კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ცუდია დაღრეჯილობა“ #49

ანუ დავარდნით ავარდნილები

 მართალია, ეს ჩვენი ლარი ხუთშაბათ საღამოს იმავე ნიშნულს დაუბრუნდა, რა ნიშნულზეც ხუთშაბათ დილით იდგა, თუმცა 20-პუნქტიანმა რყევამ, ფაქტია, რომ  მავანთ (ანუ ამ მოულოდნელი რყევის გამომწვევთ) გვარიანად აშოვნინა ათეულობით მილიონი.
და ისიც ფაქტია, რომ ეს ამბავი ამ ჩვენებური ბანკების აქტიური მონაწილეობის გარეშე ვერ ჩაივლიდა (ვალუტის კურსი სწორედ მათ მიერ დგინდება), თუმცა ეს სულ სხვა საუბრის თემაა.
მეორე მხრივ, ზემოხსენებულებს ლარის კურსის ნახტომისებური რყევით მილიონების შოვნაში უბრალო მოკვდავნით წავეხმარეთ, არც მეტი, არც ნაკლები, პანიკით. წავეხმარეთ, ვინაიდან დოლარზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა (დაფეთებულმა მოსახლეობამ სავალუტო ჯიხურებს მიაშურა დოლარის შესყიდვის მოთხოვნით, რამაც ლარსი კურსი კიდევ უფრო, ანუ დაგეგმილზე მეტად შეარყია).
არადა, რომ გაგვხსენებოდა, რომ ფული მხოლოდ კურსის რყევით კეთდება, იმთავითვე ცხადი გახდებოდა, რომ ავარდნას დავარდნა აუცილებლად და მალევე უნდა მოჰყოლოდა (თუ კურსთა შორის დიდი სხვაობა არ იქნა, ამის მომწყობს მოგება როგორ დარჩება?!).
ხოლო, რაკი ეს ჩვენ მიერ უადგილო პანიკის გამომჟღავნების ერთადერთი შემთხვევა არ გახლავთ, ჩნდება ეჭვი, რომ რუსთაველისგან დიდი ვერაფერი გვისწავლია, რადგან არათუ სიკვდილს, დაღრეჯილობის გარეშე ლარის გაუფასურებასაც კი ვერ შევგებებივართ. –

скачать dle 11.3