
– ბევრს ნუ ლაპარაკობ! აქედან დროზე წავიდეთ. შეცდომას აღარ დაგაშვებინებ. მაინც, როგორ მოახერხე, რომ ნიღაბი ჩამოგგლიჯა, იდიოტო?!
დაინიმ სმიტს გადახედა და რევოლვერი შემართა. ახლა იმის დრო არ იყო, სმიტის მოსმენა დაეწყოთ. მაგრამ წარმოუდგენელი რაღაც მოხდა: როგორც კი ქოხიდან კრაიდერი, ფეინი და ის მესამე ტიპი გამოვიდნენ, გაისმა ძაღლის სულის შემძვრელი ღმუილი და შავი, მოძრავი არსება, მოზრდილი ნახტომით ეცა კრაიდერს. ზემოდან დაახტა და ყელში წვდა. შეშინებული მისი თანამზრახველები, იმის მაგივრად, რომ მიშველებოდნენ, გასაქცევად მოემზადნენ, მაგრამ დაინიმ იმარჯვა. ფეინს ტყვია საჯდომში მოხვდა და იქვე ჩაიკეცა. სმიტმა შიშისგან აკანკალებულ მესამეს რევოლვერი წაართვა და გაკოჭა. კრაიდერი ძაღლს მაგრად ჰყავდა მიწას მიჯაჭვული. სმიტი მასთან მივიდა.
– აბა, კიდევ გგონია, რომ კრიმინალი ვარ? აი, მე კი დარწმუნებული ვიყავი, რომ შენი სახით, საქმე ავაზაკთან მქონდა.
სემ ფლინტმა დაწესებული ჯილდო გააორმაგა. დაინიმ და სმიტმა ორ-ორი ათასი დოლარი აიღეს. ერთ კვირაში სმიტმა ძაღლი წაიყვანა და იმ შტატში აღარავის უნახავს.

скачать dle 11.3