კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თეთრი შური #49

ანუ მდიდრებიც აძვირებენ

 მაშინ, როდესაც ჩვენი გაგვჭირვებია, კვლავ არ გაგვიძვირდეს გაზი და ელექტროენერგია და, ამის პარალელურად, შურის თვალით შევცქერით გაზისა და ნავთობის მომპოვებელ ქვეყნებს (მათ შორის – ჩვენს მეზობელსა და სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანს), როგორც აღმოჩნდა, მდიდრებიც აძვირებენ.
სახელდობრ, აზერბაიჯანის სატარიფო საბჭოს გაზისა და ელექტროენერგიის გადასახდელების გაძვირების გადაწყვეტილება მიუღია, სხვათა შორის, საფეხურეობრივად (ვითომ ჩვენი გავლენაა?!). ანუ ფასების მატება არ გავრცელდება აზერბაიჯანის იმ მოქალაქეებზე, რომლებიც წელიწადში 1 500 კუბმეტრამდე ბუნებრივ აირს მოიხმარენ, დანარჩენებს კი ტარიფი გაუორმაგდებათ (ცნობისთვის, ერთი კუბმეტრი გაზი ჩვენს მეზობლად 10 აზერბაიჯანული კაპიკი ღირს).
ძველი ტარიფი (ერთი კილოვატ-საათი – 7 კაპიკი) შეუნარჩუნდებათ იმ აბონენტებს, რომლებიც ყოველთვიურად 250 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, ანუ 11 კაპიკამდე გაეზრდებათ მათ, რომლებიც უფრო მეტს მოიხმარენ.
შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია, რომ აზერბაიჯანელი მომხმარებელი გაცილებით იაფად ნათდება და თბება, რაც, სულაც არ არის გასაკვირი ენერგომომპოვებელი ქვეყნისთვის, თუმცა არის ერთი მაგრამ,  თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში სოციალური ტარიფი 100 კილოვატამდე მომხმარებლებზე ვრცელდება, ესე იგი, აზერბაიჯანელი ღარიბები ქართველ ღარიბებზე შეძლებულები ყოფილან. –

скачать dle 11.3