კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ოხრახუშით, ნიახურითა და ქინძით მკურნალობა #49


ალბათ, თითოეული თქვენგანი იყენებს  ოხრახუშს სამზარეულოში სხვადასხვა კერძისთვის, მაგრამ რეალურად, მას ბევრად მეტი საგებლობის მოტანა შეუძლია. ოხრახუში ძლიერი შარდმდენია, რომელიც ებრძვის საშარდე გზების ინფექციებს და სხვა პრობლემებს. როგორიცაა, მაგალითად: თირკმლის დაავადებები. ამისთვის მიიღეთ ოხრახუშის ჩაი. აიღეთ ხუთი სუფრის კოვზი დაჭრილი ოხრახუში და დაასხით ერთი ლიტრი ადუღებული წყალი. დატოვეთ ოცი წუთი. მიუხედავად იმისა, რომ ჩაი ძალიან სასარგებლოა, ის უნდა მიიღოთ შეზღუდული რაოდენობით. ყოველდღიურად რეკომენდებულია მხოლოდ ერთი ლიტრის მიღება. ის ხსნის ტოქსინების, ბაქტერიებისა და სხვა მავნე ნივთიერებების ზეგავლენას თქვენს ორგანიზმზე. წმენდს ღვიძლს და მისი დახმარებით, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, დააღწევთ თავს ზედმეტ კილოგრამებს. კიდევ ერთი რეცეპტი. აიღეთ: 6 ჭიქა წყალი, 5 სუფრის კოვზი დაჭრილი ნიახური, ერთი ჭიქა, ასევე, დაჭრილი ოხრახუში და სამი ცალი ლიმონი. ანადუღარი წყალი დაასხით ოხრახუშს და ნიახურს, დაამატეთ სამი ლიმონის წვენი და დააყოვნეთ ნახევარი საათი.  შეგიძლიათ, მიიღოთ დღის განმავლობაში ნახევრიდან ერთ ლიტრამდე. ამ ჩაის დახმარებით შეგიძლიათ, გაუმკლავდეთ შეშუპებას, ეგრეთ წოდებულ „ჩანთებს“ თვალის ქვეშ. სასურველია მისი დალევა მენსტრუაციის მიჯნაზე. ოხრახუშთან ერთად ძალიან სასარგებლოა ნიახურიც. ის მაღალი რკინის შემცველობისაა, რაც სასარგებლოა. მდიდარია ვიტამინებით A, C, B1, B2 და სხვა. მამაკაცებში აძლიერებს რეპროდუქციულ ფუნქციას. წარმატებით გამოიყენება გულძმარვისა და კუჭის სპაზმის დროს. ისევე, როგორც ოხრახუში, ნიახურიც ძალიან მდიდარია ქლოროფილით და, შესაბამისად, ეხმარება ორგანიზმის არაჯანსაღი სუნთქვის აღმოფხვრაში. აუმჯობესებს გულის კუნთის ფუნქციონირებას და ძალიან კარგი საშუალებაა თავის ტკივილის წინააღმდეგ, ისევე, როგორც სისხლძრღვთა დაავადებების ეფექტური მკურნალობისთვის.  მათ არ ჩამოუვარდება ქინძიც. ის აძლიერებს საჭმლის მომნელებელ სისტემას და აწესრიგებს ძილს, ასევე, არტერიულ წნევას და გამოიყენება, როგორც ამოსახველებელი საშუალება.

ართრიტის მკურნალობა სახლის პირობებში
ართრიტი – მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომლის სამკურნალოდაც შეგიძლიათ, ტრადიციული მედიცინის რეცეპტებსაც მიმართოთ.
ორი სუფრის კოვზ მოცვის ფოთლებს დაასხით ერთი ჭიქა წყალი და ხარშეთ თხუთმეტი წუთის განმავლობაში, გააგრილეთ და ნელ-ნელა დალიეთ დღის განმავლობაში. ართრიტით გამოწვეულ ტკივილებს ხსნის კომბოსტოს ყვავილი და ზღვის მარილისა და ქატოს აბაზანები. ქატოს შემთხვევაში, აიღეთ 1,5 კილოგრამი ახალი ქატო  და წყალში ხარშეთ ათი წუთი, შემდეგ გაფილტრეთ, შეგიძლიათ, დაამატოთ ცოტა ზღვის მარილი და მიიღოთ აბაზანა.
ნაცარი მოათავსეთ ჭურჭელში, დაასხით წყალი და წამოადუღეთ. თორმეტი საათი გქონდეთ თბილ ადგილას და  შემდეგ შეგიძლიათ, გამოიყენოთ აბაზანისთვის, დაახლოებით ორი ლიტრის ოდენობით.
გამოიყენეთ მზეზე კარგად გამომშრალი  ზღვის ქვიშა ან გამოაშრეთ ის ღუმელით. დაიფარეთ მტკივნეული ადგილი მთლიანად თბილი ქვიშით და გაიჩერეთ ნახევარი საათი. ის ხელს უწყობს ოფლიანობას. ნახევარი საათის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და დაწექით. მინიმუმ ორი საათი უნდა იყოთ თბილად, რომ მტკივნეული ადგილი არ გაგიგრილდეთ. შეგიძლიათ, ასევე, კარგად გამომშრალი და ცხელი ზღვის ქვიშა ბამბის ქსოვილის ტომარაში მოათავსოთ, დაიდოთ მტკივნეულ ადგილზე და გაეხვიოთ საბანში. გაიჩერეთ კვლავ ნახევარი საათი. თუმცა, უმჯობესია, პირდაპირი კონტაქტი ქვიშასთან, მაშინაც კი, თუ ის ძალიან ცხელი არ იქნება, ეს უფრო ეფექტურია. მკურნალობის კურსი უნდა გაგრძელდეს ოციდან ოცდაათ დღემდე. ერთხელ ან საუკეთესო შემთხვევაში, დღეში ორჯერ. ჭინჭრის ფოთოლი, ოხრახუში, ტირიფის ქერქი  და ერთი  ჭიქა მდუღარე წყალი ხარშეთ  ხუთი წუთი დაბალ ტემპერატურაზე. დალიეთ ორი ჭიქა დღის განმავლობაში.
აიღეთ 0,5 ლიტრი არაყი, 200 გრამი მარილი და  100 გრამი მშრალი მდოგვი. შეურიეთ მარილი და მდოგვი, დაასხით არაყი და გამოყენებამდე შეინახეთ ორი დღე. შემდეგ გააკეთეთ კომპრესები და დაიდეთ მტკივნეულ სახსრებზე. გაიჩერეთ ორი-სამი საათის განმავლობაში. გაიმეორეთ ყოველდღიურად ორი თვის განმავლობაში.
დაავადებას თან ახლავს ტკივილი, სიწითლე და შეშუპება. მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გამოიყენეთ ალკოჰოლიანი კომპრესები, რაც შეგიმსუბუქებთ ტკივილს და შეშუპებას. აიღეთ ნახევარი ლიტრი არაყი, ერთი სუფრის კოვზი თაფლი, შეურიეთ ერთმანეთს და გააჩერეთ ათი დღის განმავლობაში. შემდეგ კი მიღებული ნარევი გამოიყენეთ აბაზანისთვის.
ართრიტის დროს ნებისმიერი ექიმი გირჩევთ, რომ მიიღოთ რაც შეიძლება, ცოტა მარილი. მაგრამ, ექიმის რჩევა ვრცელდება მხოლოდ საკვებად მოხმარებისას. მაგრამ, ადგილობრივად გამოყენებული მარილი ძალიან სასარგებლოა, განსაკუთრებით, ზღვის მარილი. ართრიტის ძალიან კარგი წამალია ძროხის რძე და ზღვის მარილი ერთად. აიღეთ ერთი ჭიქა რძე, ადუღეთ 50 გრადუსამდე, დაამატოთ ერთი კოვზი ზღვის მარილი, აურიეთ საფუძვლიანად და დააცადეთ გაგრილება. ღამით მარილიანი რძე შეიზილეთ სახსრების მტიკვნეულ ადგილებში. დაელოდეთ გაშრობას. როცა ნახავთ, რომ კანი კარგად გამოშრა, ჩაიტარეთ ეს პროცედურა ხელმეორედ და იგივე გაიმეორეთ ხუთჯერ. შემდეგ შეიხვიეთ მტკივნეული ადგილი თბილად, თექით ან ბამბით. მკურნალობის კურსი უნდა გაგრძელდეს ოცდაათი დღე. პირველი ათი დღე შეისვენეთ და შემდეგი ათი დღე კვლავ იგივე გაიმეორეთ.  შეურიეთ ერთი ჭიქა თაფლი, ნახევარი ჭიქა ალკოჰოლი და ასი გრამი ზღვის მარილი. შეიზილეთ მტკივნეულ ადგილებზე და გაიჩერეთ ორი საათით. თუ კანი კარგად გამოგიშრათ, შეიზილეთ თავიდან და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ხანგრძლივობა – სამი კვირა, შემდეგი ერთი კვირის გამოტოვებით. ზღვის მარილი მოათავსეთ პატარა ტომრებში და მშრალი კომპრესები ღამით დაიდეთ მტკივნეულ სახსრებზე, ამის გაკეთება მიზანშეწონილია დაავადების გამწვავების შემთხვევაში, მაგრამ არაუმეტეს სამი კვირისა. შემდეგი ერთი კვირა შეისვენეთ.

მანდარინის კანი ჯანმრთელობისთვის
ამ სეზონზე მანდარინი, ალბათ, ყველა თქვენგანის ოჯახშია და სიამოვნებით მიირთმევთ, მაგრამ რაც შეეხება მის კანს, ნაგავში მიუჩენთ ხოლმე ადგილს, რაც არასწორია. მას ბევრი სარგებლობის მოტანა შეუძლია თქვენი ორგანიზმისთვის. მანდარინის კანი ბევრ სასარგებლო ნივთიერებას, ვიტამინებსა და ანტიოქსიდანტებს შეიცავს. 
თუ ჩიყვი გაქვთ, აიღეთ მანდარინის ხმელი კანი, დაფქვით ყავის საფქვავით, დაამატეთ ხაჭოს, ნებისმიერ ფაფას ან საჭმელს ერთი სუფრის კოვზის ოდენობით და მიირთვით.
ბრონქიტის შემთხვევაში, აიღეთ მანდარინის  2 სუფრის კოვზი დაჭრილი, მშრალი კანი, დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი, შეინახეთ დაბალ ტემპერატურაზე ხუთი წუთით. ერთი საათის შემდეგ კი მიიღეთ ნახევარი ჭიქის ოდენობით. კარგია თუ დღის განმავლობაში ორ-სამჯერ დალევთ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
როდესაც მშრალი ხველა გაწუხებთ, მანდარინის ორ სუფრის კოვზ დაჭრილ კანს დაასხით ერთი ჭიქა არაყი და შეინახეთ ბნელ ადგილას. შემდეგ გახსენით ოცი წვეთი ნაყენი ერთ ჭიქა წყალში და მიიღეთ დღეში სამჯერ, ჭამის წინ.
გრიპისა და ხველების დროს გაიკეთეთ ინჰალაცია. ერთი მუჭა წვრილად დაჭრილ მანდარინის ქერქს დაასხით მდუღარე წყალი და ისუნთქეთ დაახლოებით ათი-თორმეტი წუთის განმავლობაში. პროცედურის დასრულების შემდეგ, ერთი საათი ნუ გახვალთ გარეთ, სიცივეში.
 სოკოვანი ინფექციების შემთხვევაში, დღეში ორჯერ მანდარინის ქერქით გაიწმინდეთ ფრჩხილი.
უძილობის, ნერვული დაძაბულობის, მაღალი წნევისა და გახშირებული გულისცემის დროს, ერთ ჭიქა მანდარინის სუფთა, დაჭრილ კანს დაასხით სამი ლიტრი მდუღარე წყალი, დატოვეთ ერთი საათი თავდახურებული. მიღებული ნარევით მიიღეთ აბაზანა, დაახლოებით 37-38 გრადუსით, 15 წუთის განმავლობაში, დაძინებამდე ერთი საათით ადრე.

ლიმონის უცნობი თვისებები
1. ლიმონი შეგიძლიათ, გამოიყენოთ თირკმლის კენჭების პრევენციისთვის. გამაგრილებელ სასმელში ან პირდაპირ წყალში გახნილი ლიმონის წვენის რეგულარული მოხმარებით, თქვენ ხელს შეუშლით კრისტალების ფორმირებას, რომელმაც შეიძლება, თირკმლის კენჭები წარმოქმნას.
2. ლიმონის დახმარებით შეგიძლიათ, სამზარეულოდან მოიშოროთ მწერები. ამისთვის არ დაგჭირდებათ დამატებითი ინიექციები და „ხაფანგები“. შპრიცის დახმარებით, რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი დაასხით ფანჯრის, კარადისა და მაგიდის კიდეებზე. ასევე, დადეთ პატარა ლიმონის კანი და დარწმუნებული იყავით, რომ ჭიანჭველები, ტარაკნები თუ ნებისმიერი მწერი თქვენს სამზარეულოს აღარ გაეკარება.
3. ლიმონი ასუფთავებს სისხლს. ჩვენ უამრავ არაჯანსაღ საკვებს ვიღებთ, რაც სისხლს გვიწამლავს ტოქსინებით, მაგრამ მათი გაწმენდა შეგვიძლია ლიმონის ყოველდღიური მოხმარებით.
4. ლიმონის დახმარებით შესაძლოა სუნთქვის გაუმჯობესება და გაჯანსაღება. ლიმონის წვენი კლავს ბაქტერიებს, რომლებიც იწვევენ უსიამოვნო სუნს პირის ღრუში. ამისთვის საჭიროა, ერთი წუთით გამოივლოთ პირში ლიმონის წვენი. გახსოვდეთ, რომ არ შეიძლება მისი გაჩერება დიდი ხნით, რადგან ლიმონმჟავამ შეიძლება, კბილის ემალს ზიანი მიაყენოს.
5. ლიმონის საშუალებით შეძლებთ ჭრილობიდან სისხლდენის შეჩერებასაც. დაისხით რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი პირდაპირ ჭრილობაზე. ეს შეგიჩერებთ სისხლდენას და ასევე, დააჩქარებს მოშუშების პროცესს. შეგიძლიათ, ბამბაზე დაწვეთებული ლიმონის წვენით ერთი წუთის განმავლობაში დაიმუშავოთ ჭრილობა.
6. ლიმონი დაგეხმარებათ მეჭეჭების მოცილებაში. ბამბით და ლიმონის წვენით დაიმუშავეთ მეჭეჭი ყოველდღიურად, მანამ, სანამ თქვენი მეჭეჭი არ გაქრება. თუმცა, ეს ერთ და ორ დღეში არ მოხდება.
7. ლიმონი ამცირებს ასთმის სიმპტომებს. ამისთვის უნდა მიიღოთ ორი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი თითოეული კვებისა და ძილის წინ. გარდა ჩამოთვლილი თვისებებისა, ლიმონი კარგია გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიის, ღვიძლისა და თირკმლის, კუჭისა და კანის დაავადებების დროსაც.

скачать dle 11.3