კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაშორდა თუ არა ნუკი კოშკელიშვილი ქმარს და რის გამო სვამს ის #48

ნუკი კოშკელიშვილის ცხოვრება ყოველთვის განხილვის საგანია. მოდელი და ტელეწამყვანი გათხოვებამდეც არაერთხელ ყოფილა ჭორების სამიზნე, თუმცა ბოლო პერიოდია, აქტიურად განიხილავენ მისი ქმართან გაშორების ამბავს. ეს ჭორი თავად ნუკისთან გადავამოწმეთ, რომელმაც კიდევ ბევრი საინტერესო რამ გვიამბო.
ნუკი კოშკელიშვილი:  საქართველოსთან შედარებით, აქ ბევრად რთულია სამსახურის დაწყება. თუმცა, ვცდილობ, შევძვრე სადმე და ქასთინგებზე ვიარო. უკვე რამდენიმე გადაღებაზე ვიყავი, ერთი-ერთი იყო „დისკავერის,“ სადაც მკვდარი სხეული ვიყავი. ეგრევე მომკლეს (იცინის). ასევე, ჯეიმს ფრანკოსთან და სხვა ჰოლივუდის ვარსკვლავებთან  მქონდა გადაღება. მართალია, უკანა ფლანგზე ვიდექი და არანაირი მნიშვნელოვანი როლი არ მქონია, მაგრამ მაინც ვფიქრობ, თითოეული ეს ნაბიჯი წინსვლაა. ამერიკაში ნულიდან დავიწყე ცხოვორება. ვცდილობ, საინტერესო რამე გავაკეთო.
– საქართველოში პოპულარობის შემდეგ, მანდ ცხოვრების ნულიდან დაწყება რთული არ იყო?
– კი, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო. რასაც საქართველოში მივაღწიე, ეს ხომ შრომის შედეგი იყო. ახლა კიდევ, ბრახ და თავიდან უნდა დაიწყო. თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გამოცდილება არ იკარგება, ეს ისევ შენია. მუღამიანი და აზარტული უნდა იყო, რომ თავიდან აუწყო ცხოვრებას ფეხი. თამაშებში აზარტული საერთოდ არ ვარ, მაგრამ ცხოვრებას დიდი აზარტით ვუდგები. თან, წელს ბევრად უფრო ნაკლები სტრესი მაქვს. წინა წელს ქვეყნიდან ვერ გამოვდიოდი და ამას ძალიან განვიცდიდი. საბუთებს ვაგროვებდი, ქევყნის დატოვებისა და მუშაობის უფლება რომ მომეპოვებინა. ახლა კიდევ, როგორც იქნა, გავაკეთე ეს საბუთები და ერთ თვეში ისევ საქართველოში ვიქნები. ასე მგონია, ცარიელი ფურცელი მიდევს წინ და რასაც მინდა, იმას დავხატავ. რას დავხატავ კიდევ, მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული. 
– ჰოლივუდს უმიზნებ?
– ვუმიზნებ, ხმამაღალი ნათქვამია, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ აქ ყველაფერი შესაძლებელია. ამბობენ, თუ აქ რამეს გააკეთებ, მერე ყველგან ყველაფერს გააკეთებო. მე კიდევ, ყველგან ვიყავი და ახლა, აქ ვცდი ბედს.
– მასტერის კლიპი „მაინც დამსინა ამ ბოსის შვილმა“ ძალიან პოპულარული გახდა. როგორ აღმოჩნდი ამ კლიპში?
– წავედი და გახდა პოპულარული. საერთოდ არ ვიცნობ მასტერს. უბრალოდ, დამიკავშირდა და მითხრა, რომ უნდოდა, კლიპში გადავეღე. გამომიგზავნა სიმღერა და რომ გავიგე ფრაზა: „ბოსის შვილი,“ მაშინვე მივხვდი,  ეს გახდებოდა ჰიტი. ამ ტექსტს ან შეიძულებდა ხალხი, ან შეიყვარებდა, ან კიდევ იღადავებდა. მოკლედ, იქნებოდა რაღაც, რომელსაც ვერ ავცდებოდით. რა პრობლემაა-მეთქი ვუთხარი. ისეთ პროფესიონალურ დონეზე ჩატარდა გადაღების პროცესი, უცხოეთში მეგონა თავი, რომელიღაც მაგარ გადაღებაზე. 5 წუთში გააკეთა ყველაფერი. ასე სწრაფად, მგონი, არაფერი გადამიღია ცხოვრებაში. ჩემი ქმარიც კი ღიღინებს ამ სიმღერას, ოღონდ არ იცის, რა სიტყვებია (იცინის). კი გადავუთარგმნე, მაგრამ ცოტა ვერ მიხვდა, ბოსის შვილის ამბავს. მერე ვუხსნიდი, შენ არ გესმის, ეს ძალიან ახლოსაა იმ რაღაცასთან-მეთქი, თუმცა მაინც ვერაფერი გაიგო (იცინის).
– ნუკი, ბევრს ჭორაობენ შენი და ბენის დაშორების შესახებ. რეალურად რა ხდება?
– სიმართლე ის არის, რომ არ დავშორებულვართ. ეგ არის ჭორი და სისულელე, ოღონდ საიდან დაიწყო, არც ვიცი. ალბათ, ვარაუდობენ – ვაი და გაარტყან, მაგრამ ნურას უკაცრავად, მეგობრებო, არ დავშორებულვართ და არც ვაპირებთ.
– როგორია თქვენი თანაცხოვრება?
– ძალიან მაგარია. ისევ ისეთ ეიფორიაში ვართ, როგორშიც ვიყავით ახალდაქორწინებულები. დროთა განმავლობაში, რა თქმა უნდა,  რაღაცეები გადის, მაგრამ თითოეული ნაბიჯი ოჯახურ ცხოვრებაში ძალიან ტკბილია. ჩვენ შემთხვევაში თავიდან იყო ფლირტი, მერე აღფრთოვანება, გაგიჟება, ახლა უკვე ცოტა სერიოზულები და დადინჯებულები ვართ (იცინის). მთავარია, სწორი ადამიანი გყავდეს გვერდით. შეიძლება ითქვას, შენს მეორე ნახევართან ერთად იზრდები. ჩვენ უამრავ რჩევას ვაძლევთ ერთმანეთს. ყოველ საღამოს ვიკრიბებით და ვყვებით, რა მოხდა დღის განმავლობაში. საუბარს არ ვაცდით ხოლმე ერთმანეთს (იცინის).
– არ კამათობთ?
– კი, როგორ არა, ყველაფერზე ვკამათობთ, მათ შორის, პოლიტიკაზეც. თუმცა, ეს არ არის სერიოზული. რაც მთავარია, პრობლემები არ დაგვწყებია. თუმცა, ერთი პრობლემა კი გვაქვს, რაც ვერ მოვაგვარეთ – სამზარეულოში ნათურა სულ გვეწვება და გადარეულები ვართ. ა, კიდევ მეორე – ბენი ღამე ჭამს გიჟივით. მე კიდევ, არ მინდა ავყვე, მაინც წონას ვუფრთხილდები (იცინის). სხვათა შორის, ვარჯიში დავიწყე. არასდროს მივარჯიშია. მე ყოველთვის კარგად ვჭამდი და მერე ცოტა ხანს ვისვენებდი. ჯერჯერობით, ის ვარ, ვინც ამტკიცებს, რომ ვარჯიშსს არაფერი შეუძლია. თუმცა, ვნახოთ, რა შედეგს ვაჩვენებ.
– დიასახლისის ამპლუა მოირგე? თავად ამზადებ კერძებს?
– ორივე ვამზადებთ, რიგრიგობით ოღონდ. თუმცა, ეს განრიგი არაა – ვის, როგორც მოუნდება. ისე ძირითადად, მე ვამზადებ, რადგან ის მუშაობს და საღამოს ბრუნდება სახლში. გაგიკვირდებათ და ჯერ კერძი არ გამიმეორებია. ბენი დამცინის, შეფ-პოვარი ხარო. სხვათა შორის, ქართულ კერძებსაც ვუმზადებ. მაგალითად, ნიგვზიან ბადრიჯანს და ასე შემდეგ.
– ანუ, ამერიკულ გიჟურ ცხოვრებას კარგად მოერგე.
– კი, შევეჩვიე, მომწონს აქ და ასე მგონია, ყოველთვის ამერიკაში ვცხოვრობდი. ერთადერთი, რაც არ მომწონს, ეს არის, რომ სარეცხი მაქვს გარეთ – უნდა ავბარგდე, წავიღო, გავაშრო, მოვიტანო. ეს ძალიან არაკომფორტული და დამღლელი პროცესია.
– ჭორებზე როგორ რეაგირებ?
– საერთოდ არანაირი რეაქცია არ მაქვს – დამაშორეს დამაშორეს, მაგრამ ხომ არ დავშორებივარ?! ჩემმა ოჯახის წევრებმა სიმართლე იციან. ბენის ოჯახის წევრებმა კიდევ, კითხვა არ იციან ქართულად და მათ გვერდს უვლის ეს ამბები (იცინის). ყველაფერზე რეაგირება რომ მოვახდინო, გავგიჟდები კიდეც. ვიდრე მართლა გავთხოვდებოდი, იმდენჯერ გამათხოვეს ამ ჭორებით, რომ რავიცი...
– ფრენის რომ ძალიან გეშინოდა, ეს ცნობილია. ახლა, ალბათ, უკვე შეეჩვიე.
– ნუ მახსენებ. არ ვილაპარაკოთ მაგ თემაზე. ვიცი, რომ მალე მოვდივარ და უკვე, წინასწარ ველაპარაკები ჩემს ღვიძლს – ჩვენ დავლევთ და არ შეგეშინდეს (იცინის). ძალიან დავთვრები, რომ ვერ ვიგრძნო, როგორ მოვფრინავ. ასე ვსვამ ხოლმე და მერე მთელი გზა მძინავს. თუ გავიღვიძე, შეიძლება, გავგიჟდე ან უარესი – ტირილის ან შიშისგან მოვკვდე. ასეთ მდგომარეობაში რომ ვარ, ბუნებრივია, არ უყვარს ბენს ჩემთან ერთად მგზავრობა. მეც მარტო დავფრინავ (იცინის).
– დედამთილთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
– ძალიან კარგი. ახლა იყო მადლიერების დღე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია აქ და ყველა აღვნიშნავთ. წელს ჩემს დედამთილთან ვიყავით. დიდი სახლი აქვს და იქ შევიკრიბეთ. დედამთილს იშვიათად ვნახულობ, მაგრამ მიმოწერა გვაქვს ხშირი.
– სათვალეების კოლექცია კიდევ გაქვს?
– კი, აბა (იცინის). 200-მდე სათვალე მაქვს და ყოველდღიურად ვატარებ. ასევე, მაქვს ლოგინის სათვალეც. ადრე ამისთვის სხვა მქონდა, მაგრამ ბენმა გატეხა. ლოგინის სათვალე, მხოლოდ სახლში მიკეთია, ყველა დანარჩენი გამოსაპრანჭია. მაქვს კიდევ იცი, როგორი? – აი, ეს სათვალე კარგად მაქვს დაცდილი (იცინის). სამწუხაროდ, ცრურწმენების მჯერა და ასე ცხვოვრება ნამდვილად რთულია.
– „რეიჩელის შოუ” როგორ მოგეწონა?
– ძალიან მაგარი იყო. ცისნამმა დამპატიჟა. დამირეკა, ერთი წელი ველოდებოდი ამ მოსაწვევს და, თუ გცალია, წამოდიო. მეც წავედი. იქ ცისნამმა საოცრად გამოიჩინა თავი, ყველას დაუტოვა თავისი ბარათი, რეიჩელსაც კი. თავიც დაიპატიჟა, ხაჭაპურს გაგიკეთებთო. ძალიან მშრომელი, მიზანდასახული და კარგი გოგოა. სახლში რომ მოვედი, ცოტა ხანს დავჯექი და ვფიქრობდი, როგორ მოაბა ამ ყველაფერს თავი-მეთქი.

скачать dle 11.3