კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„საქართველოს ბანკისა“ და Welcome to Georgia-ს თანამშრომლობით ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება გაიმართება #48

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერა მცირე და საშუალო ბიზნესს – უმნიშვნელოვანესი პროექტით

 „საქართველოს ბანკი“ წამყვანი ბანკია, რომელიც არ ღალატობს ტრადიციას და ყოველთვის ცდილობს, ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ქვეყნის ფარგლებში. ამას მოწმობს მის მიერ  ამ კუთხით განხორციელებული ბევრი წარმატებული პროექტი. ამჯერადაც „საქართველოს ბანკმა“ სრული მხარდაჭერა გამოხატა ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების Welcome to Georgia-ს მიმართ და აუწყა საზოგადოებას, რომ დაჯილდოების ღონისძიება 2 დეკემბერს სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ გაიმართება.
ნომინაციაში, „ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით“, გამარჯვებულს, „საქართველოს ბანკი“ ფულადი პრიზით და ერთი წლის განმავლობაში უფასო საოპერაციო პროდუქტებით დააჯილდოებს.
აღსანიშნავია, რომ ტურიზმის დაჯილდოების ცერემონიალის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს განვითარებას და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.
Welcome to Georgia-ს პროექტში მონაწილეობა 300-ზე მეტმა ნომინანტმა მიიღო. რეგისტრაცია კი 2016 წლის 15 ივნისიდან 20 სექტემბრამდე გაიარა, რომელიც პროექტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მიმდინარეობდა. პროექტში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიებმა, საქართველოს ყველა რეგიონიდან: სასტუმროებმა, ტურისტულმა სააგენტოებმა, ტუროპერატორებმა, ასევე, ღონისძიებებისა და ფესტივალების, რესტორნების, კაფეების, სხვადასხვა კვების ობიექტების სერვისის მიმწოდებლებმა, ღვინის კომპანიებმა, მოგზაურმა ფოტოგრაფებმა, გასართობმა ბიზნესობიექტებმა.
ზურაბ მასურაშვილი („საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მომსახურების დეპარტამენტის უფროსი): მოგეხსენებათ, რომ ამ მნიშვნელოვანი დაჯილდოების ცერემონიალი 2 დეკემბერს გაიმართება. გამარჯვებულებს აუდიტორული კომპანია „ბიდიო საქართველო“ გამოავლენს. „საქართველოს ბანკის“ ინტერესის სფერო ბიზნესის მხარდაჭერაა. შესაბამისად, ამ ეტაპზე ჩვენი ნომინაციაა: „ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით“, რომელიც, რა თქმა უნდა, ტურიზმში მოღვაწეობს. მნიშვნელოვანია, რომ „საქართველოს ბანკი“ ნომინაციაში გამარჯვებულს ფულად პრიზსა და ერთწლიან უფასო საოპერაციო პროდუქტებს შესთავაზებს. ასევე, შევეცდებით, ნებისმიერ მომსახურებაში ვიყოთ ობიექტური მათთან ურთიერთობაში. ბანკის ინტერესია, მხარი დავუჭიროთ ბიზნესის განვითარებას, განსაკუთრებით ტურისტულ სექტორში, რადგან მიგვაჩნია, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროა და დიდ ყურადღებას საჭიროებს ამ მხრივ. ამიტომ ვცდილობთ, ნაყოფიერად ვიმუშაოთ და ჩართულები ვიყოთ ამ დიდ, საერთო საქმეში, რადგან განვითარებული ტურიზმი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის.
მარინა ჩაიკა (ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების დამფუძნებელი): უპირველესად, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო „საქართველოს ბანკს“ ამ მხარდაჭერისთვის, რადგან სწორედ „საქართველოს ბანკია“ ჩვენი პროექტების ოფიციალური პარტნიორი. ასევე, ბანკმა მოგვცა საშუალება, პროექტის ფარგლებში კიდევ ერთი დამატებითი ნომინაცია წარგვედგინა, ხოლო ამ ნომინაციამ კი შესაძლებლობა მოგვცა, კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩართულიყო პროექტში. მინდა საზოგადოებას შევახსენო, ნომინანტების შეფასების პროცესი ორ ეტაპად იყო გაყოფილი. პირველ ეტაპზე – პროექტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ონლაინ ხმის მიცემა მიმდინარეობდა. ხოლო მეორე ეტაპზე – ნომინანტები კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა, რომელიც დაკომპლექტებული იყო საერთაშორისო და ქართველი ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს პროფესიონალებისგან. გამჭვირვალობისა და ობიექტურობისთვის კი, ჟიურის შეფასება და ონლაინ ხმები თითოეული ნომინანტისთვის დაითვალა და შეაჯამა პროექტის დამოუკიდებელმა აუდიტორმა „ბიდიო საქართველომ“. შესაბამისად, მან  გამოავლინა ფინალისტები და გამარჯვებულები თითოეულ ნომინაციაში. დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ, „საქართველოს ბანკს“ წარმატებული თანამშრომლობისა და პარტნიორობისთვის.

скачать dle 11.3