საღერღელაშლილები #49
თავისუფლება – ბუსუსებიან პრეზერვატივებს
ისე მოხდა, რომ, თუმცა სექსის საერთაშორისო დღე ჩვენს ქვეყანაში, მაინცდამაინც, პომპეზურად არ აღგვინიშნავს (მეტიც, ერთი ღონისძიებაც კი არ მიგვიძღვნია), ირიბად და უნებლიეთ, მაინც აღგვენიშნა.
კერძოდ, ახლად არჩეული პარლამენტის ბიურომ კანონპროექტი, ეგრეთ წოდებული, ბუსესებიანი პრეზერვატივების შესახებ, უკან გაიწვია.
მიუხედავად იმისა, რომ ეს თემა კვლავ იქცა ენის ფხანის საგნად – განა იმიტომ, რომ ქეცი გვჭირს, თავის შესაქცევად, პროცედურულად სხვაგვარად ვერ გამოვიდოდა.
კერძოდ, მოგეხსენებათ, თავის დროზე ამ კანონპროექტმა, რომელიც (უხეშად რომ ვთქვა) ბუსუსებიანი პრეზერვატივების მხოლოდ მოფარებულში ყიდვა-გაყიდვას გულისხმობდა, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია (სხვათა შორის, არანაკლები, ვიდრე ლარის ავარდნა-დავარდნამ) იმ მიმართულებით, რომ ისინი თავისუფლად უნდა გაყიდულიყო, კანონპროექტის უკან გამოწვევამაც (კანონპროექტი წინა მოწვევის პარლამენტის მუშაობისას გატარდა რეგისტრაციაში, ოღონდ პარლამენტს ერთი მოსმენის გარდა მასზე არ უმსჯელია) აგვიშალა ქილიკის საღერღელი („ჭრელი პეპლის“ მარადიული პათოსით).
მაგრამ, როგორც უნდა იყოს, ისევ ბუსუსებიან პრეზერვატივზე აღელვება ჯობია, ლარის კურსზე ნერვული უჯრედების ვიბრაციას. –