კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რუხი ნივთიერების დეფიციტი?! #49

ანუ „ნურც დაუშვებ, ნურც გააუქმებ“

 მას შემდეგ, რაც დიდი ვაი-ვიში ატყდა, ონლაინგამსესხებლები მოსახლეობას ყველეფენო (და, მართლაც, ყვლეფენ, ვინაიდან მათი საპროცენტო განაკვეთი კოსმოსურ მასშტაბებს აღწევს, თუმცა, მეორე მხრივ, ისიცაა, რომ მომხმარებელი თავად იღებს გადაწყვეტილებას, რომ გაყვლიფონ), გასულ კვირას პრემიერ-მინისტრმა გვამცნო, რომ მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის პაკეტს ამზადებს. ამ პაკეტის მიზანი კი, არც მეტი, არც ნაკლები, ონლაინსესხების გაცემის აკრძალვა იქნებოდა.
პრემიერ-მინისტრს არ დავიწყებია იმის შეხსენებაც, რომ (მომყავს ციტატა): „ეს მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო ჩვენი საზოგადოების მხრიდან.“
და თუმცა ფაქტია, რომ მოთხოვნა, მართლაც, საზოგადოების მხრიდან მოდიოდა, იმავე საზოგადოებამ, შეიტყო რა ონლაინსესხების გაუქმების პერსპექტივის შესახებ, განგაშის ზარები დაარისხა, რომ ამგვარი ქმედება, არც მეტი, არც ნაკლები, უკან, საბჭოეთისკენ გადადგმული ნაბიჯია.
ზართა დარისხების პროცესში გადაწყვეტილებაც შეიცვალა: განა გაუქმდება, რეგულაციები დაწესდებაო. თუმცა არც ამ შემთხვევაში დაუხანებია საზოგადოების რეაქციას, პათოსით, რატომ იცვლის ასე ხშირად გადაწყვეტილებებს მთავრობაო (და მერე რა, რომ იმავე საზოგადოების მოთხოვნაა, მთავრობა ხალხს უნდა უსმენდეს?!).
ამიტომაც უცნობია, საბოლოოდ, რა ვერდიქტს გამოუტანენ ონლაინგამსესხებლებს, თუმცა, თუ გავიხსენებთ ჩვენსავე რეაქციას (პათოსით: „ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები“), იქნებდა ერთხელაც ძალა დაგვეტანებინა რუხი ნივთიერებისთვის და 500-ის ფარგლებში პროცენტების დაანგარიშება დაგვესწავლა?! –

скачать dle 11.3