კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადაწყვიტა დათო ჯაყელის ბედი ასლან აბაშიძემ და აქვს თუ არა მსახიობს ტრაგიკული სიყვარული სინამდვილეში #48

მსახიობი დათო ჯაყელი სერიალში „ხელოვნური სუნთქვა” ნუცას პირველი შეყვარებულის, რეზის როლს ასრულებს, რომელმაც მაყურებელში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. თავად, საკუთარი გმირისგან განსხვავებით, ტრაგიკული სიყვარულის ისტორია არ აქვს, პირიქით, ძალიან ბედნიერი ოჯახი, მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი პერსონაჟი გვერდიდან დიდად მოსაწონად არ ეჩვენება, ცდილობს, მისი ქცევები გაამართლოს.
დათო ჯაყელი: ბავშვობაში მსახიობობაზე საერთოდ არ მიფიქრია. შემდეგ ასლან აბაშიძემ ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტი გახსნა და გადავწყვიტე, იქ ჩამებარებინა. მაშინ აბაშიძე დიდ ფინანსებს დებდა ამ ინსტიტუტში. პროფესორები თბილისის თეატრალური უნივერსიტეტიდან ჩამოჰყავდა და მოკლედ, სერიოზული დონის სასწავლებელი იყო, რომლის არსებობის შესახებაც, სრულიად შემთხვევით გავიგე. ბედი ვცადე და შემთხვევით ჩავაბარე კიდეც (იცინის).
– ასლან აბაშიძეს გადაუწყვეტია შენი ბედი.
– ასე გამოდის. იმ პერიოდში მთელ ქვეყანაში სერიოზული კორუფცია იყო. ეს ერთადერთი ინსტიტუტი გახლდათ, სადაც ამის გარეშე მოხვედრა შეიძლებოდა. მერე, როგორც გაირკვა, პატარ-პატარა კორუფციული გარიგებები იქაც ხდებოდა, მაგრამ მე გამიმართლა და ლევან მირცხულავას დაჟინებული მოთხოვნით, მიმიღეს. ის ჩემ თვალწინ ეკამათებოდა ინსტიტუტის წარმომადგენელს, რადგან „ვიღაცეებს” არ აწყობდათ ჩემი მიღება, იმიტომ რომ, ფულს კარგავდნენ.
– ბავშვობაში მსახიობობაზე თუ არა,  რა პროფესიაზე ოცნებობდი?
– პროფესიის არჩევაზე სერიოზულად არასდროს მიფიქრია. იმ ასაკში ვიყავი, როცა ბავშვს სწავლა-განათლება მაინცდამაინც არ აინტერესებს (იცინის). უსაქმურად ყოფნა არ მიზიდავდა, მაგრამ სხვა პროფესიები დიდად არ მომწონდა. კოსმონავტობა მინდოდა, მაგრამ ვიცოდი, ამას ვერ მივაღწევდი, რთული იყო (იცინის). შეიძლება, ითქვას, მსახიობობის გარდა, სხვა ვარიანტი არც მქონდა. არადა, მანამდე სკოლაში, საბავშვო სპექტაკლებშიც კი არ მიმიღია მონაწილეობა. წარმოდგენა არ მქონდა ამ პროფესიაზე და ჩაბარების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ სულაც არ ყოფილა ისეთი მარტივი, როგორიც მეგონა. პირიქით, ძალიან რთული გზა ამირჩევია.
– პირველი ნაბიჯები როგორი იყო?
– პირველ კურსზე რომ ვსწავლობდი, ლევან მირცხულავას, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პედაგოგი და რეჟისორი გახლდათ, სპექტაკლი ჰქონდა, რომლის ორი პერსონაჟი უცხოეთში წავიდა და მთავარ როლებზე ადგილები ვაკანტური იყო. ისე მოხდა, რომ ლევანმა მე და ჩემი მეგობარი პირველივე კურსიდან აგვიყვანა ამ როლებზე. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი სტრესი იყო. მაშინ პირველად ვინანე, რომ ეს პროფესია, ასე გაუცნობიერებლად ავირჩიე. ძალიან დავიძაბე, მაგრამ, საბოლოოდ, პირველკურსელებისთვის საკმაოდ ნორმალური შეფასება გვქონდა.
– მაყურებელმა სერიალებიდან გაგიცნო. იქ ქასთინგის მეშვეობით მოხვდი, როგორც ხდება ხოლმე?
– არა, ისე წარიმართა ჩემი შემოქმედება, რომ ჯერჯერობით, ქასთინგი არ დამჭირვებია როლებისთვის (იცინის). ბევრი როლი არც მქონია ფილმში, მაგრამ ქასთინგზე არც სხვაგან და არც აქ, არ ვყოფილვარ. „ფორმულა კრეატივთან” ჩემი ურთიერთობა „ჩემი ცოლის დაქალებით” არ დაწყებულა. მანამდეც შევხვედრივართ ერთმანეთს. მათ ბაზაში ვიყავი და პირდაპირ დამირეკეს ამ სერიალში ერთ-ერთი მცირე როლისთვის. ამას მოჰყვა „ხელოვნური სუნთქვა”.
– ძალიან ლამაზი პარტნიორი გყავს – ანი ბებია, თქვენს პარტნიორობას ჭორები ხომ არ მოჰყოლია?
– სხვათა შორის, ეგეთი არაფერი გამიგია, მაგრამ მაყურებელი რომ პერსონაჟებს რეალურად აღიქვამს და ვერ აცნობიერებს, რომ მსახიობი სხვაა, ამის გამო ბევრი უარყოფითი შეფასება მოვისმინე. ბევრი ბინძური და ცუდი შეფასება წავიკითხე, მაგრამ ეს სერიოზულად არ აღმიქვამს. მზად ვიყავი და ცოტა მეცინებოდა კიდეც. თუმცა, ზოგი ისეთ რამეს წერდა, ცოტა მიკვირდა კიდეც. პერსონაჟს რომ ლანძღავენ, გასაგებია, მაგრამ პიროვნულ შეურაცხყოფაზე რომ გადმოდიან, ვფიქრობ, ეს არაჯანსაღი დამოკიდებულებაა. ბევრი მსახიობი ვიცი, ვისზეც ასეთი შეფასებები არასასიამოვნოდ მოქმედებს და მაყურებელს მოვუწოდებ, როცა პიროვნულ შეფასებას ეხება საქმე, ცოტა თავი შეიკავონ – სანამ რამეს დაწერენ ტვინი გაანძრიონ. რაც შეეხება პერსონაჟს, ის ზუსტად იმისთვის იქმნება, რომ მასზე იმსჯელონ.
– შენ რას ფიქრობ შენს გმირზე, რამით გგავს?
– ჩემი გმირი ჩემგან აბსოლუტურად განსხვავებულია. მე არ მქონია ცხოვრებაში მისი მსგავსი გამოცდილება და არც მასავით უბედური ვარ (იცინის). მსახიობები მაქსიმალურად ვცდილობთ, საკუთარი პერსონაჟები გავამრთლოთ, შევიყვაროთ და მათი პრობლემები შევითავსოთ. სხვანაირად როლს კარგად ვერ შეასრულებ, მაგრამ ჩემს გმირს გვერდიდან რომ შეხედო, მაინცდამაინც მართალი კაცი არ გამოდის. თუმცა, პირადად მე, ბევრ რამეში ვამართლებ. მე, როგორც დათო, შეიძლება, სხვაგვარად მოვქცეულიყავი, მაგრამ რეზის საქციელი ჩემთვის არ არის კატასტროფა და უცხო. რაც შემეხება მე, სინამდვილეში, ცოტა ფიცხი ვარ, ფეთქებადი ხასიათი მაქვს. თუ ვინმემ გამაღიზიანა, შეიძლება, ავფეთქდე და ცხვირ-პირში მივახალო რაღაცეები. ისეთი უზრდელი არ ვარ, რომ რამე საშინელება ვაკადრო ადამიანს, რა თქმა უნდა, თუ ჭკუიდან არ გადამიყვანა. მაგრამ, მალევე ვწყნარდები და ათ წუთში უკვე აღარაფერი მახსოვს. ისე, ყოველთვის გაწონასწორებული ვიყავი, რაც დიდ პლუსად მიმაჩნია. თუმცა, ბავშვობაში ვცელქობდი კიდეც და ბევრიც დამიშავებია მაშინაც და მერე, ყმაწვილკაცობაშიც (იცინის).
– რეზის ძალიან ტრაგიკული სიყვარულის ისტორია აქვს. მითხარი, მასავით უბედური არ ვარო, მაგრამ საინტერესოა, შენ თუ გქონია სიყვარული, რომელიც ისე არ დასრულდა, როგორც გინდოდა?
– ჩემი ცოლი პირველი სიყვარულია. დღეს ის ჩემ გვერდითაა, ასე რომ, ტრაგიკული სიყვარული არ მქონია და მადლობა ღმერთს ამისთვის. ბავშვები ვიყავით ერთმანეთი რომ გავიცანით. მეზობლად ვცხოვრობდით და, ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ. მეზობლობა ჯერ ახლო მეგობრობაში, შემდეგ კი, სიყვარულში გადაიზარდა, რაც ოჯახით დაგვირგვინდა და ახლა ზუსტად იმ ეტაპზე ვართ, როცა ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის. ორი შვილი გვყავს: უფროსი ბიჭი – ვაჩე და უმცროსი, გოგონა – მარიამი. სამ-წლინახევრის და წლინახევრის არიან. მარიამი არა, მაგრამ ვაჩე უკვე სპექტაკლებზე დადის და მთელ წარმოდგენას ისე უყუებს, ერთხელ არ დაძრავს კრინტს. სამ-წლინახევრის ბავშვი გასუსული ზის დარბაზში, გეგონება, დიდი კაცი იყოს, დახვეწილი ბიჭია (იცინის).
– მეუღლე რას საქმიანობს?
– მეუღლე ონკოქირურგი, მამოლოგია. ძალიან ნიჭიერი და კარგი ექიმია. გულწრფელად ვფიქრობ, რომ ის უკეთესი ექიმია, ვიდრე მე – მსახიობი. თავის პროფესიას შეწირულია. ორივეს პროფესია მაქსიმუმს მოითხოვს ჩვენგან, მაგრამ, აბა, რისთვის გვყავს ერთმანეთი? მაქსიმალურად ვცდილობთ, ერთმანეთს ყოფა შევუმსუბუქოთ. მეუღლე მთელი დღე სამსახურშია, ოპარაციები აქვს და პაციენტებზე ოჯახის წევრებზე არანაკლებ ზრუნავს. ყველანაირად ვცდილობ, ხელი შევუწყო და ანალოგიურად, ისიც ცდილობს, ცხოვრება გამიადვილოს.
– პატარების მოვლის ფუნქციები როგორ გაქვთ გადანაწილებული?
– ბებიები გვეხმარებიან, როცა ამის საჭიროება გვაქვს, მაგრამ, ძირითადად. როცა დღის განმავლობაში რეპეტიცია და გადაღება არ მაქვს, მე ვარ მთავარი ძიძა ოჯახში.
– როგორც ჩანს, შეხედულება, რომ ბავშვებს დედამ უნდა მოუაროს და გარკვეული ფუნქციები აუცილებლად ქალის შესასრულებელია, არ გაქვთ.
– რატომ? მამა ვერ მოუვლის შვილებს კარგად? (იცინის). ჩვენ ეს სტერეოტიპები დავამსხვრიეთ. ჩემს მეუღლეზე არანაკლები ამაგი მაქვს ჩვენს შვილებზე და ვფიქრობ, ეს სწორიცაა. ძიძა არ დაგვჭირვებია და მადლობა ღმერთს. ვფიქრობ, ოჯახის წევრები უკეთ გაზრდიან პატარებს, ვიდრე უცხო ადამიანი.
– თქვენს ადგილას, ბევრი თბილისში გადმოვიდოდა საცხოვრებლად, ხომ არ გაქვთ მსგავსი გეგმა?
– არა და ამას ბევრი მიზეზი აქვს: უპირველესად, ის, რომ ჩემი ქალაქი ძალიან მიყვარს და ბათუმის გარეშე ძალიან გამიჭირდება. თან ახლა მე რომ წამოვიდე, ანუ ოჯახიც უნდა წამოვიდეს და ჩემს გეგმებზე გადმოეწყონ. მაშინ, როცა მეუღლეს აქ თავისი კარიერა აქვს და მისთვის პროფესია ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ძალიან მიყვარს ჩემი თეატრი და არ მიღირს ამ ყველაფრის მიგდება. თუ ვინმეს დავჭირდები გადაღებისთვის, არაა პრობლემა, რამდენიმე თვე ან კვირა თბილისში ვიმუშავებ და ისევ უკან დავბრუნდები.

скачать dle 11.3