კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად და რა საიდუმლო პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა სტალინი 1912 წელს #49

კაცობრიობის ისტორიაში სტალინი, ალბათ, ერთადერთი მმართველია, რომელიც ქვეშევრდომებისთვის აბსოლუტურ ღმერთთან იყო გაიგივებული და ადამიანები ისეთივე რწმენითა და შემართებით ლოცულობდნენ მასზე და სჯეროდათ მისი, როგორც ზეციდან მოვლენილი მესიისა... პროფესორი ოლეგ აკინფეევი წერს: „სტალინის პერიოდის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვიაჩესლავ მოლოტოვს ასეთი სიტყვები ეკუთვნის, – სტალინი იყო არა ბელადი, არამედ უფრო მეტი.  ის იყო რწმენა. ჩვენ გვწამდა მისი, მივყვებოდით და ერთად ვიმარჯვებდითო... მოლოტოვმა ეს სიტყვები გარდაცვალებამდე (მან 96 წელი იცოცხლა) ცოტა ხნით ადრე წარმოთქვა და როდესაც კორესპონდენტმა ეშმაკურად ჰკითხა: მან (სტალინმა) ხომ თქვენი მეუღლე, პოლინა ჟემჩუჟინა, ტყუილუბრალოდ დააპატიმრა. ალბათ, ეს ფაქტი მიგავიწყდათ და სტალინის კვლავ გწამთო; 96 წლის მოლოტოვმა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე არც მეხსიერება დაუკარგავს და არც იდეურობა, „პერესტროიკისდროინდელ“ ჟურნალისტს უთხრა: ღმერთები არ ცდებიან. ჩვენ კი, უბრალო მოკვდავთ, მათი საქციელის განსჯის უფლება არ გვაქვსო...
მოლოტოვისა და „კომსომოლსკაია პრავდას“ ჟურნალისტის ეს დიალოგი სტალინისა და სტალინის პერიოდის დახასიათებისთვის, მართლაც რომ, უთვალსაჩინოეს მაგალითს წარმოადგენს. მილიონობით საბჭოთა პატიმარი თუ ჯარისკაცი, ისეთივე შემართებით ესალმებოდა, ადიდებდა სტალინს, როგორც სასიკვდილო არენაზე გამოსული გლადიატორი ესალმებოდა კეისარს, როცა ამბობდა: „დიდება კეისარს! სიკვდილზე მიმავალნი შენ გესალმებითო...“
„სტალინისთვის შრომობდნენ, სტალინისთვის ომობდნენ, სტალინისთვის კვდებოდნენ და საბჭოთა ბელადი იყო მათთვის ის, რისთვისაც ღირდა თავგანწირვა...“ – წერდა კონსტანტინე სიმონოვი.
სტალინის ფენომენის შესწავლას ჯერ კიდევ საბჭოთა ბელადის სიცოცხლეშივე შეუდგნენ სხვადასხვა დარგის დასავლეთელი სპეციალისტები. მისი (სტალინის) გარდაცვალების შემდეგ კი, ეს ტენდენცია უფრო გაფართოვდა, გამრავალფეროვნდა და დაიხვეწა.
1970 წელს არგენტინის საკურორტო ქალაქ მარ დელ პლატაში, 80 წლის მარიო მარკესი გარდაიცვალა, რომელიც პროფესიით ექიმი-ფსიქიატრი იყო. მარკესი წარმოშობით საქართველოდან გახლდათ და მისი ნამდვილი გვარი იყო გოგოლაძე, სახელი კი – პეტრე. მოგვიანებით, პეტრე გოგოლაძე კურტ ვერნერი გახდა, რადგან 1921 წელს გერმანიაში გაექცა საბჭოთა ხელისუფლებას და გვარიც შეიცვალა. 1945 წელს კი, როდესაც ჰიტლერი დამარცხდა, არგენტინაში გაქცეული ვერნერი უკვე მარიო მარკესი გახდა, რადგან ერთი მხრივ, სტალინის უშიშროების ეშინოდა, მეორე მხრივ კი – ანგლო-ამერიკელების სპეცსამსახურების... საქმე კი ის იყო, რომ 1890 წელს, თბილისში დაბადებული პეტრე გოგოლაძე გიორგი გურჯიევის მოსწავლე გახლდათ, ისევე, როგორც იოსებ ჯუღაშვილი და ერთი პერიოდი, გურჯიევის მიერ შექმნილ, „ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტში“, ადრე კი – წრეში, იღებდა მონაწილეობას. 1971 წელს მარკესის შვილმა, მამის დღიურების რამდენიმე ფრაგმენტი გამოაქვეყნა ლათინო-ამერიკულ პრესაში, სადაც სტალინზეა საუბარი. მარიო მარკესი (პეტრე გოგოლაძე) წერს: „მოსკოვში, სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლის დროს, 1912 წელს მოვხვდი გურჯიევის წრეში. „სულიერ მამას“ (გურჯიევს) თოთხმეტი მოწაფე ჰყავდა მაშინ და მე, მეთხუთმეტე ვიყავი. ვსწავლობდით ფილოსოფიას, რელიგიებსა და მედიტაციურ საცეკვაო მოძრაობებს. მეცადინეობების მიზანი იყო ჩვენი მომზადება მეორე ეტაპისთვის, რაც ჰარმონიული განვითარების მთავარ პროგრამას შეადგენდა და იქ მოსახვედრად მოსამზადებელი კურსის დაძლევა იყო საჭირო. ექვსთვიანი მეცადინეობის შემდეგ, თხუთმეტიდან მხოლოდ ხუთმა დავძლიეთ ეს ეტაპი და მთავარ პროგრამაში მოვხვდით. სწორედ იქ გავიცანი იოსები (სტალინი). ის (სტალინი) გურჯიევის ერთადერთი მოსწავლე იყო, რომელსაც მასწავლებელმა (გურჯიევმა) მეცადინეობის ჩატარების ნება დართო და კვირაში ერთხელ სწორედ იოსები გვასწავლიდა მედიტაციას, ჰიპნოზს და ადამიანებსა და საგნებზე ზემოქმედების სხვადასხვა ხერხს. თავად იოსებს კი (სტალინს) ნებისყოფისა და შინაგანი ენერგიის კონცენტრაციის წყალობით, მხოლოდ მზერით შეეძლო მაგიდაზე ისეთი საგნების გადაადგილება, როგორიცაა სამელნე და სქელტანიანი წიგნი. ასევე, ის აკეთებდა ჰიპნოზს და საკმარისი იყო მისთვის თვალებში შეგეხედა, რომ ნებისმიერ ბრძანებას შეასრულებდი.  თავად გურჯიევი, მოგვიანებით, იოსებზე ამბობდა – მსოფლიო მბრძანებელი გახდებაო“.
სტალინისა და გურჯიევის გზები ჯერ კიდევ 1898 წელს გადაიკვეთა. 18 წლის ახალგაზრდა მარქსისტი, „მასწავლებელმა“, რომელიც 33 წლის იყო, შემთხვევით ქუჩაში, ერევნის მოედანზე (თავისუფლების მოედანი), თბილისში შენიშნა, გააჩერა და გამოელაპარაკა. იმ პერიოდში ტიბეტიდან დაბრუნებული გურჯიევი მოსწავლეებს აგროვებდა, რომ ტიბეტის ლამებთან მიღებული ცოდნის რეალიზება მოეხდინა. პირველი სწორედ სტალინი აირჩია და ოციოდწუთიანი საუბრის შემდეგ, იოსებ ჯუღაშვილი დაითანხმა, რომ მასთან ევლო და საკუთარი ზებუნებრივი ნიჭის განვითარება განეხორციელებინა. მოგვიანებით, უკვე პარიზში მცხოვრები გურჯიევი თავის მოსწავლეებს ეუბნებოდა: „ტიფლისის ქუჩაში მომავალ ახალგაზრდას უმალვე შევატყვე, რომ მსოფლიოს მომავალი მმართველი იყო და მისი ამ მისიისთვის მომზადებას მოვკიდე ხელი...“ გურჯიევს, სტალინის სულიერ-ფილოსოფიურ განვითარებაში რა როლი მიუძღვის, ალბათ, მხოლოდ ღმერთმა და მათ ორმა იცოდნენ. დაწვრილებით სტალინზე, გურჯიევი არასდროს ლაპარაკობდა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ გურჯიევი დღიურს აწარმოებდა და ალბათ, სწორედ ის ჩანაწერები შეიცავდა ინფორმაციას ადრეულ სტალინზე. 1949 წლის 30 ოქტომბერს, იმის მეორე დღეს, როცა საავტომობილო კატასტროფაში 83 წლის გურჯიევი დაიღუპა, მასწავლებლის (გურჯიევის) სახლიდან სწორედ ის დღიურები გაქრა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ გურჯიევის სახლი ანტონ სმირნოვმა გაქურდა, რომელიც 1949 წლის 31 ოქტომბერს, პარიზის ერთ-ერთ გარეუბანში მოკლული იპოვეს. ისიც გაცხადდა, რომ სმირნოვი „ენკავედეს“ ოფიცერი იყო და სავარაუდოდ, კვალის წაშლის მიზნით, ის თავიდან მოიშორეს. არსებობს საკმაოდ დამაჯერებელი არგუმენტი, რომ დღიურების მოპარვა სტალინის ბრძანება იყო და გურჯიევის დღიურებმა ბელადის სეიფში დაიდო ადგილი.
დადასტურებული ფაქტია, რომ სტალინს უდიდესი შინაგანი ენერგია, უაღრესად განვითარებული გონება და ჰიპნოზის უნარი ჰქონდა. თვით დიდი წინასწარმეტყველი და ჰიპნოზიორი, ვოლფგანგ მესინგიც არ მალავდა ამას და ამბობდა: სტალინის სიდიადე მის უბრალოებაშიაო. უბრალოდ, მას შეეძლო, ადამიანები და საგნები ისე აემოძრავებინა, როგორც სჭირდებოდა. მას კი ხალხის ბედნიერება სჭირდებოდა და მთელ თავის ენერგიას ამ საქმეს ახმარდა ეს იდეალისტი ადამიანიო.
ვაშინგტონელი პროფესორი, გუსტავ მორისი, გიორგი გურჯიევის მკვლევარი, გასული საუკუნის 60-იან წლებში წერდა: „გურჯიევს ორი გამორჩეული მოსწავლე ჰყავდა – სტალინი და ჰიტლერი (ცნობილი ფაქტია, რომ ადოლფ ჰიტლერიც გურჯიევთან მეცადინეობდა), რომლებმაც სულიერი განსწავლულობის ძალიან მაღალ დონეს მიაღწიეს. მაგრამ, მათი გზები გაიყო და სტალინი „თეთრი მაგი“ გახდა, ჰიტლერი კი – „შავი მაგი“ და თეთრმა შავი დაამარცხა...“
სტალინის ცხოვრებისა და მოღვაწეობის გურჯიევისეული პერიოდი დღესაც ღრმად გასაიდუმლოებულია და თუ ოდესმე ეს არქივები გახსნეს, ალბათ, მრავალ საინტერესო ფაქტს გავიგებთ“.

скачать dle 11.3