კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იყენებენ ფარმაცევტული კომპანიები ექიმებს მათ მიერ შემოტანილი მედიკამენტების გასასაღებლად #49

რამდენიმე წლის წინათ, სანამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ამოქმედდებოდა, საქართველოს მოქალაქეების გაღარიბებაში მნიშვნელოვანი ადგილი ჯანდაცვის ხარჯს ეკავა. ამ ხარჯში კი არც თუ უმნიშვნელო გახლდათ მედიკამენტების ხარჯი. ეს კომპონენტი ამჟამადაც შენარჩუნებულია, იმის მიუხედავადაც, რომ საოპერაციო ხარჯი აღარ აიძულებს ადამიანებს, გამოემშვიდოონ თავიანთ საცხოვრებელს საჭირო თანხის მოსაგროვებლად. თუმცა, მედიკამენტები მოქალაქეების ჯიბეებს არა მხოლოდ სიძვირის, არამედ სიმრავლის გამოც აწვება. კერძოდ, გარვცელებული მოსაზრებით, მედიკოსები საჭიროზე მეტ წამალს უწერენ პაციენტებს, რის მოტივიც არა მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვაა, არამედ წამლების გასაღებაც.
ჯანდაცვის კონსულტანტ თინა ტურძილაძის აზრით, ქართული ფარმაცევტული ბაზარი განსხვავდება ტიპური ფარმაცევტული ბაზრისგან იმით, რომ აქ მთავარი მოთამაშე, მწარმოებლის ნაცვლად, დისტრიბუტორია. „ჩვენ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ, ვინაიდან ადგილობრივი წარმოება მხოლოდ 14 პროცენტია. ფარმაცევტული კომპანია პაციენტამდე პროდუქტის მიტანისთვის იყენებს გასაღების არხებს და სადისტრიბუციო კომპანიები, ფაქტობრივად, არის გასაღების არხები. თუ ეს სისტემა უფრო აძვირებს წამალს და ის უფრო ძვირი ჯდება,  ვიდრე თავად წარმოება, გასაგებია, რომ სისტემა არ ვარგა. ქართული სადისტრიბუციო სისტემა, რომელიც წამალს საშუალოდ 102 პროცენტით აძვირებს, ტყუილად იქებს თავს, მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებში იგივე მაჩვენებელი 10-20-25 პროცენტია. მეტსაც გეტყვით, ამერიკის ბაზარი ერთ-ერთ ყველაზე ძვირ ბაზრად მიიჩნევა და იქ წამლის ფასი ძალიან მაღალია. ამერიკის ბაზარზე არის 6 500 დისტრიბუტორი და მათგან მხოლოდ სამია ჰიპერმსხვილი, დანარჩენები არიან მსხვილი, საშუალო და წვრილი დისტრიბუტორები. მაგრამ ბაზარზე გავლენას ვერ ახდენენ საშუალოები და წვრილები, გავლენას ახდენენ მხოლოდ მსხვილი და ჰიპერმსხვილი დისტრიბუტორები, იმიტომ რომ, მათ ხელშია ბაზრის დაახლოებით 70,7 პროცენტი. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში არ არის ფასრეგულაცია, სუპერმსხვილი სადისტრიბუციო კომპანიების ფასნამატი 5-5,5 პროცენტია. იმიტომ რომ კონკურენცია ნამდვილია. ცოტა მეტი ფასნამატი აქვთ მსხვილ სადისტრიბუციო კომპანიებს, მაგრამ ის არ აღემატება 20-25 პროცენტს. ამერიკაში მილიარდობით დოლარი ჯდება წამლის კვლევა და აისახება მის ფასზეც. ამიტომ ღირს ამერიკის ბაზარზე წამალი ძვირი და არა იმიტომ, რომ იქ სადისტრიბუციო მარჟაა მაღალი. როგორც უნდა გაგიკვირდეთ, მარჟა ამერიკას უფრო დაბალი აქვს, ვიდრე საქართველოს. ევროპის მთლიან ბაზარზეც სამი ჰიპერმსხვილი დისტრიბუტორია, მაგრამ მათი სადისტრიბუციო მარჟა 8-10 პროცენტია. ანუ მთელ მსოფლიოში დისტრიბუცია ჯდება უფრო იაფი, ვიდრე წარმოება, იმიტომ რომ, წარმოება ძვირი პროცესია.“
იმის გათვალისწინებით, რომ თვით განვითარებულ დასავლეთშიც კი არ არის დაცული პაციენტი არაკეთილსინდისიერი ექიმისგან, რომელიც ფარმაცევტული კომპანიის მიერ მოქრთამული, ან უვარგის წამალს მოახვევს თავს ან საჭიროზე მეტ წამალს, ადვილი წარმოსადგენია, თუ რა შეიძლება, ხდებოდეს ქართულ ბაზარზე. მით უფრო, რომ ჩვენებური ფარმაცევტული კომპანიები წამლების შემომტანებიც არიან, მწარმოებლებიც, გამყიდველებიც, კლინიკების მეპატრონეებიც და ექიმთა ხელფასების გამცემებიც. რატომ უნიშნავენ ქართველი მედიკოსები ქართველ პაციენტებს ზომაზე მეტ წამალს: ეს ამ უკანასკნელთა ჯანმრთელობასაც აზიანებს თუ მათგან მხოლოდ მეტი ფულის ამოღების საშუალებაა ფარმაცევტული კომპანიების სასარგებლოდ, –  ამ კითხვაზე პასუხის მიღებას საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელ მდივნისგან, არჩილ მორჩილაძისგან, შევეცდებით.
– ამჟამად როგორ მოქმედებს მედიკამენტების ფასი და, ზოგადად, სამედიცინო ხარჯი მოქალაქეების ჯიბესა და მათ სოციალურ მდგომარეობაზე?
– საყოველთაოდ ცნობილია, რომ  მედიკამენტებზე ქვეყანაში არსებული დანახარჯები არაადეკვატურად მაღალია და საერთო ჯანდაცვის დანახარჯების 50 პროცენტს შეადგენს. ბუნებრივია, ეს მოქმედებს მოქალაქეების ჯიბეზეც. სწორედ ამ დანახარჯების შემცირების მიზნით, სახელმწიფო  აპირებს, რომ გარკვეულ მიზნობრივ ჯგუფებს აუნაზღაუროს ესენციური მედიკამენტების ღირებულება. ასეთია ევროპული კანონმდებლობის, კერძოდ, ევროპის სოციალური დაცვის კოდექსის მოთხოვნებიც. პროცესის სწორად წარმართვის შემთხვევაში, ეს ზოგადად,  წაადგება მედიკამენტებზე ქვეყანაში არსებული არაადეკვატური დანახარჯების შემცირების პროცესს. სახელმწიფოს მიერ მედიკამენტების ხარისხზე პასუხისმგებლობის აღება საშუალებას მისცემს პროექტში ჩართულ პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებს, თამამად გამოუწერონ პაციენტებს ბაზარზე არსებული ყველაზე იაფი ჯენერიკები. აქვე შეიძლება თანაგადახდის იგივე სისტემის დანერგვა, რაც დღეს არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ანუ იაფი მედიკამენტის შეძენისას პაციენტის თანაგადახდის წილი იქნება უფრო ნაკლები.
– ჩვენთან არ არსებობს გაიდლაინები, რის მიხედვით უნიშნავენ ექიმები პაციენტებს მკურნალობას? საკუთარ გამოცდილებას ეყრდნობიან, რომელიმე უცხოურ სისტემას დაესესხებიან თუ რით ხელმძღვანელობენ?
– ვერ ვიტყვით, რომ არ არსებობს, მხოლოდ ჩვენი გაერთიანების მიერ რამდენიმე ასეული კლინიკური მართვის პროტოკოლი შეიქმნა. ეს პროტოკოლები განთავსებულია ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზეც. უბრალოდ, საჭიროა მათი მუდმივი განახლება და  გამოყენება. მნიშვნელოვანია, რომ  დანიშნულება  შესაბამისობაში იყოს დღეისთვის არსებულ კლინიკურ გზამკვლევებთან. მედიკამენტების ანაზღაურების სისტემის გამართული მუშაობის წინაპირობაა პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების მომზადება კლინიკურ ფარმაკოლოგიასა და რაციონალურ ფარმაკოთერაპიაში. ექიმების ინფორმირებას ამ საკითხში პირდაპირი კავშირი აქვს მედიკამენტების რაციონალურ ხარჯვასთან, დღეს ექიმთა გადამზადებაზე  მხოლოდ  ფარმაცევტული კომპანიები „ზრუნავენ“, რაც ბუნებრივია, იწვევს მედიკამენტების მოხმარების გაზრდას.
– არაერთხელ თქმულა, რომ, როგორც წესი, მედიკოსები პაციენტებს საჭიროზე მეტ მედიკამენტს უნიშნავენ. ჩვეულებისამებრ, რა არის ხოლმე ამის მიზეზი, ზოგადად? სავარაუდოდ, ეს მხოლოდ ჩვენი ჯანდაცვის სისტემის პრობლემა არ იქნება. საქართველოში, ამ მხრივ, სხვა ქვეყნებზე უარესი მდგომარეობაა თუ იგივენაირი?
– პაციენტისთვის ჭარბი წამლის ან პროცედურის დანიშვნა, ანუ პოლიპრაგმაზია, თანამედროვე კლინიკური მედიცინის თანმხლები, საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. ის გვხვდება როგორც მაღალგანვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყნებში. უფრო მეტად კი იმ ქვეყნებში, რომლებშიც ფარმაცევტულ სფეროში ლიბერალური რეგულაციებია. ასეთად შეიძლება ჩაითვალოს ჩვენი ქვეყანაც. საქართველოში ამ  მოვლენას ობიექტური საფუძვლები აქვს. კერძოდ, ბოლო ოცი წლის განმავლობაში, ჩვენდა სამწუხაროდ, კლინიკური ფარმაკოლოგიის კუთხით, ექიმების განათლებაზე სახელმწიფო საერთოდ არ ზრუნავდა. ისინი მხოლოდ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთაგან მიღებული ინფორმაციის ამარა იყვნენ დარჩენილნი. ეს, ფაქტობრივად, ერთადერთი შანსი იყო, მიეღოთ თანამედროვე მედიცინის მიღწევებისა და სამკურნალო საშუალებების შესახებ ინფორმაცია. ასე გრძელდება დღემდე. ბუნებრივია, ყველა ფარმაცევტული კომპანია ექიმებს ინფორმაციას  თავისი კომპანიის ინტერესებით აწვდის და როდესაც ექიმს არ აქვს საშუალება მიიღოს ობიექტური ინფორმაცია, ის ბუნებრივად ექცევა ფარმკომპანიების გავლენის ქვეშ. საბედნიეროდ, საქართველოში მრავლად არიან ექიმები, რომლებიც თავად ცდილობენ, მოიპოვონ თანამედროვე კლინიკური მართვის პროტოკოლები და სწორედ ამ პროტოკოლებით უმკურნალონ პაციენტებს.
– იკვეთება თუ არა ფარმაცევტული კომპანიების ინტერესი? ცნობილია, რომ უცხოელი ექიმებიც არიან შემჩნეულები ამა თუ იმ პრეპარატის რეკლამირებისთვის მწარმოებლის მიერ თანხის გადახდის შემთხვევაში.
– კი არ იკვეთება, ფარმაცევტულ კომპანიებს ერთმნიშვნელოვანი ინტერესი აქვთ, რომ გაზარდონ მათ მიერ იმპორტირებული მედიკამენტების რეალიზაცია. ჩვენ ჩავატარეთ პოლიპრაგმაზიის კვლევა. კვლევის მიზანი იყო, ფართო საზოგადოებას მეტი განმარტება მიეღო აღნიშნულ პრობლემაზე, რომ ცალკეული შემთხვევების გამო არ მომხდარიყო სამედიცინო საზოგადოების დისკრედიტაცია. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ არა მის შედეგებზე, არამედ ამ კვლევების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორების გზებზე.
– ჭარბი მედიკამენტების მიღება არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის? ან მხოლოდ წამლების ჭარბად გასაღებაა მიზანი? არის თუ არა შესაძლებელი ამის კონტროლი? ალბათ, გაიდლაინებით, მაგრამ რა უშლის ხელს მათ დანერგვას? ხომ მაინც უნიშნავენ მკურნალობას   ექიმები პაციენტებს, სისტემატიზება რატომ ვერ ხერხდება?
– ბუნებრივია, რომ ჭარბი მედიკამენტები შეიძლება იყოს საზიანო. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევიმუშავეთ გარკვეული რეკომენდაციები, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ და რომლებიც ასეთია: ჯერ ერთი, ექიმებმა პაციენტისთვის სამკურნალო საშუალებების გამოწერისას, მაქსიმალურად უნდა იხელმძღვანელონ მოქმედი კლინიკური მართვის პროტოკოლებით. ამისთვისაც აუცილებელია, უკვე არსებული პროტოკოლების განახლება და მათი დანერგვის ღონისძიებების გატარება; მეორე –  უნდა მომზადდეს შესაბამისი ცვლილება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამის ბრძანებაში, იმ მიზნით, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა 100-ის შევსებისას, ბიოლოგიურად აქტიური დანამატები არ დაუნიშნონ  მედიკამენტებად; მესამე –  ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გადახედოს ფარმაცევტული პროდუქტის ეგრეთ წოდებული ნებაყოფლობითი რეგისტრაციის რეჟიმს, რომ შესაძლებელი იყოს სხვა სამკურნალო საშუალებებისგან ბიოლოგიურად აქტიური დანამატების გამიჯვნა; მეოთხე –  დაინერგოს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემა და მასში განსაკუთრებით გაძლიერდეს კლინიკური ფარმაკოლოგიის როლი.
– რა იცავს პაციენტს ჩვენთან, რომ არ გახდეს ექიმის არაპროფესიონალიზმისა თუ მიკერძოებულობის მსხვერპლი? ზოგადად, რა არის ამის გარანტია განვითარებულ ქვეყნებში?
– განვითარებულ ქვეყნებში უფრო მეტი გარანტიები და სახელმწიფო რეგულაციებია, რაც, ამ მხრივ, რისკებს ამცირებს. ჩვენთან აუცილებლად უნდა გაიზარდოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის როლი და მოხდეს მოსახლეობის უფრო კვალიფიციური  ინფორმირება. ასევე, აუცილებელია ამ  პროცესში პროფესიული ასოციაციების ჩართულობაც.
– მედიკამენტების ფასის ადეკვატურობის რა საშუალებები არსებობს, გარდა კონკურენციისა? კონკურენცია, ფაქტობრივად, შეუძლებელია ჩვენს ბაზარზე, რადგან ფასდაკლების დღეებიც კი იდენტურია სააფთიაქო ქსელებში? ზღვრული ფასების დაწესება გამოასწორებს ვითარებას?
– ფასები  რეგულირდება საბაზრო პრინციპებიდან გამომდინარე. დღეს უამრავი ბრენდული დასახელების ერთი და იგივე შემადგენლობის მედიკამენტი  იყიდება და მათი ფასი საკმაოდ დიდი ამპლიტუდით მერყეობს. ექიმები უნდა ფლობდნენ ობიექტურ ინფორმაციას ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული მედიკამენტების შესახებ. ხოლო სახელმწიფო უნდა იყოს ქსელში არსებული მედიკამენტების ხარისხის გარანტი.  ამ შემთხვევაში ზღვრული ფასების დაწესება აზრსაც დაკარგავს, ვინაიდან დღეს ბაზარზე ისედაც საკმაოდ დიდი არჩევანია. მაგალითად, ავიღოთ ანტიბიოტიკი „ცეფტრიაქსონი“, რომელსაც ყველაზე ხშირად მოიხმარენ. საავადმყოფოები ამ პრეპარატს იღებენ 80 თეთრად (ზოგჯერ უფრო ნაკლებადაც), ხოლო იმავე პრეპარატის საცალო ფასი იწყება 3 ლარიდან და შეიძლება, 20 ლარზე მეტიც კი ღირდეს. ზოგიერთი არაევროპული ბრენდი კი ორიგინალ მწარმოებელზე ძვირია. მსგავსი სიტუაციაა თითქმის ყველა ძირითად პრეპარატზე.

скачать dle 11.3