კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აღიარებენ პაციენტები მიხეილ გაბრიჩიძეს წლის საუკეთესო ოფთალმოლოგად #48

„ნიუ ჰოსპიტალსის” თვალის ეროვნული ცენტრის ისტორია მე-19 საუკუნის ბოლოდან იღებს სათავეს. ამჟამად ის აღჭურვილია უახლესი ტექნიკითა და დანადგარებით. ამ ცენტრში მომუშავე 30-მდე ოფთალმოლოგი მუდმივად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და ტრენინგებში, ეუფლება ოფთალმოლოგიის უახლეს მიღწევებს.
სერვისი, რომელსაც ეს ცენტრი სთავაზობს პაციენტებს ტრადიციისა და უახლესი ტექნოლოგიების სინთეზია, რაც ასე ფასეულია დღეს. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომაცაა, რომ ჩვენი გამოკითხული მკითხველების დიდი ნაწილი სწორედ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმს, ბატონ მიხეილ გაბრიჩიძეს ასახელებს წლის საუკეთესო ოფთალომოლოგად.
მინი-დოსიე: მიხეილ გაბრიჩიძე – ოფთალმოლოგი, თვალის მიკროქირურგი. „ნიუ ჰოსპიტალსის ეროვნული ოფთალმოლოგიური ცენტრის” წამყვანი სპეციალისტი;
საქართველოს ვიტრეორეტინოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე;
საქართველოს ოფთალმოლოგთა ასოციაციის გამგეობის წევრი;
ევროპის რეტინოლოგთა ასოციაციის წევრი;
ევროპის კატარაქტისა და რეფრაქციული ქირურგიის ასოციაციის წევრი.
ოპერაციები: ბადურა გარსის პათოლოგიები, თვალის დიაბეტური პათოლოგიები, კატარაქტა, გლაუკომა, რეფრაქციული ქირურგია, ლაზერული ქირურგია, ოპერირებული და ტრავმირებული თვალის რეკონსტრუქციული ოპერაციები.
წელიწადში: 2 000 ქირურგიული ოპერაცია.
800 ლაზერული ოპერაცია.
1985 წელს დაამთავრა თბილისის 55-ე საშუალო სკოლა;
1985-1992 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში;
1992-1994 წლებში – რეზიდენტურა თბილისის ეროვნულ ოფთალმოლოგიურ ცენტრში;
1994 წლიდან თბილისის ეროვნული ოფთალმოლოგიური ცენტრის ოფთალმოლოგია;
1999 წლიდან – თბილისის ეროვნული ოფთალმოლოგიური ცენტრის წამყვანი ქირურგი;
2011 წლიდან – „ნიუ ჰოსპიტალსის ეროვნული ოფთალმოლოგიური ცენტრის” წამყვანი სპეციალისტი.
რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში.
არის სამეცნიერო სტატიების ავტორი და თანაავტორი.
ჰყავს მეუღლე, სამი შვილი და ერთი შვილიშვილი.
ჰობი: ჩოგბურთი, თხილამურები, მოგზაურობა, მეღვინეობა,
– ბატონო მიხეილ, პირველ ყოვლისა, მინდა გკითხოთ, როგორ ფიქრობთ, რატომ ირჩევს პაციენტთა დიდი ნაწილი „ნიუ ჰოსპიტლსის“ თვალის სნეულებათა ცენტრს?
– მოგესალმებით. მოხარული ვარ, რომ ჩვენ ვამართლებთ პაციენტთა ნდობას. თამამად ვიტყოდი, რომ თვალის დაავადებებისა და პათოლოგიების პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დარგში ჩვენ ეროვნული ლიდერები ვართ. თვალის ეროვნული ცენტრი მოწინავეა არა მარტო საქართველოში, არამედ მთლიანად, კავკასიის რეგიონში. მე ვფიქრობ, რომ ეს განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით:
უპირველეს ყოვლისა, ეს არის ის უდიდესი ტრადიციული სკოლა, რომელიც 1890-იანი წლებიდან იღებს სათავეს და გიორგი ტარსაიძის სახელს უკავშირდება. ჩვენი ცენტრი ტრადიციულად იყო წამყვანი და უდიდესი რეგიონში ყველა პოლიტიკური ფორმაციის დროს.
მეორე ფაქტორია ის უახლესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რაც დღეს გაგვაჩნია. სიამაყით შემიძლია, ვთქვა, რომ ის ტექნიკა-დანადგარები, მიკროსკოპები, სხვადასხვა ტიპის ლაზერი, რაც ჩვენთანაა, დაამშვენებდა მსოფლიოს ნებისმიერ წამყვან ცენტრს. ეს ეხება როგორც პირველადი დიაგნოსტიკის კაბინეტებსა და საკვლევ ოთახებს, ასევე საოპერაციოებსა და ლაზერულ განყოფილებას. მუდმივად ხდება ამ ტექნიკის განახლება და შევსება.
მესამე ფაქტორია ის, რომ ჩვენი ცენტრი ფარავს ოფთალმოლოგიური მომსახურების სრულ სპექტრს დაწყებული სასწრაფო მიღებითა და დამთავრებული მაღალტექნოლოგიური ლაზერული ოპერაციებით. ზოგიერთი სერვისები, მაგალითად: ბავშვთა ქირურგია, ონკოოფთალმოლოგია, მხოლოდ ჩვენთანაა წარმიდგენილი.
მთავარი ფაქტორი კი თვალის ეროვნული ცენტრის კოლექტივია. 28 ექიმი, პროფესორ ომიაძის ხელმძღვანელობით, ესაა უძლიერესი ბირთვი ოფთალმოლოგიის სხვადასხვა სუბსპეციალობებში მომუშავე პროფესიონალებისა, რომლებიც მუდმივად მუშაობენ პროფესიული დონის ამაღლებაზე. ტრენინგები უცხოეთში, მონაწილეობა კონფერენციებში, კლინიკური შემთხვევების განხილვა, კონსილიუმები – ყველაფერი ეს გვეხმარება, პაციენტებს შევთავაზოთ თანამედროვე მიდგომებზე დაფუძნებული და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სერვისები და ვიყოთ ლიდერები ჩვენს დარგში. დავსვათ სწორი და სწრაფი დიაგნოზი თვალის ნებისმიერ პრობლემაზე და დავნიშნოთ შესაბამისი მკურნალობა.
– რა ძირითადი სერვისებია თქვენთან და რა ტიპის ოპერაციებს აკეთებთ?
– ჩვენი ცენტრი ფარავს ოფთალმოლოგიური მომსახურების სრულ სპექტრს, დაწყებული დიაგნოსტიკით და ბანალური კონიუნქტივიტის მკურნალობით და დამთავრებული ურთულესი ოპერაციებით.
დიაგნოსტიკური პროცედურებიდან ტარდება თვალის რენტგენოგრაფია, ოპტიკურ კოჰერენტული ტომოგრაფია (OCT), ნერვის გამოკვლევა გლაუკომის ადრეული დიაგნოსტიკისთვის (HRT-2), ფლუორესცენტული ანგიოგრაფია, კატარაქტის ოპერაციისთვის ბროლის გამოთვლა ხდება IOL-master-ით და VERION-ის სისტემებით, რაც უახლესი და უზუსტესი კვლევებია, რქოვანას ტოპოგრაფია კერატოკონუსის ადრეული დიაგნოსტიკისთვის და კიდევ მრავალი სხვა, რისი ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს.
სრულდება ყველა სირთულისა და დონის ლაზერული და ქირურგიული ოპერაციები:
კატარაქტის უნაკერო ქირურგია ჩვეულებრივი და პრემიუმ-ლინზების გადანერგვით, ტრავმული და გართულებული კატარაქტა. ბავშვთა კატარაქტა;
გლაუკომის ქირურგია ექსპრეს-შუნტისა და აჰმადის სარქველის გადანერგვით;
რქოვანას ქირურგია;
რეფრაქციული ოპერაციები – ანუ, სათვალის მოსახსნელი ოპერაციები ცეისის უახლესი ფემტო-სეკონდ ლაზერით;
სიელმისა და თვალის სიმშრალის საწინააღმდეგო, ოკულოპლასტიკური ოპერაციები;
ბადურის ქირურგია ბადურის ჩამოცლისა და დიაბეტური სისხლჩაქცევების გამო;
დიაბეტური თვალის ლაზერული ქირურგია გართულებების პრევენციის მიზნით;
ტრავმების პირველადი ქირურგიული დამუშავება და ტრავმულად დაზიანებული და ოპერირებული გართულებული თვალის რეკონსტრუქციული ოპერაციები და კიდევ, მრავალი სხვა.
პირადად მე, ვაკეთებ კატარაქტის, გლაუკომის, ბადურის ჩამოცლისა და ლაზერულ ოპერაციებს.
– თქვენ დაგასახელეს წლის საუკეთესო ოფთალმოლოგად. როგორია თქვენი მიდგომები პაციენტებთან?
– მე, როგორც ექიმი, მთლიანად ორიენტირებული ვარ პაციენტზე. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, პაციენტს ყურადღებით მივუსმინოთ და ჩავწვდეთ მისი პრობლემის არსს. სწორად დავსვათ დიაგნოზი, დავნიშნოთ სწორი მკურნალობა და სწორად შევაფასოთ მკურნალობისა თუ ქირურგიული ჩარევის პერსპექტივები.
არ მიყვარს პაციენტებისთვის ზედმეტი და არარეალური იმედების მიცემა. უმჯობესია, პრობლემა სათანადოდ შევაფასოთ და კონკრეტული სიტუაციიდან ის მაქსიმუმი მივიღოთ, რაც შესაძლებელია ადეკვატური მკურნალობის პირობებში.
მომავალშიც გავაკეთებ ჩემს მაქსიმუმს პაციენტთა დასახმარებლად.
– რას ნიშნავს თქვენთვის თვალი?
– თვალი ჩემთვის ყველაფერია: სამსახურიც, ჰობიც, ხალხის დახმარების და მოქალაქეობრივი მოვალეობის მოხდის საშუალებაც.
თვალი მთელი სამყაროა!

скачать dle 11.3