კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იყავი ნამდვილი მამაკაცი! #49



 ამბობენ,  იდეალურ მამაკაცს უნდა ჰქონდეს ალენ დელონის გარეგნობა, აინშტაინის ჭკუა და როკფელერის ჯიბეო. თუმცა, თითოეულ ქალბატონს თავისი შეხედულება და აზრი აქვს იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ  როგორი უნდა იყოს ნამდვილი მამაკაცი.   მიუხედავად ამისა,  მაინც შეიძლება,  რამდენიმე საერთო მახასიათებელი გამოვყოთ, ანუ ის უნარ-ჩვევები,  რაც ნამდვილ მამაკაცს უნდა ჰქონდეს.
დავიწყოთ ვიზუალით.
რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ მამაკაცში მთავარი გარეგნობა  არ არისო, თავდაპირველად, ყურადღებას მაინც ვიზუალი იპყრობს და პირველ შეფასებასაც მის მიხედვით ვაკეთებთ. შეხედულებები კაცის  სილამაზეზე აბსტრაქტული და მეტად სუბიექტურია, მაგრამ ნამდვილი მამაკაცი აუცილებლად კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში უნდა იყოს. იდეალურ ფიზიკურ მდგომარეობაში იგულისხმება კარგად  განვითარებული კუნთები. სულ მინიმუმ, მამაკაცს არ უნდა ჰქონდეს ლუდის სმისგან გაბერილი ღიპი და უნდა შეეძლოს, გარკვეული წონის ტვირთის უპრობლემოდ და წუწუნის გარეშე ტარება.
ნამდვილი მამაკაცი აუცილებლად უნდა იყოს მტკიცე, მიზანდასახული. უნდა შეეძლოს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება. ვალდებულია, იყოს გულადი და გამბედავი, რათა, თუ საჭირო გახდება, ქალის დაცვა შეძლოს.
 იდეალური მამაკაცი პასუხისმგებლობით აღსავსეა  და  ეს ქალთან ურთიერთობაშიც უნდა ჩანდეს, მზრუნველობისა და ყურადღების სახით. მან წარმატებით უნდა გაართვას თავი დაკისრებულ მოვალეობებს. ნამდვილი მამაკაცი, ყველაფერთან ერთად, ერთგულიც უნდა იყოს.
გაგიკვირდებათ, მაგრამ ქალებს    სიამოვნებთ, როცა მათი მეორე ნახევარი პოპულარულია სუსტი სქესის წარმომადგენლებში, მაგრამ მისგან მაინც ერთგულებას მოითხოვენ – ანუ, კარგი იყავი, მაგრამ მარტო ჩემი, ამ პრინციპით.
იდეალური მამაკაცი არ უნდა იყოს სუსტი და სენტიმენტალური, მაგრამ ყველაფერთან ერთად, ქალბატონები მოითხოვენ, მათი რჩეული ურთიერთობებში ყურადღებიანი და საკმაოდ ნაზიც კი იყოს. ნამდვილმა მამაკაცმა მარტივად უნდა გამოძებნოს საერთო ენა ქალბატონის მეგობრებთანაც.
P.S. ქალბატონებო, ნუ იტყვით საყვარელ ადამიანზე უარს მხოლოდ იმიტომ, რომ იდეალური მამაკაცისთვის დამახასიათებელ, აუცილებელ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს! გახსოვდეთ, რომ ქალიც ისევე იშვიათადაა იდეალური, როგორც მამაკაცი!

წესების დაცვით

ურთიერთობა მუდმივად უნდა ისწავლოთ, თუ გინდათ, თქვენ შორის ჰარმონიამ დაისადგუროს. მუდმივად უნდა დაიცვათ წესები, რომლებიც აუცილებელია ჯანსაღი, სტაბილური და ორმხრივად სასიამოვნო ურთიერთობებისთვის.
წესი პირველი: ეძებეთ კომპრომისები. აუცილებელია, ნებისმიერ საკითხზე შეძლოთ მოლაპარაკება. ეს რომ მოახერხოთ, ჯერ მოლაპარაკება უნდა ისწავლოთ. შეთანხმდით ორივესთვის მისაღებ ვერსიაზე ნებისმიერ საკითხში. რით დაიწყოთ? – გაეცით პასუხები მთავარ შეკითხვებს: მაგალითად, რა არის თქვენი ოჯახის პრიორიტეტები, ვის უნდა ებაროს ფინანსები, ვინ უნდა გადაწყვიტოს, სად დაისვენებთ და ასე შემდეგ.
წესი მეორე: საყვედურებისთვის, თუ მოლაპარაკებებისთვის შეარჩიეთ ხელსაყრელი და სწორი დრო. მით უფრო, თუ რაიმე პრობლემაა გადასაწყვეტი. არასდროს არ გაარკვიოთ ურთიერთობა ძილის წინ. ეს ხელს შეგიშლით ნორმალურად გამოძინებასა და ენერგიის აღდგენაში, შესაბამისად, დასვენებაშიც.
ნურც დილაუთენია ატეხთ ალიაქოთს. საუზმის ან სადილის შემდეგ ადამიანები უფრო კეთილგანწყობილები არიან.
წესი მესამე: დაეხმარეთ ერთმანეთს. ხომ იცით, რა ესიამოვნება და გაუხარდება. ნუ დაგეზარებათ, მზრუნველობა გადამდებია. გაღებული, ბუმერანგის პრინციპით, უკან დაგიბრუნდებათ.
წესი მეოთხე: შეეცადეთ, შექმნათ საკუთარი, ოჯახური ტრადიცია. ეს ძალიან კარგია ურთიერთობებისთვის და სასარგებლოა მომავალი თაობისთვისაც, რომლებმაც თქვენგან ურთიერთობაც უნდა ისწავლონ.

ჩუმი შური

რა არის შური, რა იმალება მის მიღმა? – უნდა ვთქვათ, რომ შური არ განიხილება, როგორც ცალკე აღებული ერთი ემოცია, ან გრძნობა. შური უფრო იმ სურვილების გამო გაჩენილი უკმაყოფილების განცდაა, რომლებიც ჩვენ ვერ განვახორციელეთ. არადა, ძალიან გვინდოდა. უცებ კი აღმოჩნდება, რომ ეს ყველაფერი აქვს სხვას და მის მიმართ ნეგატიურად „ვიმუხტებით.”
ვინ უფროა შურიანია? – ქალი, თუ კაცი?! ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ორივე სქესი თანაბრად შურიანია. უბრალოდ, რადგან ქალები კაცებზე ემოციურები და იმპულრუსები არიან, ისინი უფრო შურიანებად „გამოიყურებიან”. მამაკაცები კი, ამით სარგებლობენ და ამბობენ, რომ ქალს არა აქვს უნარი, აღიაროს თავისივე სქესის წარმომადგენლის ფიზიკური, თუ გონებრივი სილამაზე, რადგან შურს მისი. სინამდვილეში, კაცებიც არანაკლები შურით იმსჭვალებიან სიმპათიური და წარმატებული მამრის მიმართ.
შური ძალიან ვერაგი და მავნებელია. თუმცა, ზოგჯერ სტიმულატორის ფუნქციასაც ასრულებს. შურმა შეიძლება, გაცილებით მიზანდასახული გაგვხადოს. თუ შევძლებთ შურის მართვას და იმასაც გავაცნობიერებთ, რომ შური ცუდია, მაშინ მისგან საშიშროება აღარ გველის. საკმარისია, შურს ჩვენზე გაბატონების საშუალება მივცეთ, რომ დეპრესიამდეც კი მიგვიყვანს. ამიტომ, აუცილებელია, შურს შევებრძოლოთ, არ დავნებდეთ და არ „გავჩუმდეთ”. დადექით შურზე მაღლა და მეტი იმუშავეთ საკუთარ თავზე წარმატების მისაღწევად. არასდროს იოცნებოთ იმ მდგომარეობაზე, როცა სხვას შეშურდება თქვენი.

скачать dle 11.3