კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ელიზაბეტ ბლექველის ჰოსპიტალი – კვალიფიციური მომსახურება პაციენტებს #48

 „ელიზაბეტ ბლექველის ჰოსპიტალი” – პროფესიონალიზმი, მომსახურების ხარისხის მუდმივი კონტროლი და  პროფესიონალთა გუნდი. ეს ბლექველის ჰოსპიტალის სამუშაო კრიტერიუმებია და სწორედ ამიტომაც, ჩვენი ლოკალური გამოკითხვების თანახმად, საქართველოს მასშტაბით მოქმედ 10 რჩეულ კლინიკაში მანაც მიიღო მხარდაჭერა და აღიარება.
კლინიკის მისიაა,  იზრუნოს პაციენტების ჯანმრთელობაზე, მიაწოდოს მათ მაღალი  ხარისხის სამედიცინო მომსახურება პროფესიონალთა გუნდის დახმარებით.

სახელწოდება
ელიზაბეტ ბლექველი (1821-1910) – იყო პირველი ქალი, რომელმაც, მიუხედავად საზოგადოების მხრიდან წინააღმდეგობებისა,  მიიღო სამედიცინო განათლება და ხარისხი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ნიუ-იორკში ელიზაბეტ ბლექველი უფასო სამედიცინო დახმარებას უწევდა ქალებსა და ბავშვებს. 1857 წელს გახსნა მრავალპროფილური ჰოსპიტალი – ნიუ-იორკის ლაზარეთი ქალებისა და ბავშვებისთვის. მოგვიანებით, მან დააარსა სამედიცინო კოლეჯი ქალებისთვის.
ელიზაბეტ ბლექველი იყო ექიმი და განმანათლებელი, პიონერი და ინოვატორი, რომელსაც არ აშინებდა დაბრკოლებები და იღვწოდა უკეთესი სამყაროსთვის.
ჩვენი ჰოსპიტალი სრულიად იზიარებს ამ ქალბატონის ხედვებსა და ღირებულებებს. ვიმედოვნებთ, რომ ქართული მედიცინის განვითარებასა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში ჩვენს წვლილს შევიტანთ.
„ელიზაბეტ ბლექველის ჰოსპიტალმა“ პირველი პაციენტი 2014 წლის 16 აპრილს მიიღო.
დღეისთვის კლინიკა პაციენტებს ამბულატორიული, სტაციონარული და ლაბორატორიული მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. კლინიკაში ფუნქციონირებს:

* მიმღები და გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტი (EMERGENCY) – დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და გამოცდილი ექიმებითა და მედპერსონალით.
დეპარტამენტი
უზრუნველყოფს:

* პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას;

* პაციენტის ზოგადი მდგომარეობის შეფასებას, დიაგნოსტირებას;

* საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის შესაბამის განყოფილებაში ჰოსპიტალიზაციას.
24 საათის განმავლობაში გთავაზობთ პაციენტისთვის სრული დიაგნოსტიკური სერვისის მიწოდებას – კომპიუტერული ტომოგრაფია, ლაბორატორიული კვლევები, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, რენტგენოგრაფიული დიაგნოსტიკა;  თერაპევტის, კარდიოლოგის, ქირურგის, ნევროლოგის, რეანიმატოლოგის, ალერგოლოგის, ტოქსიკოლოგის, უროლოგის, გინეკოლოგის, ინფექციონისტის კონსულტაციას.
ენდოსკოპიური კაბინეტი აღჭურვილია  Olympus-ის  ფირმის თანამედროვე აპარატურით. გამოცდილი ექიმი ენდოსკოპისტები ატარებენ გეგმურ და გადაუდებელ დიაგნოსტიკურ კვლევებსა და პროცედურებს:

* ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია

* კოლონოსკოპია

* ბრონქოსკოპია.

ინტენსიური კარდიოლოგიის დეპარტამენტი
სრული ამბულატორიული და სტაციონარული კარდიოლოგიური მომსახურება:

* კორონაროგრაფია

* კორონარულიანგიოპლასტიკა

* ექოკარდიოგრაფია

* 24-საათიანი ეკგ მონიტორინგი ჰოლტერის მეთოდით – ხშირად გამოიყენება გულის იშემიური დაავადებების დიაგნოსტიკის დროს. აღნიშნული კვლევისას პაციენტი 24 საათის განმავლობაში ატარებს ჰოლტერის მონიტორს, რომელიც იწერს ელექტროკარდიოგრამას დღე-ღამის განმავლობაში. ჩანაწერის გაშიფვრა ხდება სპეციალური პროგრამის საშუალებით ექიმი-კარდიოლოგის მიერ. მიღებული მონაცემების საშუალებით, ექიმს შეუძლია იმსჯელოს იშემიის არსებობაზე, გამოავლინოს გულის რიტმის დარღვევა და სხვა პათოლოგიები

* ფიზიკური დატვირთვის ტესტი (ტრედმილი)

* ელექტროკარდიოგრამა.

რეანიმაციული დეპარტამენტი
დეპარტამენტი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და გამოცდილი ექიმი-რეანიმატოლოგებითა და ანესთეზიოლოგებით. მედპერსონალი მზადაა, მიიღოს და მართოს ნებისმიერი სირთულის პაციენტი. განყოფილება აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურითა და ინვენტარით.

ქირურგიული დეპარტამენტი
ჩვენი ქირურგიული დეპარტამენტის მუშაობის მთავარი დევიზია – ოპტიმალური მკურნალობის შერჩევა და ნაკლებად ინვაზიური ქირურგიული ჩარევებისა  და ოპერაციების განხორციელება, უპირველესად, პაციენტების ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე. დეპარტამენტი და საოპერაციო ბლოკები აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო ინვენტარითა და აპარატურით, რაც საშუალებას იძლევა თანამედროვე, მაღალი  სტანდარტების შესაბამისად განხორციელდეს როგორც გეგმური, ასევე გადაუდებელი ოპერაციები და ქირურგიული ინტერვენციები.
ჩვენთან ტარდება სხვადასხვა ტიპის ქირურგიული ჩარევები:
* აბდომინალური

* თორაკალური

* ტრავმატოლოგიური
 
* კარდიოქირურგიული

* ნეიროქირურგიული

* გინეკოლოგიური

* უროლოგიური

* პროქტოლოგიური.

ჩვენი დეპარტამენტის მაღალკვალიფიციური ექიმი-სპეციალისტები ახორციელებენ სხვადასხვა ტიპისა და სირთულის ოპერაციებს როგორც ღია, ასევე ენდოვიდეოქირურგიული აპარატურის გამოყენებით.
ლაპარასკოპიული ცენტრი აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით. საოპერაციო ბრიგადა დაკომპლექტებულია გამოცდილი ქირურგებითა და მედპერსონალით. ცენტრში ტარდება ყველა სახის ლაპარასკოპიული ოპერაცია.
„ელიზაბეტ ბლექველის ჰოსპიტალს“ 2016 წელს ISO სერტიფიკატი მიენიჭა.
რას გულისხმობს ISO 9001 სტანდარტის დანერგვა?

* ბიზნესს ვმართავთ პროფესიონალურად

* ვთავაზობთ მდგრად და სანდო მომსახურებას

* ვზრუნავთ პაციენტზე/მომხმარებელზე

* ვსახავთ გაუმჯობესების გზებს

* ვიკვლევთ პაციენტების აზრს

* ვაკონტროლებთ საქმიანობის პროცესებს

* გაუმჯობესების მიზნით, ვსახავთ პრიორიტეტებს.
ISO  სერტიფიკატი ადასტურებს, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია პაციენტებისთვის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ჰოსპიტალის სწრაფვას მუდმივი გაუმჯობესებისა და წინსვლისკენ.
2015 წელს ბლექველის ჰოსპიტალსა და მეიოს კლინიკას შორის თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი. ჩვენს სპეციალისტებს მივავლენთ აშშ-ში და ხდება თეორიული ცოდნისა და სამედიცინო პრაქტიკის გაზიარება.    
საკონტაქტო ინფორმაცია:
მის: ო. ჩხეიძის ¹14 (შანხაის უბანი); ტელ.: 2 18 04 15;
ელ.ფოსტა: info@blackwell.ge  www.blackwell.ge

скачать dle 11.3